სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/313120857_522581143211795_4007964283355834582_n.jpg
25/10/2022 16:41

„ჭირიმე' ,,ქართული ლიგის' მეოთხედფინალში მიიღებს მონაწილეობას

29 ოქტომბერს, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდი ნახეს" დარბაზში,  ,,ქართული ლიგის," მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის, მეოთხედ ფინალური შეხვედრა გაიმართება.   კონკურსში ბათუმის, რუსთავისა და გორის იუმორისტულ გუნდებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხარაგაულის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი ,,ჭირიმე".   დასაწყისი 14:00 საათზე. მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენ ხარაგაულელებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/310337033_1002764891122765_3421322054452144644_n.jpg
25/10/2022 16:36

პრემიერა - თოჯინების თეატრი ახალ სპექტაკლზე გიწვევთ

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლის - „იისფერა“ პრემიერას გამართავს. სპექტაკლი რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასია 3 ლარი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
25/10/2022 16:24

 7 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის  საკრებულო 7  ნოემბერს   მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:         1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების    მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის  შესახებ                                                                               მომხს : ინგა ლურსმანაშვილი 2. არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება  “ - ს  ხელმძღვანელის ანგარიში  გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                        მომხს : ზაზა   კაციტაძე   3.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის  სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ                                                                                                                                                                     მომხს : ინგა ლურსმანაშვილი    4.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხიდარში მდებარე ძირითადი  (განუსხვისებელი )   ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის   თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                 მომხს : ინგა ლურსმანაშვილი   5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                                                                            მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   საკრებულოს თავმჯდომარე                                              მანანა ბარბაქაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/eses.jpg
24/10/2022 15:49

,,სულიკო-2022“ -ზე ანსამბლმა ,,ოდილა“ ვარინკა წერეთლის საპატიო პრიზი მიიღო

22 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალი - ,,სულიკო 2022" გაიმართა. ფესტივანლში იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ხარაგაულიდან კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ხარაგაულის ხმები" (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და ფოლკლორული ანსამბლი "ოდილა" მონაწილეობდნენ. ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი ,,ხარაგაულის ხმები“ გახდა. ანსამბლმა ფულადი პრიზი, ლიეტუვას დელეგაციის სპეციალური პრიზი და მიწვევა მიიღო. ვარინკა წერეთლის საპატიო პრიზი ანსამბლ „ოდილას” ერგო. ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა ,,ზესტაფონმა” მოიპოვა. ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_89.jpg
24/10/2022 15:24

„სულიკო 2022“ -ზე პირველი ადგილი „ხარაგაულის ხმებმა“ მოიპოვა

22 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ქართული ლირიული სიმღერების ფესტივალი - ,,სულიკო 2022" გაიმართა. ფესტივანლში იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ხარაგაულიდან კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ხარაგაულის ხმები" (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და ფოლკლორული ანსამბლი "ოდილა" მონაწილეობდნენ. ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი ,,ხარაგაულის ხმები“ გახდა. ანსამბლმა ფულადი პრიზი, ლიეტუვას დელეგაციის სპეციალური პრიზი და მიწვევა მიიღო. ვარინკა წერეთლის საპატიო პრიზი ანსამბლ „ოდილას” ერგო. ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა ,,ზესტაფონმა” მოიპოვა. ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/312221326_430429005925758_8624789622477685758_n.jpg
24/10/2022 11:49

,,შემოდგომის პალიტრა“ - ხარაგაულში მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

 ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით,  ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი - ,,შემოდგომის პალიტრა" გაიმართა. კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა.   გამარჯვებულებს  ჟიური ერთი კვირის ვადაში გამოავლენს, რის შემდეგაც ნამუშევრების გამოფენა და ავტორების დაჯილდოება გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/305514796_1816256632039905_6515339288370836378_n_1.jpg
21/10/2022 15:22

ხარაგაულის მერიამ იაპონიის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუჯეტის ცვლილება წარუდგინა. სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა იაპონიის საელჩოს -„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP)“ შესახებ ისაუბრა, რომელში ხარაგაულის მერია იყო ჩართული და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ  გამარჯვებული გახდა. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა - „მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო აქტიურობა, მომზადდა დოკუმენტაცია, ჩართული იყო საკრებულოც, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის დირექტორი, ეკა შავიძე და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე.  თანხა 73 439.41 აშშ დოლარს შეადგენს, რომლითაც მოხდება ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB ტრაქტორის) შეძენა. ამ პროექტში იაპონიის საელჩოს საგრანტო მონაწილეობა შეადგენს 81%-ს 61 864.41 აშშ დოლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის - 19%-ს (11 575 აშშ დოლარი) დაახლოებით 32 179 ლარის ეკვივალენტს ლარებში. ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებებისათვის დამატებით საჭიროა 135 479 ლარი, რაც სრულად დაფინანსდება 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამებში არსებული ეკონომიით.   აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. სხდომაზე განიხილეს ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომლის მიხედვით რადენიმე  ა(ა)იპ-ის დაფინანსება გაიზარდა: ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას დამატებით ესაჭიროება 57 000 ლარი, რომელიც გარე განათების ქსელის გაფართოებაზე, დასუფთავებისა და ნარჩენების გატანაზე და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სასოფლო და საუბნო გზების მოსალოდნელი თოვლის საფარისაგან გაწმენდაზე დაიხარჯება.   ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს დამატებით ესაჭიროება 7 000 ლარი, აქედან ელექტროენერგიის ხარჯების შესავსებად 3 500 ლარი, სპორტული ინვენტარის შესაძენად 1 500 ლარი და რაგბის სექციის ფუნქციონირებისათვის 2 000 ლარი. ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს ესაჭიროება 10 300 ლარი საგამომცემლო საქმიანობისათვის. ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 9 000 ლარი სხვადასხვა სამედიცინო აქციების, შეხვედრების და განახლებული მონიტორინგის ღონისძიებებზე საჭირო ტრანსპორტის ხარჯებისათვის. ა(ა)იპ სათნოების სახლს დამატებით ესაჭიროება 20 000 ლარი აქედან 16 000 ლარი კვების ხარჯებში და 4 000 ლარი ახლად გახსნილი სოციალური სამრეცხაოსათვის საჭირო მრიცხველის, ჰიგიენური სარეცხი საშუალებების და სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესასრულებლად საჭირო პროგრამისა და ინვენტარის შესაძენად. საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ხარაგაულს,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ,  საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის შესრულებული სამუშაოებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი 142 269 ლარი გამოუყო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/297446973_1098106070837415_3994563790880502267_n.jpg
20/10/2022 18:37

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე  მანანა ბარბაქაძე უძრვებოდა. დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2022 წლის ბიუჯეტიში  განსახორციელებელი ცვლილება წარუდგინა. აღნიშნული საკითხი 21 ოქტომბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/312382300_3535336460028010_3123176585887817160_n_1.png
20/10/2022 18:30

ხარაგაული_იაპონიის საელჩოს საგრანტო_ პროგრამის (GGP) გამარჯვებულია

 ხარაგაული იაპონიის საელჩოს საგრანტო_ პროგრამის (GGP) გამარჯვებულია   ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იაპონიის საელჩოს-„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის(GGP)“ -გამარჯვებული გახდა.  ინფორმაციას ამის შესახებ, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გვაწვდის. ,,საამაყოა, რომ ხარაგაულის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხარაგაულის მერიას გრანტი არასდროს მიუღია და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა."- აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.  საპროექტო განაცხადი, მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ა(ა) იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ დირექტორმა, ეკა შავიძემ და მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ, მოამზადეს. გრანტის ფარგლებში ხარაგაულის მერია, 61 864 დოლარს მიიღებს და აღნიშნული თანხით, ახალი ექსკავატორ-დამტვირთველის(JCB ტრაქტორი) შეძენა მოხდება. სპეც-ტექნიკით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.  1998 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/312210634_786211169154170_8775763525331250240_n.jpg
20/10/2022 17:15

პრემიერა - 27 ოქტომბერს თოჯინების თეატრი სპექტაკლს „იისფერა“ წარმოგიდგენთ

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი სპექტაკლის - „იისფერა“ პრემიერას გამართავს. სპექტაკლი რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ გივი ჭიჭინაძის პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი 27 ოქტომბერს, 13:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასია 3 ლარი.
სრულად