სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/341977428_764110168656420_3918461105157035688_n_1.jpg
25/04/2023 11:56

28 აპრილს ხარაგაულში ველოსიპედებით მსვლელობა გაიმართება

ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის” ფარგლებში 28 აპრილს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ველოსიპედების მსვლელობა გაიმართება. მარათონი 13 საათზე რკინიგზის სადგურის ხიდიდან დაიწყება და ხარაგაულის სპორტის სასახლესთან დასრულდება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ მსვლელობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/zmxm.jpg
24/04/2023 20:28

,,რა?სად? როდის?“ - საღანძილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა. წამყვანის, მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი თამაშობდა.  ალექსი კიკნაძის ექვსეულმა, ინტელექტუალური თამაში, გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ ლელა ხელაშვილი დასახელდა. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: ალექსი კიკნაძე, ვარდო ჭიპაშვილი, ეკა მესხი, მაია მესხიშვილი, ლელა ხელაშვილი, დარეჯან გაბუნია. 1 მაისს , ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სერიაში, წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული ითამაშებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sa-mer_2_1.png
24/04/2023 17:22

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წინადადებების მიღება დასრულდა

პროექტის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი”  ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა. სულ შემოვიდა 35 საპროექტო წინადადება.  მერის ბრძანებით,  პროგრამის განსახორციელებლად, შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემოსულ წინადადებებს 2 მაისამდე განიხილავს. ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა.  პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. ხარაგაულის მერს , კობა ლურსმანაშვილს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG)  მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა. საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილიდან - 1 მაისამდე გაგრძელდება. კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისიდან - 16 მაისამდე; გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისიდან - 31 მაისამდე; ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/adfvad.gif
21/04/2023 12:54

გაზაფხულის ხარაგაული - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ფოტოკონკურსს აცხადებს

ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი მოსწავლეებისათვის ფოტოკონკურსს თემაზე "გაზაფხულის ხარაგაული" აცხადებს.   საკონკურსო ფოტო აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლის მიერ გადაღებული, ხარაგაულის ან ხარაგაულის სოფლების ღირსშესანიშნაობებზე. (ტაძრების, ციხის ნანგრევების, ტბის, მდინარის, რაიმე ისტორიული ადგილის, სოფლის ხედის, ქუჩები და შენობების და ა.შ.)   ფოტოს თან უნდა ერთოდეს აღწერა.   გაითვალისწინეთ, რომ ფოტოები ზუსტად უნდა ესადაგებოდეს ფოტოკონკურსის პირობებს.   ფოტოების მიღება გაგრძელდება, ერთი კვირის მანძილზე 26 აპრილამდე, რომლებიც  27 აპრილს გამოქვეყნდება მოსწავლეთა სახლის ფეისბუქგვერდზე .   გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ერთი ფოტო- ფეისბუქ მოწონებების რაოდენობის მიხედვით, ხოლო მეორე- ჟიურის რჩეული.   გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 4 მაისს.   ფოტოები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე @Marikakharatishvili16@gmail.com   დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 57760 75 56  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_5.png
19/04/2023 11:36

1 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.                                                                                 დღის წესრიგი 1  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                        მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი          ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ  დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                 მომხს: თამარ ლაცაბიძე 3  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“    -      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                         მომხს: კახაბერ გოლუბიანი                    4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                                                                                       მომხს: გივი კურტანიძე                                                                                                       ბესარიონ ჭიპაშვილი                                                                                                    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) ექვსი თვის ვადით  და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) ერთი წლის ვადით  კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის  პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით,  იჯარის ფორმით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ                                                                                              მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                 მომხს: ინგა ლურსმანაშვილი     „ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/175137879_122036853314287_8376075753207461391_n.jpg
18/04/2023 19:28

,,დოდოს მოლოდინში“ - ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება

ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დათო ტურაშვილის პიესით ,,დოდოს მოლოდინში“ წარსდგება. პიესაზე დასმა მუშაობა უკვე დაიწყო და სამაგიდო მუშაობიდან სცენაზე გადაინაცვლა. ,,დოდოს მოლოდინში“ უკვე დადგმულია სხვადასხვა თეატრალურ სცენებზე. პიესა ემიგრაციის თემას და საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება , ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. ირინე ჩხეიძე: ,,თემა რომელსაც  ჩვენ შევეხეთ ძალიან აქტუალურია, ბევრი ადამიანი არის წასული საზღვარგარეთ ემიგრაციაში, თუნდაც ხარაგაულიდან, სწორედ ამ პრობლემას ეხება ეს სპექტაკლი. ეს არის იუმორით შეზავებული დრამა, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ქალის ისტორია. ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლს პირველად იმერეთის თეატრლურ ფესტივალზე ითამაშებს, რომელიც 10 ივნისს დაიწყება. სპექტაკლის რეჟისორი – ირინე ჩხეიძე მხატვარი – გაიოზ შუბითიძე მამა – ვასილ კიკნაძე უმცროსი ვაჟი – გიორგი ჭიპაშვილი უფროსი ვაჟი – დავით ჭყოიძე დოდო – ლია ჭიპაშვილი ნაირა - ირინე ჩხეიძე ლილი – მაია ბერაძე ოთარი – ბათუ კიკნაძე კირია მარია – ლუიზა კიკნაძე ხარაგაულის სახალხო თეატრი მონაწილეობას მიიღებს ასევე სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, სადაც რეზო კლდიაშვილის ,,იმერულ რექვიემს“ ითამაშებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ganatleba_w_h%20(1).jpeg
18/04/2023 15:57

,,რჩეულის“ მეორე ტურში 26 რჩეული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას

ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის“ ფარგლებში 20 აპრილს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლოოთეკის სამკითხველო დარბაზში, ინტელექტუალური შეჯიბრის ,, რჩეულის" მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 26 რჩეული მოსწავლე მიიღებს. კონკურსი კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. ინტელექტუალური  შეჯიბრის მეორე ტურში გადავიდნენ: მეორე საჯარო სკოლა - ზურაბ დუგლაძე მესამე საჯარო სკოლა - ლიზი დევდარიანი   მარელისის საჯარო სკოლა - გიორგი ჭყოიძე ლეღვნის საჯარო სკოლა - ლიკა შარიქაძე ვახანის საჯარო სკოლა - ლექსო არევაძე მოლითის საჯარო სკოლა - ნინო ცუცქირიძე ზვარის საჯარო სკოლა - თამაზ დალალიშვილი წიფის საჯარო სკოლა - გიორგი მჭედლიშვილი კიცხის საჯარო სკოლა - ვერონიკა ჩაჩანიძე ხიდრის საჯარო სკოლა - დემური ბერაძე ვარძიის საჯარო სკოლა - ბაჩუკი ღონღაძე წყალაფორეთის საჯარო სკოლა - ქრისტინე კოვზირიძე ბორის სკოლა - პანსიონი - თამთა პავლაძე ლაშის საჯარო სკოლა - ლუკა მოდებაძე ნადაბურის საჯარო სკოლა - მარიამ გელაშვილი ღორეშის საჯარო სკოლა - ავთანდილ სირაძე ბორითის საჯარო სკოლა - ელენე გორგაძე ხევის საჯარო სკოლა - სანდრო ტაბატაძე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა - ნინო ბარბაქაძე ბაზალეთის საჯარო სკოლა - ლუკა თაბუკაშვილი სარგვეშის საჯარო სკოლა - მინდია ორჯონიკიძე უბისის საჯარო სკოლა - გიორგი სახვაძე ხუნევის საჯარო სკოლა - მალხაზი ლომიძე ვაშლევის საჯარო სკოლა - ლიზი წიქარიშვილი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გინაზია - თეონა ჭიპაშვილი ახალგაზრდული ფესტივალი 5 აპრილს დაიწყო და 19 მაისს დასრულდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_4.png
18/04/2023 14:55

საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ბიუროს წევრებმა  იმ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოს სხდომა 1 მაისს გაიმართება სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                           მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ  დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                                 მომხს: თამარ ლაცაბიძე „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“    -      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                    მომხს: კახაბერ გოლუბიანი                 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                                                                                                               მომხს: გივი კურტანიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pp.jpg
13/04/2023 19:33

საგანმანათლებლო პროექტის ,,ერუდიტის“ მეორე ტურში გადავიდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლიდან მიღებული ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროექტ ,,ერუდიტის" პირველ ტურში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 24-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს და მეორე ტურში გადავიდნენ: ანუნა გოლუბიანი- წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზია. ნიკოლოზ ბარათელი- ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა. ნია იჩქიტიძე- ხარაგაული N3 საჯარო სკოლა. დავით ტაბატაძე- საღანძილის საჯარო სკოლა. მარიამ ჭყოიძე- მარელისის საჯარო სკოლა. საბა ოკრიბელაშვილი- ვარძიის საჯარო სკოლა. ნათია კვინიკაძე- ლაშის საჯარო სკოლა. მარიამ ბურჯანაძე- ლეღვანის საჯარო სკოლა. ბარბარე ბარბაქაძე- ბორითის საჯარო სკოლა. ნიკა წიწილაშვილი- ბორის საჯარო სკოლა. ლუკა ჯამაგიძე- მოლითის საჯარო სკოლა. ნანა ღონღაძე- ზვარეს საჯარო სკოლა. გიორგი მჭედლიშვილი- წიფის საჯარო სკოლა. ლუკა კურტანიძე- ღორეშის საჯარო სკოლა. მარიამ თაბუკაშვილი- ბაზალეთის საჯარო სკოლა. ანა ზვიადაძე- კიცხის საჯარო სკოლა. მარიამ ბერაძე- ხიდარის საჯარო სკოლა. დემეტრე გობეჯიშვილი- წყალაფორეთის საჯარო სკოლა. მიხეილ გელაშვილი- ნადაბურის საჯარო სკოლა. გიორგი ჩუტკერაშვილი- ხევის საჯარო სკოლა. ანასტასია ლომიძე- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა. ანასტასია ციცვიძე- სარგვეშის საჯარო სკოლა. ელენე ლურსმანაშვილი- უბისის საჯარო სკოლა. ელენე თხელიძე- ვაშლევის საჯარო სკოლა. მეორე ტური და ფინალური ეტაპი შემდეგ ხუთშაბათს, 20 აპრილს, პირველ საათზე- ინოვაციების ცენტრში გაიმართება. პროექტი ,,ერუდიტი" ახალგაზრდული ფესტივლის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში ტარდება. პროექტის ჩატარებას ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად უზრუნველყოფს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/tr_1.jpg
13/04/2023 19:27

ხარაგაულის მერიამ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალი ტრაქტორი შეიძინა

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია  იაპონიის საელჩოს-„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის(GGP)“ -გამარჯვებული გახდა და ახალი ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB ტრაქტორი) შეიძინა.  კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი: ,,მადლობა  იაპონიის  საელჩოს  მუნიციპალიტეტის დახმარებისა  და  მხარდაჭერისთვის. გრანტის  ფარგლებში შეძენილი სპეც- ტექნიკით შესაძლებელი იქნება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან  გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება. ასევე, ტექნიკა გამოყენებული იქნება სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისების გასაუმჯობესებლად.“  ,,საამაყოა, რომ ხარაგაულის მერიამ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლო დაფინანსების მოპოვება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხარაგაულის მერიას გრანტი არასდროს მიუღია და მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა."- აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.   სპეც-ტექნიკით შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა, ინერტული მასალების გატანა და სხვადასხვა სამუშაოების განხორციელება იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ იაპონიის საელჩოს საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.  1998 წლიდან დღემდე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში 200-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.
სრულად