სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/313788361_489100939868253_5806368714912433143_n.jpg
27/11/2022 10:16

მერიის საჩუქარი - საბავშვო ბაღების აღმზრდელ - პედაგოგებს

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის  საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პედაგოგებს მიესალმა და გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ. ღონისძიების იდეა, ამავე სამსახურის თანამშრომელს, განათლების სპეციალისტს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის. საღამოზე პედაგოგების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა მოხდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, პედაგოგთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. ხარაგაულის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხარაგაულის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საღამოს მხარდაჭერას უწევდა პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24 პედაგოგმა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა და საკმაოდ რთულ ტესტებს 24- ვე პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი. ამის შესახებ, ხარაგაულის მერიის მიერ, აღმზრდელ პედაგოგებისთვის მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განცხადება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ გააკეთა და გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. წარმატება მიულოცეს ასევე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების  მეთოდისტს, თამარ ავალიშვილს, რომელმაც მასწავლებელთა სახლის პროფესიული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ღირსეულად გაართვა თავი და საქართველოს მასშტაბით,  25 ადრეული განათლების პროფესიონალთა რიცხვში მოხვდა. თამარ ავალიშვილი,  6 თვიანი გადამზადების მერე მასწავლებელთა სახლის ტრენერთა გუნდს შეუერთდება. თამარ ლაცაბიძე: ,,ეს ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე გვყავს 24 სერთიფიცირებული პედაგოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციის გავლისთვის, რისთვისაც ეტაპობრივად  ვემზადებით. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სერტიფიცირებული პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით ტრენერებს ნატო ქობულაძეს და მაკა აბულაძეს,რომლებმაც  მაქსიმალური ენერგია ჩადეს პედაგოგების გადამზადებაში.“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/001_DSC0082.JPG
26/11/2022 23:38

ხარაგაულს 24 სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი ჰყავს

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 24 პედაგოგმა პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა და საკმაოდ რთულ ტესტებს 24- ვე პედაგოგმა წარმატებით გაართვა თავი. ამის შესახებ, ხარაგაულის მერიის მიერ, აღმზრდელ პედაგოგებისთვის მოწყობილ საზეიმო ღონისძიებაზე განცხადება სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, თამარ ლაცაბიძემ გააკეთა და გაერთიანების აღმზრდელ-პედაგოგებს მიღწეული წარმატებები მიულოცა. წარმატება მიულოცეს ასევე სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების  მეთოდისტს, თამარ ავალიშვილს, რომელმაც მასწავლებელთა სახლის პროფესიული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსს ღირსეულად გაართვა თავი და საქართველოს მასშტაბით,  25 ადრეული განათლების პროფესიონალთა რიცხვში მოხვდა. თამარ ავალიშვილი,  6 თვიანი გადამზადების მერე მასწავლებელთა სახლის ტრენერთა გუნდს შეუერთდება. თამარ ლაცაბიძე: ,,ეს ტესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ უკვე გვყავს 24 სერთიფიცირებული პედაგოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციის გავლისთვის, რისთვისაც ეტაპობრივად  ვემზადებით. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სერტიფიცირებული პედაგოგების სახელით მადლობას ვუხდით ტრენერებს ნატო ქობულაძეს და მაკა აბულაძეს,რომლებმაც  მაქსიმალური ენერგია ჩადეს პედაგოგების გადამზადებაში.“ დღესვე, მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ხარაგაულის  საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიების იდეა, ამავე სამსახურის თანამშრომელს, განათლების სპეციალისტს, ლელა შარიქაძეს ეკუთვნის. საღამოზე პედაგოგების  შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა მოხდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, ხარაგაულის საჯარო ბაღების პედაგოგთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. ხარაგაულის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებს ხარაგაულის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საღამოს მხარდაჭერას უწევდა პედაგოგთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulireitinginoemberi.jpg
25/11/2022 14:11

ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გახდა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ვახანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ არევაძე.    გამარჯვებული მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.   კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, ხოლო მეორე - 25 ნოემბერს. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩა მეორე ეტაპზე გადამსვლელი 82 მოსწავლე, რომელთა შორის გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghh.png
24/11/2022 11:31

5 დეკემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

5 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხზე იმსჯელებენ. სხდომის დღის წესრიგი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.                                                                        მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი 2.ა(ა) იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური .ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.                                                                                        მომხსენებელი: ეკა შავიძე   3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.                                                                             მომხსენებელი. ოთარი ლურსმანაშვილი   4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ს წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ.                                                                                  მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/un-1.jpg
22/11/2022 19:39

ხარაგაული 25 ნოემბრიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უერთდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. 25 ნოემბრიდან ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge ყოველდღიურად განთავსდება, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ამსახველი  ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია. გთავაზობთ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.      1) 25 ნოემბერი, მამა მიკითხავს ზღაპარს, ბაღების გაერთიანება, ირმა სებისკვერაძე, თამარ ლაცაბიძე      2) 25 ნოემბერი, ნაჩვენები იქნება ტყიბულის თეატრის სპექტაკლი „ქალაქი“. გენდერული საბჭო სპექტაკლზე  მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს მოიწვევს      3) 26 – 27 ნოემბერი, თემატური პოსტები სოციალურ მედიაში. ჟანა ნემსაძე, ინგა ბერაძე.      4) 26 ნოემბერი, 11:00  საათი, კულტურის  ცენტრის  ფოიე.  ბაღების  გაერთიანების  პედაგოგთა თვითშემოქმედებითი ღონისძიება  და ხელნაკეთი  ნამუშევრების  გამოფენა. ირინე ჩხეიძე      5) 28 ნოემბერი, სპორტული შეჯიბრებები გენდერულ ჭრილში.  რევაზ შერგელაშვილი, დავით კიკნაძე.      6) 29 ნოემბერი ,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფომანსი ხარაგაულის ქუჩებში. ინგა ბერაძე, მარეხი გორგაძე.      7) 30 ნოემბერი, პერფომანსი ქუჩაში გენდერული ძალადობის თემაზე, მამუკა ჭიპაშვილი.      8) 30 ნოემბერი, წარმატებული ქალების ისტორია, იზა ვეფხვაძე.      9) 5 დეკემბერი, კინო ჩვენება გენდერულ თემატიკაზე, ფილმი ,,ავრორა“. ჟანა ნემსაძე      10) 6 დეკემბერი, ირინე ჩხეიძე კითხულობს მონოლოგს „თავსაფრიანი დედაკაცი“.      11) 6 დეკემბერი, ახალგაზრდული საკრებულოს მიერ ქუჩაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელება, არა ძალადობას, არა ბულინგს. მარინე ხვედელიძე.      12) 8 დეკემბერი, სტუმრად გვეწვევა ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“. მოხდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) - ის მხარდაჭერით ხარაგაულში განხორციელებული პროექტის ფარგლებში ზაალ სულაკაურის და ნათელა გრიგალაშვილის მიერ ხარაგაულელ ქალებზე  შექმნილი ჩანახატებისა და ფოტო ისტორიების გამოფენა. პროექტის მიზანი  მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ.  ინგა ბერაძე , მარეხი გორგაძე      13) 10 დეკემბერი, გენდერული ძალადობის თემაზე მიძღვნილი ესეების დაჯილდოება, ინგა ბერაძე, მარეხი გორგაძე. ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulimeoreetapissianoemberi_1.jpg
22/11/2022 19:34

,,ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ხარაგაულელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ,,ეტალონის” დისტანციურ კონკურსში კვალავ ჩაერთონ. დღეს, 22 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონის“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის 26-ვე სკოლის 216 მოსწავლე შემდეგი კლასობრივი განაწილებით მონაწილეობდა:   VIII კლასი - 53, IX კლასი - 48, X კლასი - 43 და XI კლასი -72 მოსწავლე. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით 82 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.   ხარაგაული II ეტაპის მონაწილეთა სია    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0197.JPG
22/11/2022 18:58

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ, მერმა თავის ხედვები და შენიშვნები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარა. ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება პარკში არსებული ღია კაფის, ვიზიტორთა ცენტრის, საფეხმავლო ბილიკების და შადრევნების რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ 500 ათასი ლარია.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/112asdasdasd.jpg
22/11/2022 17:30

ტყიბულის თეატრალური დასი ხარაგაულელ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

 25 ნოემბერს ა(ა)იპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ მუნიციპალური თეატრი ქეთევან სამხარაძის სპექტაკლს „ქალაქი“  წარმოგიდგენთ   . სპექტაკლი გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მოტივებზეა შექმნილი. თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელია. სპექტაკლში მონაწილეობენ: მარიკა ბრეგაძე, თორნიკე გოტიაშვილი, ნიკოლოზ დონაძე, დავით თარბა, ნათია ხაბურძანია.  დასაწყისი: 17:00 სთ-ზე. ბილეთის ფასი - 5 ლარი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fhfhgadasf.jpg
22/11/2022 16:43

ხარაგაულის მერი, სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

სოფელ ვანში „ ჩხაკოურას უბნის“ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში,  რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის სამუშაოებს გაეცნო.   კობა ლურსმანაშვილი:   ,,  საკმაოდ ფართო მასშტაბის სამუშაოები სოფელ ვანში , ,,ჩხაკოურის უბნის“ გზის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარეობს.   მოსახლეობას ვერ წარმოედგინა, თუ ეს გზა თავისი რთული რელიეფის გამო, როდისმე მოწესრიგდებოდა.   მეამაყება, რომ ამ სოფელში გამორჩეულად მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ, ამიტომ მათ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში და ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას. ცენტრალურ ხელისუფლებას, ბევრი კარგი ინიციატივა აქვს, რომელსაც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო უწყებებისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის ჩართულობით ახორციელებს, იმედი მაქვს ხარაგაულის მერიის და მოსახლეობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სოფელში კვალავ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“. მიმდინარე პროექტი, მერმა,  მოადგილესთან დავით დევდარიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, ინფრასტრუქტურისა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა. ინფორმაციისთვის, სოფელ ვანის და სხლითის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია დასრულებულია. ჩხაკოურას უბნის რეაბილიტაცია რეგიონული ფონდიდან  564 444 ლარით დაფინანსდა. პროექტი გარდამავალი, ორ ეტაპიანი იყო, თუმცა შემსრულებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს წინსწრებით ასრულებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fnfgnzfg.jpg
22/11/2022 15:37

ხარაგაული უნდა გახდეს ტურისტის არჩევანი მას ამის პერსპექტივა აქვს

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  ,,DMO იმერეთის“ ინიციატივით ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის კვლევის მიზნით შეხვედრა გაიმართა.   შეხვედრას აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე, მარკეტინგის და პროდუქტის განვითარების მენეჯერი  ლალი ჟორჟოლიანი და  პროფესორი გიორგი დვალიშვილი უძღვებოდა.    შეხვედრას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე მერიის ხელმძღვანელი პირები, მეწარმეები, ა(ა)იპ-ების დირექტორები და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები. საუბრისას მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულში ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ ხარაგაულს ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა ამ სფეროს განვითარებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთის იდეები მოისმინეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. მარიამ დევიძე: ,,ასეთ სამუშაო ფორმატში ვიღებთ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ტურისტული პოტენციალის და პერსპექტივების განსაზღვრაში გვეხმარება,რომ შემდეგ   სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ტურისტულ კომპანიებს. ხარაგაულს ბევრი საინტერესო კულტურული ძეგლი და ისტორიული ადგილი აქვს, რომელიც ტურიზმის წარმატებით განვითარებისთვის  უნდა გამოვიყენოთ. გიორგი დვალიშვილი: შეხვედრაზე ბევრმა საინტერესო და მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ  გაიჟღერა, რომელიც შეიძლება მომავალში კარგად შევფუთოთ და ტურიზმის განვითარებისთვის გამოვიყენოთ. ხარაგაული უნდა გახდეს ტურისტის არჩევანი მას ამის პერსპექტივა ნამდვილად აქვს.  იმედი მაქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობის , რაც ძალიან მნიშვნელოვანია." შეხვედრის მიზანია, შემუშავდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო რეკომენდაციები. მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ,,დმო იმერეთი“  იმერეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება იმერეთის რეგიონის ერთიანი სარეკომენდაციო პაკეტი. აღნიშნული დოკუმენტი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს. შეხვედრაზე ასევე გაიმართა, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის ,,იმერეთის 100 ძეგლი” პრეზენტაცია. წიგნში ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან შესულია: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე; ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულად დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის ა4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად, ილუსტრირებულ გვერდს. წიგნის შეძენა მსურველებს ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში შეუძლიათ. 
სრულად