სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2619_1.JPG

ექიმი ლუხუმი ჭანტურია საპატიო ხარაგაულელობის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ექიმის, კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“ ბავშვთა და მოზარდთა ტრავმატოლოგ-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლუხუმი ჭანტურიას კანდიდატურა წარუდგინა.

ლუხუმი ჭანტურიას საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ გადასცა.

იგი დაიბადა და გაიზარდა ხარაგაულში, წარმატებით დაამთავრა ხარაგაულის N1 საჯარო სკოლა. სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საქართველოში, აშშ, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, ინგლისში, ესპანეთასა და გერმანიაში.

მას დღემდე არ გაუწყვეტია კავშირი ხარაგაულთან და თითოეული ხარაგაულელის იმედი და ნუგეშისმცემელია.

ლუხუმი ჭანტურიას მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი, გახლავთ სრული პროფესორი.

 

მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

 

 

ნანახია: 1688 - ჯერ