საპატიო ხარაგაულელი, ასტრონომი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ მუშაკი, დიდი აღმოჩენების ავტორი, ასტრონომიულ საზოგადოებაში ძალზე ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება, ბატონ ევგენი ხარაძის უსაყვარლესი მოსწავლე _ რეზო ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.
ხარაგაულის მერია მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ახლობლებს.
რეზო ნაცვლიშვილს, ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება 2022 წელს მიენიჭა.