სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2521.JPG

გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე პოლიტიკოსის,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარუდგინა.

,,ბატონი გიორგისთვის ხარაგაული ძალიან ახლო და მშობლიურია. მას განსაკუთრებული სიყვარული აქვს სოფელ ლაშესთან და მაჭავარიანების გვართან, რადგან გიორგი ვოლსკის დედა  ლაშელი მეგი მაჭავარიანია.

ხარაგაულის და სოფელი ლაშეს განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად,  ხარაგაულისთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მქონდა პატივი, ხარაგაულისა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად ხარაგაულისთვის  ბატონი გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარმომედგინა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გადასცა.

მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

 

 

 

 

ნანახია: 593 - ჯერ