სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45af465asf465.JPG
06/03/2023 12:53

მერის პირველმა მოადგილემ, უხუცეს ქალბატონს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ საბეში მცხოვრებ, უხუცეს ქალბატონს, ციცო კამკამიძეს ესტუმრა და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. ციცო ბებო, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელით გახდა, მერის პირველი მოადგილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაახარა და მას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ვიდეოს, სადაც ის სახლის სახურავს თოვლის და სიმღერას ასრულებს, სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს. ციცო ბებო საბეში ძალიან უყვართ. მისი ოჯახი თანასოფლელებისთვის შეხვედრების და საუბრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მერის პირველი მოადგილე, 84 წლის ციცო კამკამიძეს მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან ერთად ესტუმრა და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.   მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება. ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd165asd465asd.JPG
06/03/2023 12:51

დედის_დღე მოსწავლე_ახალგაზრდობის_სახლში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საგალობელი დედებს“ გაიმართა.   ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო. მერის პირველმა მოადგილემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა და შვილებთან ერთად წარმატებები და ბედნიერი დღეები უსურვა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სხვადასხვა წრის აღსაზრდელებმა, 3 მარტის დღესასწაული, დედებს სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს. ღონისძიების მიმდინარეობისას, ვიდეო კონკურსის "სიცოცხლის საწყისის" გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა.   გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.     ფეისბუქ ლაიქების გამარჯვებულს - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის, მე 10 კლასის მოსწავლეს , მარიკა ბარბაქაძეს. ჟიურის რჩეულს - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მე-7 კლასის მოსწავლეს, გიორგი მდივნიშვილს და მე -10 კლასის მოსწავლეს, ნათია კაციტაძეს.   მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლში 12 წრე ფუნქციონირებს და 220 ბავშვი სწავლობს  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/332329985_568968611875765_6842901955034706946_n.jpg
06/03/2023 12:15

ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა

6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ   დეპუტატებს 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც პეტრე შარიქაძემ განაცხადა, 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N2685 (31.12.2020) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 2 809 796 ლარი, თავდაპირველად დაფინანსდა 15 პროექტი, განკარგულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის საფუძველზეც გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 5 269 395 ლარი, ხოლო პროექტების რაოდენობა გაიზარდა 33-მდე. პროექტების სამუშაო პროცესი უმეტეს ობიექტზე მიმდინარეობდა სწრაფი ტემპით რისი შედეგიცაა წლის ბოლოს მიღწეული შედეგი საკასომ შეადგინა გამოყოფილი თანხის 99%-ზე მეტი.      ასევე 2022 წელს მოხდა 7 გარდამავალი პროექტის წინსწრებით დასრულება, ნაცვლად 2023 წლისა 2022 წელს შესრულდა 1 000 000 ლარზე მეტი სამუშაოები. შესაბამისად აღნიშნული თანხა გამოთავისუფლდა და მუნიციპალიტეტს საშუალება მიეცა 2023 წელს ახალი პროექტების განსახორციელებლად. ჯამში 2022 წელს მუნიციპალიტეტის 33 სოფელში მობეტონდა 36 კილომეტრი გზა. წლის ბოლოს პროექტების შერულება,საკასომ შეადგინა 5 167 373 ლარი. რაც გამოყოფილი თანხის 98,06%-ია.      2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის N76 (25.12.2022) განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3 643 963 ლარი, დაფინანსდა 24 პროექტი. დაფინანსებული 24 პროექტიდან 12 იყო გარდამავალი. აღნიშნული 24 პროექტიდან 16 პროექტზე ხელშეკრულება უკვე დადებულია. დარჩენილ 8 პროექტზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება.       2022-2023 წელს ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, ინსპექტირების კომისიის წვრებთან ერთად, ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებდნენ მიმდინარე სამუშაოებზე, სისტემატიურად ხდება სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი სამსახურის თანამშრომლების მიერ კვირის მთელ მონაკვეთში საჭიროების შემთხვევაში დასვენების დღეებშიც კი. ასევე ყოველ ხუთშაბათ დღეს ხდება შეხვედრა მშენებელ ორგანიზაციებთან რათა გამოირიცხოს ან დაუყოვნებლივ მოხდეს რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა პროექტში.     2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის 10 ივნისის N1014  განკარგულებით გამოეყო 481 512 ლარი, დაფინანსდა 2 პროექტი და  გაფორმდა გარდამავალი ხელშეკრულება რომლის ჯამურმა ღირებულებამ მიაღწია 719 432 ლარს, 2022 წელს უნდა მოხდარიყო 481 512 ლარის სამუშაოების განხორციელება 2023 წელს კი დასრულებულიყო პროექტები. სამუშაოების განხორციელება მოხდა წინსწრებით სრულად  ნაცვლად 481 512 ლარისა შესრულდა 708 224 ლარის სამუშაო, რამაც მუნიციპალიტეტს 2023 წელს საშუალება მისცა მოხდეს დამატებითი პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამოეყო 510 051 ლარი. აღნინშნული თანხით სოფელ წიფაში - 300 000 ლარი და სოფელ გედსამანიაში - 210 051 ლარი, მოხდება გზების რეაბილიტაცია. სოფლის პროგრამა წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდა თანადაფინანსება 329 531 ლარი, ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ შეადგინა 1 219 531 ლარი. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 170 პროექტი. ხელშეკრულება გაფორმდა ორ საპროექტო ორგანიზაციასთან, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტები. 170-ვე პროექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასოს თანხამ ეკონომიების გათვალისწინებით შეადგინა 100%. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით მოხდება თანადაფინანსება. პროექტების შერჩევის მიზნით ყველა სოფელში ჩატარდა კრებები. მოსახლეობის მიერ შეირჩა 175 საპროექტო წინადადება. მათ შორის გზების 44 პროექტი, გარე განათების 35 პროექტი, წყლის სისტემების 35 პროექტი, სასაფლაოს შემოღობვის 18 პროექტი, ხიდების 5 პროექტი და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის 38 პროექტი. განკარგულების გამოსვლის შემდეგ ხელშეკრულებები გაფორმდება საპროექტო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს, რის შემდგომაც მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება შემსრულებელ პირებთან სამუშაოების განხორციელებაზე.       2022 წელს ადგილობრივი დაფინასებით განხორციელდა გზების, ხიდების, წყლის სისტემების მოწყობისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯამური ღირებულებით 154 763 ლარი.          ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები მობილიზებული იქნა თანადაფინანსებებშიც: 329 531 ლარით დაფინანსდა სოფლის მხარდაჭერის - 87 პროექტი. 2022 წელს  ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიგეგმა ინოვაციური პროგრამის ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“-ის 6 პროექტი ღირებულებით - 116 673 ლარი. პროექტები განხორციელდა მოქალაქეების მიერ ხმის მიცემის პრინციპით. ამ ეტაპზე სამუშაოები ყველა პროექტზე დასრულებულია.     2022 წელს სკოლების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხით 114 795  ლარით განხორციელდა 3 სკოლის რეაბილიტაცია. სამივე ობიექტზე სამუშაოები დასრულებულია. საკასომ შადგინა-114 120 ლარი.          2022 წელს გამოიყო 1 000 000 ლარი. შეირჩა 4 პროექტი, რომლებზეც სამუშაოები დასრულდა ვადაში. მოხდა 1 დიდი და 2 მცირე სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ასევე განხორციელდა კიცხში ჩაწყვეტილი გზის აღდგენა. საკასო თანხამ შეადგინა - 939 724 ლარი. 2021 წლიდან დღემდე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარდგენილი პროექტებიდან  გრანტი მოპოვებულია 4 პროექტზე ჯამში 2 619 727 ლარი. 4 პროექტზე სამუშაოები დასრულებულია.    სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა -588 000 ლარი ( დასრულება 14 ივნისი); დაბა ხარაგაულში მდებარე დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და რენოვაცია-264 999 ლარი (დასრულება 08 აგვისტო); სოფელ მირონწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-234 444 (დასრულება 15 ივლისი) ; დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია, რომლისთვისაც ფონდიდან მოთხოვნილი თანხა 1 460 942 ლარია.      მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან. მიმდინარეობს სამუშაოები დაბა ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მშენებლობაზე-1 890 360 ლარი. ასევე მიმდინარეობს 2 ეტაპიანი უწვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები რაც ჯამში-6 მილონამდე ლარს შეადგენს.           ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური განიხილავს მოქალაქეებიდან შემოსულ განხადებებს საანგარიშო პერიოდში შესწავლილია და შესაბამისი რეაგირება მოყვა 1 510 განცხადებას, სამსახური ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურეობის საკითხებს. სამსახურის სპეციალისტები  მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში შექმნილ სხვადასხვა კომისიების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, კოორდინაციას უწევენ გაზიფიცირებისა და ელექტრო ენერგიის გამრიცხველიანებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს (მუნიციპალური საჭიროებებისათვის).            ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, მერის დავალებების შესრულების მიზნით, მოქმედებს სამსახურის დებულების შესაბამისად. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  კოორდინირებულად მოქმედებს მერიის სხვა სამსახურებთან, მჭიდროდ თანამშრომლობს საკრებულოსთან და საკრებულოს შესაბამის კომისიასთან, აწარმოებს ოპერატიულ თანამშრომლობას სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. საბოლოოდ 2022 წელს, ყველა ფონდით გამოყოფლი თანხიდან 11 421 759  ლარი აღებული ვალდებულებების საკასო 11 376 071 ლარი 99,6%-ით შესრულებულია.  აღნიშნული სამსახურის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.  ანგარიში ვრცლად იხილეთ აქ: https://bit.ly/3InUClv
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ccae884b-dedd-4bf8-be5d-97ab48fefab9_675.jpg
02/03/2023 12:42

უამინდობის გამო ხარაგაულს წყალი გრაფიკით მიეწოდება

გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვის ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, უამინდობის გამო  მარელისი-ლეღვნის სათავიდან შემოსული წყალი დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს  ვერ აკმაყოფილებს. ამ ეტაპზე ხარაგაულს წყალი დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარებიდიდან და სატუმბო სადგურებიდან  მიეწოდება. გამომდინარე აქედან , მიმდინარე კვირაში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი გრაფიკით დილით, 8 საათიდან 11 საათამდე, და საღამოს, 6 საათიდან 9 საათამდე, მიეწოდება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგება აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dnv.jpg
01/03/2023 16:10

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაული გაზაფხულს პირველ თვეს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით შეხვდება. გთავაზობთ კულტურული ღონისძიებების განრიგს: 2 მარტი-დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ორგანიზებით, დასაწყისი:15:00 საათზე. 6 მარტი-შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი 15:00 საათზე. 6 მარტი- ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი-18 საათზე. 18 მარტი-  რეზო თაბუკაშვილის თეატრი გამართავს შემოქმედებით ღონისძიებას-„შემოქმედებითი ქალბატონები“, სადაც მოეწყობა ვიდეორგოლის წარდგენა. 27 მარტი-N2 სკოლამდელ დაწესებულებაში ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო. 27 მარტი-თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრში მოეწყობა სპექტაკლის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენება. დასაწყისი 13:00
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/333852213_718213749949033_887595665323220665_n.jpg
01/03/2023 16:01

ხარაგაულელი მოსწავლეები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა მარინე ვეფხვაძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს. მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ მაღალი კლასების მოსწავლეები სპექტაკლზე „მაცეკვე ტანგო“ მიიწვია. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილმა სკოლის დირექტორებს „ახალგაზრდული ფესტივალის“ შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ხარაგაულში აპრილიდან დაიწყება და ინტელექტუალურ, სპორტულ, სათავგადასავლო და გასართობ ღონისძიებებს მოიცავს. ფესტივალის ფარგლებში, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, “ქართული ლიგის“ ანალოგი, „ქართული სასკოლო ლიგა“ გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა  ყველა სკოლის იუმორისტულ გუნდს ექნება. „ქართული სასკოლო ლიგის“ პირველი ტური 3 აპრილს გაიმართება. მამუკა ჭიპაშვილი სკოლის დირექტორებს, ასევე, ესაუბრა ახალი ინტელექტუალური თამაშის -  „რჩეული“ შესახებ. ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში, პირველი ტური სკოლებში გაიმართება, გამოვლინდება 27 რჩეული, რომელიც 3 გუნდად დაიყოფა და ითამაშებს შემდეგ ტურში. შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სკოლის დირექტორებს ღონისძიებებში მოსწავლეების ჩართულობის უზრუნველყოფა სთხოვა. აპრილის თვიდან ხარაგაულის სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში „ტვინების ბრძოლა.“ ამის შესახებ  სკოლის დირექტორებს „ტვინების ბრძოლის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ესაუბრნენ და თამაშის წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ჩემპიონატის პირველი ტური სკოლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები.  გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ჩემპიონატზე გაემგზავრება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0619.JPG
28/02/2023 11:37

რა? სად? როდის? ზამთრის სერიის ფინალური შეხვედრა დასრულდა

დავით ჩადუნელის ექვსეულმა მაყურებლის წინააღმდეგ ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა. თამაშს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც გუნდს ზამთრის სერიის თამაშებში ღირსეული გამარჯვება მიულოცა. ვარლამ ჭიპაშვილი: - ,,ვულოცავ გუნდს ღირსეულ გამარჯვებას, მივესალმები აქტიურ მაყურებლებს, პროექტის გულშემატკივრებს. მიხარია , რომ ხარაგაულში ინტელექტუალური რესურსი დიდია. ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ვაფასებთ გონიერ ადამიანებს. მადლობა მამუკა ჭიპაშვილს ახალი და საინტერესო ინიციატივებისთვის. ხარაგაულის მერია ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ ინტელექტუალური ხასიათის პროექტებს.“ გუნდის წინაშე, სპეციალური კითხვით წარსდგა მწერალი, გიზო თავაძე. დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: დავით ჩადუნელი, კახა გოლუბიანი, კობა ყრუაშვილი, ბესო დავაძე, ვასილ კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი. ზამთრის სერიის თამაშების მოაზროვნედ, ვასილ კიკნაძე დასახელდა. დავით ჩადუნელის გუნდმა საზოგადოებას გუნდური და საინტერესო თამაში შესთავაზა. ხარაგაულის მერიის სახელით გამარჯვებულ გუნდს 500 ლარი და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისგან 100 ლიტრი საწვავი გადაეცემა. ზამთრის სერიის ფინალური თამაშის დასასრულს გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრები გადასცეს მერის მრჩეველმა, ვალოდა კელენჯერიძემ და ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა,მანანა ტაბაშიძემ. სამუსიკო სკოლის დირექტორის , ლალი ალექსიძის მიერ სიმბოლური საჩუქარი გადაეცა თამარ ფცქიალაძეს. ვერა ოდიკაძის გუნდი დააჯილდოვა საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა ვეფხვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორმა, ლაურა გოგოლაძემ. ,,რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიაში 4 გუნდი თამაშობდა. თამაშების მხარდამჭერი გახლდათ, ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask_2_1.png
28/02/2023 10:18

2 მარტს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2 მარტს  რიგგარეშე სხდომას გამართავს. საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: კახაბერ გოლუბიანი აღნიშნული საკითხი 6 მარტის საკრებულოს სხდომის საკითხთა ნუსხაში შევა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/VSP-2023/IMG_0322.JPG
27/02/2023 18:17

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე,დავით დევდარიანი და  მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრა მერმა, მადლობით დაიწყო. კობა ლურსმანაშვილმა, დიდთოვლობისას, უწყვეტი ქმედითი ღონისძიებების ეფექტურად მართვისთვის  მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეებს ვარლამ ჭიპაშვილს, დავით დევდარიანს, მერის წარმომადგენლებს, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას და განაცხადა, რომ  მათი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის შედეგად  ხარაგაულის მერიამ კრიზისის სწორად მართვა შეძლო. თათბირის მთავარი თემა დიდთოვლობისას გაწეული ქმედითი ღონისძიებების ანალიზი გახლდათ. შეხვედრისას მერმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან  უშუალოდ მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებული ვითარების შესახებ.  თათბირზე განცხადება გააკეთა მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ.  ხარაგაულის მერიასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი ფორმდება. ჟანა ნემსაძემ მერის წარმომადგენლებს იმ  მოქალაქეების შესახებ სთხოვა ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც ემიგრაციიდან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ ცხოვრების მინიმუმ 1 წლიანი ისტორია აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, ხარაგაულის მასშტაბით, დაბრუნების მაჩვენებელი დადგინდება. ახალი პროექტის ფარგლებში, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დაბრუნების მაჩვენებელი მაღალი იქნება, პრიორიტეტები გამოიკვეთება და მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული პროექტი დაფინანსდება. ხარაგაულის მერია ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს. ინფორმაციისთვის, პროექტის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის სოფელ იგორეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ჭაბურღილის გაკეთება დაიგეგმა. სოფელში სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask_2.png
22/02/2023 12:49

6 მარტს საკრებულოს სხდომა გაიმართება

 6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. გთავაზობთ დღის წესრიგს: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პეტრე შარიქაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მომხს: კახაბერ გოლუბიანი 4. .ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 5„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 6. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ანგარიში --  https://bit.ly/3ZeEsSu ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში ---   https://bit.ly/3Stayrh ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში --  https://bit.ly/3InUClv ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში--   https://bit.ly/ 3EsBphr    
სრულად