საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კინოთეატრში , საზეიმო კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიებას ხარაგაულის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საზეიმო კონცერტი, მუნიციპალიტეტის კულტურული და შემოქმედებითი ანსამბლების და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა.
ღონისძიების დასასრულს, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
კობა ლურსმანაშვილი:
,,საქართველომ დღემდე მრავალი ქარტეხილები გამოიარა, ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ ჰქონდა ძნელბედობის ჟამი, სწორედ ასეთი ბრძოლებით და თავდადებით მოვიდა ჩვენი ერი დღემდე.
დიდებული ქართველების გმირობამ და სულისკვეთებამ მოგვიტანა ჩვენ თავისუფლება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ და გონივრული ნაბიჯები გადავდგათ.
ბრძოლა კვლავ გრძელდება, რომელიც ყოველთვის ქართველთა გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს, რამეთუ ჩვენ სხვა უფლება არა გვაქვს.
საქართველოს დამოუკიდებლობაში განუზომელია ჩვენი სახელოვანი წინაპრების , დიდებული თანამედროვეების და თითოეული თქვენთაგანის წვლილი, რადგან დამოუკიდებლობა მუდმივად დასაცავი და მოსაფრთხილებელია.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას".
დღესვე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია მსვლელობა ჩხერის ციხეზე, რომელიც 16 საათზე დაიწყება.