სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1_4.png
29/12/2022 09:15

9 იანვრის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

9 იანვრის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განსახილველად ორი საკითხი იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 3 იანვრის მორიგი სხდომის  9 იანვარს მოწვევა მოხდა.     დღის წესრიგი 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.  მომხს: დავით კიკნაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი   ბრძანება
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0717.JPG
28/12/2022 13:00

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე უძღვებოდა. დეპუტატებს  მერის პირველი მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი. საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გარდამავალი პროექტები წინსწრებით შესრულდა, ამ დრომდე გამოყოფილ 5 442 301 ლარს დაემატა              721 953 ლარი          და  6 164 254 ლარით განისაზღვრა. ცვლილების თანახმად, ასევე, გაიზარდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი 561 746 ლარი  და 708  226ლარით  განისაზღვრა.   აღნიშნული საკითხის განსახილველად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა , 29 დეკემბერს გაიმართება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask_1.png
27/12/2022 19:43

28  დეკემბრის    ბიუროს  რიგგარეშე   სხდომა გაიმართება

სხდომაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 29 დეკემბრის  რიგგარეშე სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sask.png
27/12/2022 19:42

29  დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე   სხდომა გაიმართება

დღის წესრიგი  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                  მომხს: ვლადიმერ გელაშვილი                                                                                                              
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0115.JPG
27/12/2022 19:15

ხარაგაულის მერი ხუნების ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრა

დღეს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი საახალწლო საჩუქრებით, ხუნევის ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრა. მერმა პატარებს საჩუქრები,მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან,თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან, თამარ ლავაბიძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლენა აბაშიძესთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გადასცა. ხუნევში სრულიად ახალი საბავშვო ბაღი 2022 წელს საპილოტე რეგიონების ინტებრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდა. საახალწლო საჩუქრები საღანძილის, მარელისის, ვახანის, მოლითის , ლეღვნის, წიფის, ზვარის, გედსამანიის, ვერყვიჭალის, ბორითის, სარგვეშის, ღორეშის,ხევის, ნადაბურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა უკვე მიიღეს. ხარაგაულის მერიის სახელით, საახალწლო საჩუქრები 523 ბავშვს გადაეცემა. ტკბილეულის შესაძენად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, 10 460 ლარი გამოყო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1672079236410.jpg
26/12/2022 12:56

ანსამბლ უბისის ხელმძღვანელებს წლის ამაგდარი ხელოვანის წოდება მიენიჭათ

  დღეს, 26 დეკემბერს , ქალაქ მცხეთაში ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ფესტივალი გაიმართა.    ფესტივალზე, სადაც  საქართველოს ყველა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი“ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურეატის დიპლომით დაჯილდოვდა.   დაჯილდოების საზეიმო ცერემონიისას, ანსამბლის ხემძღვანელებს ელისო და ზაზა ლურსმანაშვილებს, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის წლის ამაგდარი ხელოვანის წოდება მიენიჭათ.   ანსამბლი ასევე მიიწვიეს ფესტივალზე , რომელიც ზაფხულში საბერძნეთში გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/322663711_8532293860943765793_n.jpg
26/12/2022 11:35

ხარაგაულის მთავარი საახალწლო ღონისძიება დასრულდა

ხარაგაულში მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაეთვალიერებინათ. ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, ღონისძიებაზე მოსული პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა. მოეწყო საკარნავლო მსვლელობა. მერმა კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა: „გილოცავთ შობა-ახალი წლის სულ სხვა ხარაგაულში შემობრძანებას. დღეს გამორჩეული დღეა ხარაგაულისთვის, ყველა ვზეიმობთ ერთად. მომავალ წელს ხარაგაულს კიდევ უფრო მეტი სიახლე ელოდება.“ მთავარი საახალწლო ღონისძიება საბავშვო კონცერტით გაიხსნა, რომელშიდაც ადგილობრივი შემოქმედებითი ძალები მონაწილეობდნენ. სცენაზე წარსდგნენ კულტურისა და ხელოვნების სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ და ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საესტრადო სიმღერის გოგონათა გუნდი, ინდივიდუალური შემსრულებლები თეო ჭიპაშვილი და ნიცა ზუმბაძე, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მთიელი“, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი „ედელვაისი“. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართა. ხარაგაულელებს ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“ და ჯგუფმა ,,რეზო და ბავშვებმა" ნამდვილი საახალწლო განწყობა შეუქმნეს. საზეიმო ვითარებაში აინთო ხარაგაულის ნაძვის ხე და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0031.JPG
26/12/2022 11:29

ხარაგაულში მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დაიწყო

ხარაგაულში პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთავარი საახალწლო ღონისძიება იმართება. მერიის წინ საახალწლო დეკორაციების ბოლო დეტალების გამართვა და სცენის მონტაჟი სრულდება. თქვენ გელოდებათ: 14:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი 14:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ 14:00-18:00 - საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა 14:30 - 17:00 - თოვლის ბაბუა და საჩუქრები 14:30 - 17:00 თამაშები, ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა 15:30 – 16:30 - ქიმიური შოუ 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა 14:00-20:00 - ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 14:00-20:00 - გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი 18:20 - 19:30 ხარაგაულს ეწვევა ანსამბლი ,,შვიდკაცა“და ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“ 18:00- 18:20 ღონისძიების კულმინაცია იქნება საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთება 19:30- ზღაპრული ფოიერვერკი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/319362475_93819541073_n.jpg
23/12/2022 11:37

ხარაგაულში სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი იმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი მიმდინარეობს. 22 დეკემბერს კარნავალი  ვერტყვიჭალის, ხუნევის, ხევის, ბორითისა და ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებას კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კარნავალში მონაწილე გუნდებს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა საახალწლო ტკბილეული გადასცეს. 23 დეკემბერს კარნავალი კიცხის, ვარძიის,  წყალაფორეთის საჯარო სკოლებისა და ბორის სკოლა-პანსიონის მონაწილეობით გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_7269.JPG
22/12/2022 16:42

თოვლის ბაბუა სტუმრად ბაღებში

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სტურად თოვლის ბაბუა დაბრძანდება. დღეს საახალწო საჩუქრები საღანძილის, მარელისის, ვახანის, მოლითის , ლეღვნის, წიფის, ზვარის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მიიღეს. ხარაგაულის მერიის სახელით, საახალწლო საჩუქრები 523 ბავშვს გადაეცემა. ტკბილეულის შესაძენად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, 10 460 ლარი გამოყო.  
სრულად