ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში, დღეს ბოლო ზარი დაირეკა.
საზეიმო განწყობას , ადგილობრივი ხელისუფლების და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დილიდან შეუერთდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.
დღეს ბოლო ზარი 155 მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა. მათგან 32 ოქროს და 7 ვერცხლის მედალის მფლობელია.
დღეს სკოლებში ცოდნის სამყაროსკენ , ასევე გზა დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს.
ახალ სასწავლო წელს, ხარაგაულში, 161 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს.