სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/fdxhgh_1.jpg
24/03/2023 12:29

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა

ინფორმაციას ამის შესახებ kharagaulinews - ს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) აწვდის. გიმნაზიამ ავტორიზაცია პირველად 2012 წელს გაიარა, შემდეგ 2017 წელს, რომლის ვადაც  6 წლით  განისაზღვრა და 2023 წლის 24 აპრილს იწურებოდა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს,   ავტორიზაციის განახლების და ხელახლა გავლის  სურვილით 2022 წლის ოქტომბრის თვეში განმეორებით მიმართა. პირველ ეტაპზე სკოლას, მაძიებლის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც გიმნაზიას ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ექსპერტები სამი დღის განმავლობაში დეტალურად გაეცვნენ   სკოლის ცხოვრებას, სასკოლო ინფრასტრუქტურას, მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით შესწავლა. სკოლის შესახებ დამატებითი, მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაციის მიღების მიზნით შედგა საუბრები პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, რითაც  ექსპერტები კმაყოფილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ. ,,ავტორიზაციის საბჭოს წევრები  წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაზე მომზადებული პრეზენტაციის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ  მალავდნენ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი სასულიერო გიმნაზია სრულად აკმაყოფილებს ყველა ძირითად საერთაშორისო სტანდარტს, მათი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი კითხვები და  ერთხმად მოგვანიჭეს და აღიარეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ავტორიზაცია“ - გვიამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე): ,,თქვენ მოგეხსენებათ,  რომ ხარაგაულის გიმნაზიის რექტორი ბრძანდება  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მართგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე , მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მობრძანების შემდეგ სრული ტრანსფორმაცია განიცადა ჩვენმა გიმნაზიამ. სრულიად გამოიცვალა შენობის  სახურავი, იატაკი, ჭერი,  გაკეთდა ცენტრალური გათბობა, სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები, სველი წერტილები მოეწყო შენობის შიგნით ,  გაკეთდა ხელოვნურ საფარიანი მოედანი, ღია ამფითეატრი ბავშვებისთვის, მოხდა პედაგოგების სახელფასო ზრდა, შეიძლება ითქვას სრულიად განახლდა და შეიცვალა სკოლის ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეუფე  ბრძანდება ძალიან განათლებული ადამიანი მას განათლება მიღებული აქვს,  როგორც საქართველოში, ასე საზღვარგარეთ.  რაღა თქმა უნდა მის ყოვლადუსამღვდელოესობას ძალიან კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ უდიდეს  ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ფაქტობრივად მან ამ წლების  განმავლობაში შეუძლებელი შეძლო, რომ არა მისი ასეთი შრომა , თავდადება, დამოკიდებულება სწავლის და განათლების მიმართ ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რაც გიმნაზიას აქვს. მინდა ეს სიხარული  განსაკუთრებულად მივულოცო მეუფე მელქისედეკეს, როგორც რექტორს. მინდა ასევე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს და მადლობა გადავუხადო მათ იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც თითოეულმა მათგანმა გიმნაზიისთვის გასწია, რომ  არა მათი შრომა და თავდადება  ფაქტიურად  წარმოუდგენელი იქნებოდა ამ შედეგის მიღება. როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი ვულოცავ ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელს, ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს და ოჯახს, მთლიანად ხარაგაულს, თითოეულ ხარაგაულელ  ადამიანს ,ყველას ვინც ჩვენი გულშემატკივარია. ვფიქრობ ეს საზოგადო სიხარულია, რადგან მოგეხსენებათ, საგანმათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება, რომელიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს,  ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.“ ვულოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელბის სასულიერო გიმნაზიას ავტორიზაციის წარმატებით გავლას.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/zfvbh.jpg
24/03/2023 12:14

ხარაგაულში გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, უფლებები საქართველო, მედია ცენტრი კახეთი, ერთად რეალური ცვლილებებისთვის და ფონდი აფხაზინტერკონტი ახორციელებენ პროექტს ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტია ხარაგაული. სამიზნე ჯგუფი, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, დევნილი ქალები, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ ბავშვების დედები, მარტოხელა დედები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს,არასამთავრობო სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებისა და სოციალურ საწარმოებებისთვის. პროექტი “გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და მისი ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.  პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საზოგადოებაში ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას. კონკურსი ასევე წაახალისებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას. საგრანტო კონკურსი მოიცავს ორ მიმართულებას: ფინანსურ მხარდაჭერას სოციალური ბიზნესისთვის (1) და სოციალური სერვისების განვითარებას (2).  შესაბამისად, საგრანტო კონკურსი შედგება 2 ლოტისაგან:  1-ელ ლოტში წარმოდგენილი უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებული საპროექტო იდეები (დასაქმება, შრომითი ინტეგრაცია და ა.შ.) სამიზნე ჯგუფების საზოგადოებაში ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით. მე-2 ლოტში, წარმოდგენილი უნდა იყოს იდეები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მომსახურებასთან (მაგ: სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური, ან სხვა შესაბამისი სერვისები) სამიზნე ჯგუფების საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის მიზნით. მნიშვნელოვანია განმცხადებლების თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალური თანამონაწილეობა (ფულადი ან/და არაფულადი), რომლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 5%. ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამონაწილეობა შემოთავაზებულ პროექტებში ფულადი ან/და არაფულადი შენატანების სახით წარმოადგენს საბოლოო შერჩევის აუცილებელ წინაპირობას. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილი საპროექტო იდეა სიახლე იყოს ორგანიზაციისათვის. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი მინიმალური თანხაა 12 ათასი,  ხოლო მაქსიმალური 15 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში არსებული კურსის მიხედვით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არასამეწარმეო იურიდიულ პირებად (აიპ) რეგისტრირებულ არასამთავრობო სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ არარეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებსაც კონკურსში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ექნებათ ორგანიზაციებად (აიპ) რეგისტრაციის ვალდებულება. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://asb.ge/ka/siaxleebi/34-sagranto-konkursi წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე info@asb.ge თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „PASS 2023“. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება. პროექტის იდეების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 აპრილი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება. 27 მარტს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე დასასწრები ბმული: Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/89594159488… Meeting ID: 895 9415 9488 Passcode: 277980              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/IMG_2369.jpg
23/03/2023 16:51

25 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 25 წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადაეცა. ახალგაზრდებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, კომპიუტერები გადასცა და წარმატებები უსურვა. მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი: „დიდი პატივია ჩვენთვის დღეს თქვენთან ყოფნა, ჩვენი მომავალი თაობა ხართ თქვენ. სახელმწიფო ბევრს აკეთებს იმისათვის რომ საუკეთესო გარემოში ისწავლოთ და ამავე დროს იყოთ მოტივირებულები. განათლებულ თაობაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. გვახარებს თქვენი წარმატება, ნიჭიერება და გამორჩეულობა. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. გვიყვარხართ და იცოდეთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია არის თქვენს გვერდით.“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინე ვეფხვაძე: „ყველაფერში აქტიურები ხართ და წარჩინებულები. გილოცავთ და გისურვებთ ასეთი გამორჩეულები და კარგები იყოთ. თითოეული ჩვენგანი დაინტერესებული ვართ იმით, რომ თქვენ ისწავლოთ და იყოთ წარმატებულები. სწორედ ამიტომ, წელს და გაისად, ხარაგაულის ყველა სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და საშუელება გექნებათ ისწავლოთ საუკეთესო გარემოში და წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები.“ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. სოფელ ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბერაძე: - „ძალიან დიდი მადლობა განათლების სამინისტროს, რომ ასეთი პროექტი არსებობს. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ეს ჯილდო დავიმსახურე და ჩემი შრომის დაფასებაა. მომწონს ეს ინიციატივა, რადგან მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს რომ განავითარონ უნარები და ეს უნარები გამოიყენონ სასკოლო პროცესში. ვურჩევ მოსწავლეებს დაისახონ მიზნები სწორად, ყველაფერი გააკეთონ მათ მისაღწევად და ჯილდოებსაც დაიმსახურებენ.“ ლეპტოპები 25-მა ხარაგაულელმა მოსწავლემ მიიღო. პორტატული კომპიუტერები გადაეცათ: 1.მარიამ დევდარიანი - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა; 2.თამარ ხარატიშვილი - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა; 3.ზურაბ დუგლაძე - დაბა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა; 4.ლიზი დევდარიანი - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა; 5.კესო იჩქიტიძე - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა; 6.მარიამ ტაბატაძე - დაბა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა; 7.შოთა ზვიადაძე - სოფელ კიცხის საჯარო სკოლა; 8.დემური ბერაძე - სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა; 9.მაია ლომიძე - სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა; 10.ნათია ლომიძე - სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა; 11.მარიამ ბერაძე - სოფელ ბორის საჯარო სკოლა; 12.ლანა შუბითიძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; 13.ქეთი ბარბაქაძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; 14.გიორგი ბლიაძე - სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა; 15.ელენე გორგაძე- სოფელ ბორითის საჯარო სკოლა; ლუკა ტაბატაძე - სადგურ მარელისის საჯარო სკოლა; 17.გიორგი მაქაძე - სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა; 18.გიორგი მაქაძე - სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლა; 19.გიორგი ხაჩიძე - სოფელ ხევის საჯარო სკოლა; 20.ლანა სამხარაძე - სოფელ ხევის საჯარო სკოლა; 21.ჯაბა გრიგალაშვილი - სოფელ ხევის საჯარო სკოლა; 22.გვანცა წიქარიშვილი - სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლა; 23.ნინო ბარბაქაძე - სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლა; 24.ანი ნიქაბაძე - სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა; 25.ჯაბა ხიჯაკაძე - სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2267.JPG
22/03/2023 13:17

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. სხდომას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. სდომაზე იმყოფებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც,  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. როგორც სხდომაზე აღინიშნა,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში 178 პროექტი განხორციელდება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 890 000 ლარს შეადგენს, რომელსაც შემდეგ მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 234 000 ლარი დაემატა.  სხდომაზე ასევე განხილული იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ საკითხი, რომელიც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა წარადგინა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/93529_image_3_jaf2.jpg
21/03/2023 19:11

ხარაგაულის კლინიკა 3 და 4 აპრილს პაციენტებს კარდიოლოგიურ დღეებს სთავაზობს

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკა კლინიკური მენეჯერის დიმიტრი კოჩაძის ინიციატივით, კიდევ ერთი უფასო კონსულტაციის დღისთვის ემზადება. სამედიცინო გუნდი 3 და 4 აპრილს  პაციენტებს კარდიოლოგიურ დღეებს სთავაზობს, რაც  მიზნად ისახავს გულის დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.  კონსულტაციას  ჩაატარებენ „ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების“ წამყვან სპეციალისტთან ექიმ კარდიოლოგ - ვლადიმერ თხელიძესან ერთად ,  ქ. თბილისის შპს „ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მოწვეული სპეციალისტების მაღალკვალიფიციური გუნდი,  კარდიოქირურგი: არტურ ლემონჯავა და ალექსანდრე ლელაშვილი;  ექიმი კარდიოლოგი: დავით გაბელაია და სალომე ნათენაძე.  აქცია მოიცავს :  კარდიოლოგის კონსულტაცია ექოკარდიოგრაფია (გულის ექოსკოპია) ხარაგაულის სამედიცინო ცენტრში რეგისტირებული ბენეციფიარები საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ლაბორატორიულ ან/და ინსტრუმენტულ კვლევებს უფასოდ ჩაიტარებენ. აქციით უნდა ისარგებლოთ , თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები : ადვილად დაღლა, პერიოდულად დისკომფორტი გულმკერდის არეში,      3) მაღალი არტერიული წნევა.        კლინიკაში მოსასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მიკროავტობუსებით, რომელიც  იმოძრავებს კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, თეთრაწყაროს, პატარა ხარაგაული, დაბა ხარაგაულის მიმართულებით.  უფასო ტრანსპორტი მოქალაქეებს ,ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით მოემსახურება. ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი, მადლობა უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ - გიორგი აბაიაძეს, შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს და ხარაგაულის  მერიას გაწეული დახმარებისთვის.  დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ „ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის“ ცხელ ხაზზე : 577 59 76 52   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/Capture.PNG
21/03/2023 18:46

დღეს მზის შვილების დღეა

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ხარაგაულის მერია დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ყოველ წელს უერთდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანების მიმართ  თანადგომას და მხარდაჭერას გამოხატავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მატარებელი 5 ადამიანი ცხოვრობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. დაუნის სინდრომის 2023 წლის მსოფლიო გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. კამპანიის  მიზანია  საზოგადოებაში გაავრცელოს დაუნის სინდრომის მქონე პირების კონკრეტულ  გზავნილები: ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება; ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა შეცოდების ობიექტები; ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის! 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.  ეს დღე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. დაუნის სინდრომი პირველად მეცნიერმა ჯონ დაუნმა აღწერა.  დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ჭრელი  წინდები დაუნის სინდრომის სიმბოლოდ მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო იქცა. მოგვიანებით, იდეამ კამპანიის სახე მიიღო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/_DSC0175_1.JPG
21/03/2023 14:49

ხარაგაულის თეატრი თეატრის საერთაშორისო დღეს მოსწავლეებს სპექტაკლზე იწვევს

27 მარტს თეატრის საერთაშორისო  დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გაიმართება. სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება.  სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია. ირინე ჩხეიძე: - „ვუერთდებით თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სპეციალურად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვმართავთ სპექტაკლს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იხილონ სპექტაკლები და გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. თეატრი ნამდვილად აბედნიერებს.“ ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2080.jpg
20/03/2023 16:23

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე,ვარლამ ჭიპაშვილი და მერის მოადგილე დავით დევდარიანი. ხარაგაულის მერიამ საკრებულოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები წარაუდგინა დასამტკიცებლად. საკითხი ბიუროს წევრებს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა.  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულში 178 პროექტი განხორციელედება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 890 000 ლარს შეადეგენს, რომელსაც შემდეგ მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 234 000 ლარი დაემატა. როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა, სოფლის კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.  დღეს,  ბიუროს წევრებს  გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა  „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ ხელმძღვანელმა, ჰამლეტ ბერაძემ. სხდომაზე ასევე მოისმინეს 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც  მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს. 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომხსენებელი: მარინე ხვედელიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ მომხსენებელი: ბესიკ კვირიკაშვილი 3.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99.png
20/03/2023 15:22

22 მარტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

22  მარტს   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე   სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:                           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ; მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი   საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ;  ომხს: პეტრე შარიქაძე 3.სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების  შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე                                     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/337032439_762857811891362_7072434363397960583_n.jpg
20/03/2023 12:54

კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა.  კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამა. ხარაგაულის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 178 პროექტი წარუდგინა. პროექტებზე 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 890 000 ლარს შეადგენს, რომელსაც მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანადაფინანსების სახით 234 000 ლარი დაემატება. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელება მოსახლეობის გამოკითხვის და მათი პრიორიტეტების განსაზღვრის მიხედვით დაიგეგმა. ,,ახლა მნიშვნელოვანია, პროექტების დროულად განხორციელება, რომ ის საჭიროებები, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია რეალობად იქცეს"- განაცხადა მერმა.  თათბირის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე აზიურ ფაროსანას სააწინააღმდეგო ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აპრილიდან აქტიურად დაიწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ხარაგაულში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფი ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს და მავნებლის გავრცელების არეალს სწავლობს.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფაროსანა სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს და მნიშვნელოვანია მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა.  მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, მერია თავისი კომპენტენციის ფარგლებში ჩაერთვება მავნებლის საწინააღმდეგო დაგეგმილ ღონისძიებებში, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი სოფლებში ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანი.  ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან.  
სრულად