სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/65544sdf.jpg

 5 ოქტომბერს  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

5 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.

საკრებულოს წევრებს , საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში წარუდგინა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო მაღლაკელიძემ;

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში - სამსახურის უფროსმა ზურაბ ბანცაძემ;

საკრებულო ასევე გაეცნო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშს , რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ პავლე კიკალიშვილმა წარმოადგინა.

მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე, ასევე საპრივატიზაციო ქონების ნუსხასა და გეგმაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ინგა ლურსმანაშვილმა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა და თანხების განაწილებაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგინა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ.

საკრებულოს წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასა.

 

 

ნანახია: 22 - ჯერ