სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9130.JPG

მზადება ხარაგაულობისთვის - ორშაბათის ტრადიციული თათბირის თემა

მერის ყოველკვირეულ თათბირზე სახალხო დღესასწაულის „ხარაგაულობის“ მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიებისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი მიზანია,  „ხარაგაულობა“ ყველასთვის დაუვიწყარ დღედ იქცეს.

გეგმაშია, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენები, მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხარაგაულის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს წარმოჩენს.

მერის განცხადებით, ხარაგაული მრავალ სტუმარს ელოდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინტერესო და შთამბეჭდავი გარემოს შექმნას.

დღესასწაულზე მერიის შესაბამისი სამსახურები და აიპები თავიანთ რესურსებს თემატურად და საინტერესოდ დაგეგმილი ღონისძიებების სახით წარმოადგენენ, რაც ღონისძიებას დამატებით მრავალფეროვნებას შესძენს.

შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ადგილობრივი თემებისა და სოფლების  აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რაც დღესასწაულს უფრო მასშტაბურსა და შინაარსიანს გახდის.განიხილეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფის საკითხი.

აღინიშნა, რომ დღესასწაული ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე მეწარმეების საქმიანობის წარმოჩენას.

ხარაგაულობა წელს მესამედ იმართება. წინა წლების გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, რომ დღესასწაული წელსაც წარმატებული და შთამბეჭდავი იქნება.

,,ხარაგაულობის“ სახალხო დღესასწაულის ჩატარების ზუსტი რიცხვი , უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ინფორმაციას ღონისძიების შესახებ, ჩვენი ოფიციალური გვერდიდან შეიტყობთ.

 

ნანახია: 80 - ჯერ