სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/jhsbjl_2.jpg

საკრებულოს სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ესწრებოდა.

 

ეკონომიკისა და ქონების მართვა  – მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა, დეპუტატებს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე  https://bit.ly/4hfgGj2

 

 ახალგაზრდების განათლება და კულტურა – „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელმა, ლალი ალექსიძემ, დეპუტატებს სკოლის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე  https://bit.ly/4hbiyZY

 

 საფინანსო საკითხები  – სხდომაზე განიხილეს მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში. სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, დეპუტატებს მიმდინარე საბიუჯეტო მიღწევები და სამომავლო გეგმები წარუდგინა.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე   https://bit.ly/3Nxjlqw

 

ნანახია: 108 - ჯერ