სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა , რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე
კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ
საკრებულოს წევრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა.
დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო
სკოლის“ ხელმძღვანელმა , ლალი ალექსიძემ .
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [https://bit.ly/4ySYrHy]
საკრებულოს სხდომაზე ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში ,რომელიც დეპუტატებს ამავე გაერთიანების ხელმძღვანელმა ოთარ ბანცაძემ გააცნო .
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [https://bit.ly/4BWtTrp]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის
სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა.
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [https://bit.ly/4itOydo
დეპუტატები ასევე გაეცნენ ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშს , რომელიც ამავე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ წარმოადგინა.
ანგარიშს გაეცანით ბმულზე [https://bit.ly/4iusvDj
ანგარიშები, დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა