სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1478.jpeg

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
 
ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს განსახილველად „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი წარუდგინა .
 
ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის 2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარედგინა საკრებულოს.
 
ბიუროს წევრებს მერის პირველმა მოადგილემ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
წარდგენილი პროექტის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის მოცულობა 26 მილიონ 103,7 ათასი ლარით განისაზღვრა.
 
მომავალი წლის ბიუჯეტშიც მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, განათლების, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის მიმართულებების დაფინანსებას.
 
სხდომაზე ბიუროს წევრებს ინფორმაცია მიეწოდათ 2026 წლის ბიუჯეტით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებაც. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 41 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხები მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და პროგრამებს მოიცავს.
ნანახია: 28 - ჯერ