სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/277153955_3188130234750021_2969574504643060953_n.jpg

ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მაცხოვრებლებს ხარაგაულის მერიისგან დროული დახმარება გაეწიათ

24 მარტს, გვიან ღამით,  ძლიერმა ქარმა   სოფელ ხუნევში და გედსამანიაში მცხოვრები ორი ოჯახის  საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა.

მერის წარმომადგენლის, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში, კახა ლომიძის  მხრიდან მოწოდებული შეტყობინების საფუძველზე. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ  დროულად მოხდა პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი  ზომების მიღება.

დილიდან დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე  მუშაობენ  ხარაგაულის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

ამ ეტაპზე სახურავის აღსადგენად გაწეულია პირველადი სახის სამუშაოები.

,,სტიქიის შედეგად დამიზიანდა სახლის სახურავი. ღამე მეზობელთან გავათიეთ, იყო რთული მდგომარეობა. მოხდა სწრაფი რეაგირება. ახლა სახლის სახურავი აღდგენილია, დროული დახმარებისთვის და ყურადღებისთვის, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი სოფლისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას“- ამბობს სოფელ ხუნევის მაცხოვრებელი, ლიანა მუმლაძე.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით დახმარების შესაძლებლობის მიღების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სტიქიისა და სიძველის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების შესწავლის  მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიყენებული ზიანის ადგილზე შესწავლა, შესაბამისი დასკვნის  წარმოდგენა და კატეგორიის მინიჭება მოხდება.

ნანახია: 1003 - ჯერ