საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%A4%E1%83%93%E1%83%A7%E1%83%B0%E1%83%A3.jpg
31/08/2020 13:26

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2020" ჩატარდა

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020 “ დღეს საზეიმოდ დაიხურა, პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება. ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტან ციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს. პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%93.jpg
31/08/2020 13:14

ვახანში ტრადიციული დოღი ჩატარდა

ათწლეულებია აგვისტოს ბოლოს, სოფელ ვახანში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული იმართება. პანდემიის მიუხედავად 2020 წელს ტრადიცია არ დარღვეულა, თუმცა სპორტული აქტივობები მხოლოდ დოღით შემოიფარგლა და ვახანისა და მიმდებარე სოფლების წარმომადგენლებმა ძალები ცხენოსნობაში მოსინჯეს. დოღის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვეფხვია ღონღაძე გვიყვება, რომ წელს, დოღს, 18 მონაწილე ჰყავდა - მარელისიდან, წიფადან, მოლითიდან, ბაბიდან, ქვებიდან, ვახანიდან, სერბაისიდან, ზედუბნიდან, ჩრდილიდან და ზვარედან. სამწ უხაროდ, პანდემიის გამო, 1991 წლის შემდეგ დოღთან ერთად, პირველად არ ჩატარდა ჭიდაობის და მკლავჭიდის ტურნირი. საპრიზო ადგილზე გასულები სოფელ ჩრდილის წარმომადგენლები არიან. პირველი ადგილი ფრიდონ ფანქველაშვილმა დაიკავა, მეორე და მესამე ადგილი მერაბ თიკანაშვილმა და ნიკა რამიშვლმა გაინაწილეს. გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისგან. ასევე, ფასიანი საჩუქარი გადაეცა, დოღის ორგანიზატორს, ლაშა ღონღაძეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი. დოღის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური, ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_14.jpg
26/08/2020 13:27

ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტში. რაც გულისხმობს: ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისთვის 30,0 ათასი ლარის გამოყოფას, ნარჩენების შემგროვებელი და გადამზიდი სპეც ავტომანქანის შეძენისათვის. აღნიშნული სპეც ტექნიკის შესაძენად საჭირო თანხას მერია არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შექმნილი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების საშიშროების ასაცილებლად საგანგებო რეჟიმში ხდებოდა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ეპიდსიტუაციის კონტროლი. შესაბამისად რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების რეკომენდაციით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამ თანამშრომელს გაეზრდებათ ხელფასები 200 ლარის ოდენობით. ხაშური-ზესტაფონის სამგზავრო მატარებლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საჭირო ეპიდზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ორი თანამშრომლის დასაქირავებლად ა(ა)იპ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყო 4 000 ლარი. ასევე, მერია საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოყოფს 40 ათას ლარს, რომელიც მოხმარდება დევების მონუმენტის რეაბილიტაციას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%20%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D.jpg
25/08/2020 13:45

25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
25/08/2020 11:27

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულში, 24 აგვისტოს სისხლის უანგარო დონაციის აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგურმა" განახორციელა. აქცია ხარაგაულის მერიის შენობაში ჩატარდა და სისხლი უანგაროდ ოცზე მეტმა დონორმა გასცა. მათ შეძლეს და გადაარჩინეს სიცოცხლე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/32565900_1702364819842931_6037832262706266112_n.jpg
25/08/2020 11:21

რა გაკეთდა ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში

კითხვაზე - რა გაკეთდა? ამჯერად ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული სამუშაოებით ვუპასუხებთ. ბორითის ადმინისტრაციული ერთეული ყველაზე დიდი თემია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელიც 9 სოფელს აერთიანებს. ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი და ციხისძირი - ყველა მათგანი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. 2014 წლის აღწერით ბორითის თემის მოსახლეობა 2 491 ადამიანს შეადგენდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში არასდროს შეინიშნებოდა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია, ბორითის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს არასდროს დაკლებია აღსაზრდელები, სწორედ ამან განაპირობა 2014 წელს ბორითის საბავშვო ბაღში ჯგუფების დამატება და შენობის სრული რეაბილიტაცია. დღესდღეობით ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით, 3200 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა არის ერთი უძველესი სოფელი, ერეთა, საიდანაც შეინიშნება მკვეთრი მიგრაცია, მაგრამ ეს ხდება მთიდან ბარისკენ და ერეთიდან ასახლებული ოჯახები არა ქალაქში, არამედ ისევ თავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარში, სახლდებიან. ბორითის ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 28 კმ-ია. სოფლები გამოირჩევიან უნიკალური ლანდშაფტებით და უძველესი არქიტექტურით, როგორიც უბისის მონასტერი და კოზმანის ეკლესიაა. ახლა კი გავიგოთ რა გაკეთდა ამ ულამაზეს სოფლებში 2013 წლიდან დღემდე: სოფელ უბისაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. მონასტერთან მოასფალტდა გზა, მოეწყო გარე განათება და საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის. სოფელ მაქათუბანში მოიხრეშა საუბნო გზები და აშენდა სარიტუალო სახლი. სოფელ ბორითის საბავშვო ბაღში მოეწყო ეზოს ატრაქციონი. სოფელ ერეთაში გაკეთდა საუბნო გზა. სოფელ ბორითის კულტურის სახლმა შეიძინა გამახმიანებელი. სოფელ ბორითში, მაჩაიძეების უბანში, შეკეთდა წყლის ავზი. სოფელ ბორითში, ფაბრიკის უბანში, მობეტონდა გზის მონაკვეთი. სოფელ ციხისძირში მობეტონდა საუბნო გზა. სოფელ ვაშლევში გაკეთდა გარე განათება. სოფელ ვაშლევში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. სოფელ ვაშლევში შემოიღობა სასაფლაო. სოფელ საქასრიაში მოპირკეთდა სარიტუალო სახლის იატაკი და აშენდა დამხმარე შენობა. სოფელ საქასრიაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. სოფელ ამაშუკეთში მობეტონდა გზის მონაკვეთი. სოფელ კვესრევის ორ უბანში მოეწყო ცხაურები საუბნო გზებზე. სოფელ კვესრევში შეკეთდა წყლის ავზი. სოფელ ციხისძირის საუბნო გზის დასაწყისში, მდინარე ძირულაზე, მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი. მობეტონდა სოფელ ვაშლევის ორი საუბნო გზა. საქასრიაში, რკინის ხიდის უბანში, მობეტონდა საუბნო გზები. მობეტონდა ღორეშა-ბორითის დამაკავშირებელი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი. უბისაში მობეტონდა ძინძიბოურის საუბნო გზა. მობეტონდა ჭალის უბნის გზა სოფელ უბისაში. მაქათუბანში მობეტონდა 4 საუბნო გზა. სოფელ უბისაში, ტაძრის მიმდებარედ მოეწყო სკვერი. სოფელ ბორითის ორ უბანში მოეწყო გარე განათების სისტემა. სოფელ უბისაში მოეწყო გარე განათება. სოფელ ბორითის საბავშვო ბაღი გარემონტდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით. სოფელ ბორითში მოიხრეშა საუბნო გზები. ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ხიდ-ბოგირს. საქასრიაში გაკეთდა 2 სამანქანო ხიდი. მაქათუბანში აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი. სახელმწიფოსგან "დანერგე მომავლის" ფარგლებში დაფინანსდა 2 მეწარმე გელა გოლუბიანი და ბაქარ ბარბაქაძე, რომლებმაც ჟოლოს წარმოებას მიჰყვეს ხელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/117877967_1793798890760584_7483654129264746494_n.jpg
21/08/2020 15:09

რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში-ანგარიში საზოგადოებას

რთულია შეაფასო მუნიციპალიტეტისთვის შესრულებული სამუშაოები, მაშინ, როცა არ გაქვს ინფორმაცია სოფლებში გაკეთებული პროექტების შესახებ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ პროექტს და დღეს გეტყვით რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული ხუთ სოფელს ხუნევს, გედსამანიას, ვერტყვიჭალას, ვერტყვილასა და ბჟინევს მოიცავს. ადმინისტრაციულ ცენტრს სოფელი ხუნევი წარმოადგენს. მათგან ორ სოფელს გედსამანიას და ბჟინევს მღალამთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ხუნევის ადმინისტრაცილი ცენტრიდან ხარაგაულამდე 35 კმ-ა. სოფელში 2014 წლის აღწერით 2066 მცხოვრები იყო, თუმცა იმის გამო, რომ სოფლები განლაგებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის (E-60-ის) გასწვრივ, დასახლებებში მოსახლეობის მიგრაცია არ აღინიშნება. პირიქით, ბოლო წლებში განხორციელებულმა პროექტებმა და ასევე, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობამ, მოსახლეობა უკან, სოფელში დააბრუნა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ამ სოფლებში კენკროვანი კულტურების განვითარება. მაგალითად მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, სადაც 250-ზე მეტი მაცხოვრებელია, თითქმის ყვლა ოჯახში მოყავს ჟოლო, ზოგიერთი გლეხი აქ სეზონზე-3-5 ტონამდე კენკროვან კულტურას აბარებს. ახლა კი, ყველამ ერთად გავიგოთ რა გაკეთდა ამ, ხუთ ულამაზეს სოფელში: სოფლებში: ვერტყვილაში, ხუნევში, გედსამანიაში და ბჟინევში დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა. ბჟინევში მოეწყო ორი საავტომობილო ხიდი. სოფელ ხუნევსა და გედსამანიაში მოეწყო საავტომობილო ხიდები. ვერტყვილაში, ეკლესიის უბანში, მობეტონდა გზა. გარე განათება დამონტაჟდა სოფელ ხუნევის ორ და სოფელ ვერტყვილას ორ, გოგიაშვილებისა და ეკლესიის, უბანში. გარე განათება მოეწყო, ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სკოლის მიმდებარედ. სოფელ ვერტყვილაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო ექვსი საფეხმავლო ხიდ-ბოგირი სოფელ გედსამანიაში. სოფელ ვერტყვიჭალაში მოეწყო სანიაღვრე არხები. მოასფალტდა სკოლის ცენტრალური გზის ნაწილი სოფელ ვერტყვიჭალაში. სოფელ გედსამანიასა და ხუნევში ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაო. ვერტყვილაში მოეწყო საფეხმავლო ხიდ-ბოგირი. სოფელ გედსამანიაში მობეტონდა გზის საფარი 300 მეტრზე. სოფელ ხუნევში, კალოს უბანში, მობეტონდა გზა. წელს მაღალმთიან სოფელ ბჟინევში მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მობეტონება. სოფელ ვერტყვიჭალაში მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში იწყება საბავშვო ბაღისთვის შესაბამისი ფართის რეაბილიტაცია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_10.jpg
21/08/2020 13:00

საიუბილეო პლენერი

საიუბილეო პლენერი „გამა 2020“-ში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან მიიღებენ. 29-30 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერ „გამა 2020”. პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება, რომლის ავრტორია ა(ა)იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, იზა ვეფხვაძე. პლენერში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა-პლენერში ემეგრანტების დინსტანციური მონაწილეობა. პლენერი საქველმოქმედოა. მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს, რომლებსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს. წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე), ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე, ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_9.jpg
19/08/2020 12:59

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება

ხარაგაულში, 24 აგვისტოს, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართება. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და  კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) სისხლის უანგარო დონორობა,  მთელს მსოფლიოში, საპატიო და საამაყოა. გულთან მიიტანეთ ადამიანების განსაცდელი, უწილადეთ სისიხლი და აჩუქეთ სიცოცხლე! აქციას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგური“განახორციელბს.   აქცია ჩატარდება ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ  შენობაში (მის: 9 აპრილის ქუჩა N9)
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/117367471_2847764675470687_2173862412624007771_o.jpg
13/08/2020 13:22

რა გაკეთდა ნადაბურში - ანგარიში საზოგადოებას

ყოველ სამშაბათს და პარასკევს მოგაწვდით ინფორმაციას თითო ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. პირველ ინფორმაციას ნადაბურის თემზე გაგაცნობთ! ნადაბურის  ადმინისტრაციული ერთეული სოფელ ნადაბურსა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლისს აერთიანებს.  ნადაბური ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულში, სადაც 2014 წლის მონაცემებით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებაა დაფიქსირებული. დიახ, ეს რეალობაა, ნადაბური ერთ-ერთი არამიგრაციული სოფელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თუ 2014 წლის მონაცემებით ადმინისტრაციულ ცენტრში 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობამ 500-ს მიაღწია. ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული ზღვის დონიდან 760 მეტრზე, ხარაგაულიდან 53 კილომეტრში, მდინარე ძირულას მარცხენა სანაპირზე მდებარეობს. 2013 წლიდან დღემდე სოფელ ნადაბურში მოეწყო მგზავრთა მოსაცდელები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და 6 ადგილობრივია დასაქმებული. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის ცენტრალურ გზის 6 კილომეტრამდე მონაკვეთს. მდინარე ძირულას სანაპიროზე მოეწყო გაბიონები და საყრდენი კედლები, რომლის არარსებობაც ადიდებული მდინარისა და წყალმოვარდნების დროს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. აშენდა სამი ახალი ხიდბოგირი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთი ბონდის ხიდს ძამულის უბანში. მოხდა სოფელში არსებული ორი სასაფლაოს შემოღობვა. მაღალმთიან სოფელ გოლისის გზას პერიოდულად უტარდებოდა რეაბილიტაცია. სოფლის გზა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს და იქ ამ ეტაპზე, ბეტონის საფარის მოწყობა ვერ ხერხდება. თუმცა მიმდინარე წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, სანიღვრე არხით და ცხაურით. ნადაბურის საჯარო სკოლაში მოხდა სველი წერტილების მოწყობა! შემოიღობა ადმინისტრაციული შენობის ეზო. წელს სოფლის ცენტრში მოეწყობა სკვერი და მოსაცდელი. სევე, საბავშვო ბაღისთვის შეიძენენ ეზოს ატრაქციონებს. იგეგმება ნადაბურისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. კერძოდ, საჩხერე-ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. საუბარია ლიჩი-ნადაბურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობაზე.
სრულად