საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1496.jpg
05/02/2021 11:29

წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ წყალფორეთში ბაღის უბნის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, წყალაფორეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მერმა ადგილზე მოისმინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. გაეცნო პროექტის შესრულების ხარისხს და დასრულების ვადებს. წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა საერთო ჯამში 2 300 მ-ზე განხორციელდა.   პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1435_1.JPG
04/02/2021 14:53

ხარაგაულში ახალი პროექტის - სწავლა დასაქმებისთვის განხორციელება იწყება

4 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა ხარაგაულის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე, რომელსაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე, მერიის სოციალური სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალი პროექტის განხორციელების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ დაწყებაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. 36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს: მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. მერის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. პროექტის დაწყების და ყველა შემდგომი ნაბიჯების შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან! პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/145652886_1113108555826570_6047088360060978954_n.jpg
03/02/2021 18:56

მარელისში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს განაგრძობს! ამჯერად, დავით დევდარიანი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პეტრე შარიქაძესთან ერთად, სოფელ მარელისში, საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მარელისში მდინარე ქუნცურზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად გმოვიდა მწყობრიდან და მის ადგილზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.  საავტომობილო ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 100 000 ლრით დაფინანსდა. აღნიშნული ხიდით მაერელისის სამი უბნის - ტაბატაძეების, მთისძირის და კოხტაგორას უბნების მოსახლეობა სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_46.jpg
03/02/2021 18:53

4 თებერვალს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 4 თებერვლის რიგგარეშე  ხდომის დღის წესრიგი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4949.jpg
03/02/2021 18:36

ხარაგაულსი წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

ხარაგაული წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდა 3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა საქართველოში, როცა მსოფლიოს ციფრული ტექნოლოგიები იპყრობს, სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო წლებია 3 თებერვალი ხარაგაულშიც ფართოდ აღინიშნება. ასე მოხდა დღესაც, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა (რეგულაციების დაცვით), ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნა. ღონისძიებებში მონაწილეობა ხარაგაულის წიგნისა და ლიტერატურის მოყვარულმა საზოგადოებამ, ასევე საბავშვო ბიბილიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა. ხარაგაულის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიიღეს. საზოგადოების წევრებმა საჯაროდ წაიკითხეს ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები და ლექსები. ასევე, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდა თაობის წიგნით დაინტერესების აუცილებლობაზე. ღონისძიებებში ჩაერთო ხარაგაულის მერია და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1230.JPG
02/02/2021 11:20

ბაბში სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

 სოფელ ბაბში, რომელიც მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული პუნქტია, გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.  როგორც ქვეყნის კურსი რეგიონების განვითარებისთვის, ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ისაა, რომ სოფლის გაძლიერებაში უპირველესი ყურადღება მივაქციოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.  გამომდინარე აქედან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.   ბაბში ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია, მიმდინარეობს ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.  დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრე შარიქაძე.  პროექტი გარდამავალი იყო. დაიწყო გასულ წელს და მიმდინარე წელს დასრულდა. საერთო ჯამში სასოფლო გზის 1 100 მეტრინი მონაკვეთი მოწესრიგდა, ასევე მოხდა ჩიხებში გადასასვლელების მოწყობა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1248_1.JPG
28/01/2021 16:47

მარელისის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლას სრული კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, გარემონტდება საკლასო ოთახები, კეთილმოეწყობა ფასადი და სველი წერტილები. სკოლის ახალი შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული და  ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. მარელისის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაცნენ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების შემთხვევაში მოსწავლეები, დროებით, ამავე სოფლის დაწყებითი განათლების სკოლის შენობით ისარგებლებენ. მარელისის საჯარო სკოლაში დღეის მდგომარეობით 80 მოსწავლე სწავლობს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0694.jpg
27/01/2021 13:56

ხარაგაულში 15 სოფლის გზის რეაბილიტაცია დაფინანსდა

ხარაგაულს მთავრობის განკარგულებით 2 მილიონ 809 ათას 799 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათ შორის პრიორიტეტი მიენიჭა გარდამავალ პროექტებს, რომლებიც დაიწყო 2020 წელს და უნდა დასრულდეს მიმდინრე წელს.  საერთო ჯამში 2 809 799 ლარით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება შემდეგ სოფლებში:   ➣ სოფელ ვარძიის (პირველი უბანი - პაპიძე, ჩხიკვაძეები, ოკრიბელაშვილები) გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; ➣ ჩხერის გზის რეაბილიტაცია(პირველაი ეტაპი); ➣ ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ ბაზალეთში საუბნო გზის(ჭიპაშვილების უბანი) რეაბილიტაცია; ➣ მარელისში ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია(პირველი ეტაპი); ➣ საქარიქედი(მუხების უბანი)-ლაშის იგორეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი ქვების გზის რეაბილიტაცია(მეორე ეტაპი); ➣ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელი სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); ➣ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; ➣ სოფელ ვერტყვიჭალაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები; ეკლესია); ➣ ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ➣ სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი);
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1018.JPG
20/01/2021 17:02

ხარაგაულის მერიაში ახალი განყოფილება იქმნება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება შეიქმნება. აღნიშნული საკითხი  დღეს, 20 იანვრის  საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და დღესვე გამართულ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით საკითხი მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. მისი განცხადებით,  განყოფილება წარმოდგენილი იქნება სამი საშტატო ერთეულითა და სამი ხელშეკრულებით დასაქმებული პირით. განყოფილებაში აუცილებელი პირობაა, რომ იყოს იურისტი, ფსიქოლოგი და სოც მუშაკი. კახა გოლუბიანის თქმით, ახალ განყოფილებას საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე ექნება შესასრულებლად. ამიტომ დანიშვნის შემდეგ თითოეული  თანამშრომელი გაივლის სპეციალური სწავლების ორ თვიან კურსს. საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განცხადებით  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ ხარაგაულშიც არის გამოწვევები. „იმედი მაქვს განყოფილებაში დასაქმდებიან ისეთი სპეციალისტები რომლებსაც კარგად ეცოდინებათ ბავშვთა სჭიროებები და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებენ“ - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია  სჯობს ხელშეკრულებით თანამშრომლების აყვანა დროებით გადაიდოს და განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მხოლოდ  შტატით დანიშნულებმა იმუშაონ.  კახა გოლუბიანის თქმით, ბავშვთა უფლებებს  საქართველოში დიდი ყურადღება ექცევა და სამი თანამშრომელი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს ის ვალდებულებები და უფლება-მოსილებები, რომელიც განყოფილებამ უნდა შეასრულოს. საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი გასულ წელს მიიღო და დაამტკიცა. შემდეგ შეიმუშავეს საკითხი, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კოდექსის აღსასრულებად ყველა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილიყო შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე.   დღევანდელ სხდომაზე კახა გოლუბიანმა ასევე, წარმოადგინა საკითხი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, მერიაში ხელშეკრულებით დანიშნულთა რაოდენობა საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გაიზარდოს 24-ამდე. სამი მათგანი ახალი განყოფილების თანმაშრომელი იქნება, ხოლო ერთი -  ადმინისტრაციული ერთულის სპეციალისტის თანმადებობაზე დაინიშნება. აღნიშნული საკითხები საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადებითად შეფასდა. სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის სახელის მინიჭების შესახებ; საკითხი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარმოადგინა. საკრებულოს გადაწყვეტილებით ღორეშაში მდებარე სოფლის ცენტრალურ ქუჩას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გელა კაპანაძის სახელი მიენიჭა.   და ბოლო საკითხი, რომელიც მერიის ქონების მართვის და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ალავიძემ წარადგინა ს.ს „სილქნეტი“ - სთვის ელექტრო საყრდენის იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო, 5 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემას შეეხებოდა. რომლის გადაცემაზეც ხარაგაულის მერმა თანხმობა მიიღო. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1049.JPG
20/01/2021 16:46

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობის მოწყობა მიმდინარეობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა მიმდინარეობს.  დღეს, სკოლაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე მუნიციპაური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.  ამ ეტაპზე წყალაფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან. სასწავლო პროცსის აღდგენის შემთხვევაში სკოლის კონტიგენტი, მშენებლობის დასრულებამდე, სოფელ ვარძიის სკოლის შენობით ისარგებლებენ.  წყალაფორეთში სკოლის კაპიტალური შენობის მოწყობა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.  ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მოსწავლეები სწავლას, 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება ასევე, სოფელ მარელისის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს.  
სრულად