საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4949.jpg

ხარაგაულსი წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

ხარაგაული წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდა

3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღის აღნიშვნა საქართველოში, როცა მსოფლიოს ციფრული ტექნოლოგიები იპყრობს, სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბოლო წლებია 3 თებერვალი ხარაგაულშიც ფართოდ აღინიშნება. ასე მოხდა დღესაც, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა (რეგულაციების დაცვით), ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნა.

ღონისძიებებში მონაწილეობა ხარაგაულის წიგნისა და ლიტერატურის მოყვარულმა საზოგადოებამ, ასევე საბავშვო ბიბილიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა. ხარაგაულის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიიღეს.

საზოგადოების წევრებმა საჯაროდ წაიკითხეს ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები და ლექსები. ასევე, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდა თაობის წიგნით დაინტერესების აუცილებლობაზე.

ღონისძიებებში ჩაერთო ხარაგაულის მერია და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

ნანახია: 1808 - ჯერ