საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1496.jpg

წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ წყალფორეთში ბაღის უბნის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, წყალაფორეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

მერმა ადგილზე მოისმინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. გაეცნო პროექტის შესრულების ხარისხს და დასრულების ვადებს.

წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა საერთო ჯამში 2 300 მ-ზე განხორციელდა.  

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

 

ნანახია: 1752 - ჯერ