კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/83560794_1227030644174620_8299529003891425280_n.jpg
29/01/2020 17:00

ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის. „ზამთრის თასი" - ასე ეწოდება ჩემპიონატს, რომლშიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის, სატყეო მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საავადმყოფოს, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების და სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუპის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.  28 იანვარს ჩატარდა ორი შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსკოლისა და ხარაგაულის მერიის, (მატჩი დასრულდა მერიის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:5) და სატყეო მეურნეობისა და „ბლექსი გრუპის“ გუნდები(მატჩი დასრულდა „ბლექსი გრუპის“ გუნდის გამარჯვებით  ანგარიშით 0:4). 29 იანვარს შედგება მატჩები კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანების და ხარაგაულის რკინიგზის გუნდებსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საავადმყოფოს გუნდებსა შორის.  ჩემპიონატი ოლიმპიური წესით იმართება, რაც იმას ნისნავს რომ წაგებული გუნდი ავტომატურად ეთიშება ჩემპიონატს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1330.JPG
29/12/2019 16:56

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმიდინარეობს

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო, ამ დღეს განათდა ხარაგაულის ნაძვის ხე და საახალწლოდ მოირთო ქუჩები. პირველი კონცერტი ხარაგაულის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალურ ბენდ „გრავე“-სთან ერთად წარმოადგინეს. ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. ხარაგაულის თოჯინების თეატრმა საახალწლოდ ორი სოფლის პატარები გაახარა და „ფისუნია კიკის საახალწლო თავგადასავალი“ წარუდგინა. 26 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი ჩატარდა. კარნავალში დაბის #2 საჯარო სკოლამ და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა. წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გამართა, 27 დეკემბერს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, რომელშიც ყველა თაობის აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები იუმორისტული ნომრებით იყო წარმოდგენილი. ხარაგაულელებს ახალი წელი მიულოცა ქართველმა თოვლის ბაბუამ და კონცერტში მონაწილე აღსაზრდელები საჩუქრებით დააჯილდოვა. 27 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, რომლის ფარგლებშიც ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ბავშვმა საახალწლო საჩუქრები მიიღო.  30 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრშიმ 16 საათზე ჩატარდება ხარაგაულის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საშობაო-საახალწლო კონცერტი, რომელშიც ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებაზე აირჩევენ საპატიო ხარაგაულელებს.   31 დეკემბერს, 17 საათზე საბავშვო თეატრი „მოდუსი“ საახალწლო ნაძვის ხესთან პატარებისთვის ზღაპრის გმირების შოუს წარმოგვიდგენს. ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი და ელექტრონული მუსიკის ერთ საათიანი პროგრამა. 31 დეკემბერს ღონისძიებების პარალელურად ნაძვის ხესთან მურაბების ფესტივალი ჩატარდება.  #ხარაგაულისმუნიციპალიტეტისმერია #გილოცავთდამდეგშობა_ახალ წელს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0882.JPG
23/12/2019 15:49

“ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - ფინალისტები მერიამ ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - პროექტის გამარჯვებული გიმნაზიის სკოლის გუნდი გახდა! პროექტი, უკვე ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული. დღეს ხარაგაულის კინოთეატრში ვიცნობდეთ ხარაგაულის ფინალური შეხვედრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ფინალში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ, მოლითის, ვერტყვიჭალის და დაბის #3 საჯარო სკოლების, ასევე ბორის სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის გუნდები, რომელთა შორის უპირობო გამარჯვება მოიპოვა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის გუნდმა, მას 10 ქულით ჩამორჩა #3 საჯარო სკოლის გუნდი. საფინალო შეხვედრას ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ფინალში მონაწილე გუნდები მერიის სახელით ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა. ფინალში გასული გუნდის შემადგენლობას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა. პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ რამდენიმე წელია სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0772.JPG
19/12/2019 16:33

ხარაგაულში ჭადრაკის ჩემპიონატი ჩატარდა

ხარაგაულში, ჭადრაკში, გოგონებსა და ვაჟებს შორის, მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით სპორტულ დარბაზში გაიმართა, რომელშიც, ხარაგაულის N2, N3, საღანძილის, ვარძიის, ბორის, კიცხის, ღორეშის, ვაშლევის და ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VI-XII კლასის მოსწავლებს შორის ჩატარდა. I-VI კლასამდე გამარჯვებულები გახდნენ: ვაჟები: პირველი ადგილი - გიორგი კოჩაძე; მეორე ადგილი - დიმა ხიჯაკაძე; მესამე ადგილი ლუკა კურტანიძე. გოგონები: პირველი ადგილი - ანასტანია ხარაბაძე; მეორე ადგილი - ელენე კიკნაძე. მესამე ადგილი - ნინო ხიჯაკაძე. VI-XII კლასამდე გამარჯვებულები ვაჟები: პირველი ადგილი - მურადი ოკრიბელაშვილი; მეორე ადგილი - ვაჟა მაღრაძე; მესამე ადგილი - გიორგი ლურსმანაშვილი. გოგონები: პირველი ადგილი - მარიამ კვირიკაშვილი; მეორე ადგილი - გვანცა გოგოლაძე; მესამე ადგილი - ნინო ბაკურაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/78498223_2814468158584088_5199831955109052416_o.jpg
10/12/2019 15:17

12 დეკემბერს ხარაგაულში ფარცხნალზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება

12 დეკემბერს, 15 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება საპრემიერო ჩვენება ფილმისა „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“. ფილმი სტუდია „პიონერფილმის" და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პროდიუსერები არიან იზა ვეფხვაძე და გრიგოლ ჩიგოგიძე, რეჟისორი მაშო გიგილაშვილი. მონაწილწობენ: ებრაელი და გერმანელი მოსწავლეები - ლეონ შავიტი და ნინა ზიგერი, ასევე ხარაგაულელი ახალგაზრდები. ფილმის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილმის საპრემიერო ჩვენება 2 დეკემბერს შედგა თბილისში, რომელსაც საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა დაესწრო და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხაზგასმით აღინიშნა ფილმის აქტუალობის და მრავალმრივ საჭიროების შესახებ მომავალი თაობებისთვის ფილმის ჩვენებები საქართველოს არაერთი სკოლის და უნივერსიტეტის მოთხოვნით კვლავაც გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში. აქვე გაცნობებთ, რომ ხარაგაულში პრემიერას დაესწრება გადამღები ჯგუფი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008.JPG
25/11/2019 12:35

ხარაგაულში ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

22 ნოემბერს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, ხარაგაულის სპორტდარბაზში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მაღრაძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს: ჭიათურის, ქუთაისის, ხაშურის და ხარაგაულის მოსწავლეებმა. ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ: 2007-2008წწ 20კგ. I ადგილი გაბრიელ ორთოიძე II ადგილი ალექსანდრე კალანდაძე III ადგილი საბა საკანდელიძე 23კგ. I ადგილი ნოე ლომიძე II ადგილი გიორგი თათეიშვილი III ადგილი ლუკა იაკობაძე 26კგ. I ადგილი ნიკა ნოზაძე II ადგილი თორნიკე ბასიშვილი III ადგილი ბექა ჭიღლაძე III ადგილი ანრი ლაბაძე 29 კგ. I ადგილი ლევან ნოზაძე II ადგილი ბესო სამხარაძე III ადგილი იოანე ლაცაბიძე III გენო მეფარიშვილი 32კგ. I ადგილი ნიკოლოზ ტალახაძე II ადგილი ლავრენტი სამხარაძე 35კგ. I ადგილი რომა ხურციძე II ადგილი ლუკა კვირიკაშვილი 38კგ. I ადგილი გოდერძი ჭიყლაძე II ადგილი დავით არევაძე III ადგილი დავით სამხარაძე III ადგილი თემური გონგლაძე 42კგ. Iადგილი გიორგი ცუცქირიძე II ადგილი რეზო სამხარაძე III ადგილი გიორგი ცერცვაძე III ადგილი ლუკა ნოზაძე 48კგ. I ადგილი ვახო ნიქაბაძე II ადგილი გიორგი თედიშვილი III ადგილი გუჯა ლომიძე III ადგილი ბექა სამხარაძე 52კგ. I ადგილი გიორგი თაბუკაშვილი II ადგილი გიგა ხვედელიძე III ადგილი ვაჟა ლაბაძე III ადგილი საბა ცერცვაძე +52კგ. I ადგილი ნიკოლოზ ლურსმანაშვილი II ადგილი გიორგი გაბრიჭიძე III ადგილი ირაკლი სამხარაძე. 2005-2006წწ 35კგ I ადგილი ზურა ტოროშელიძე II ადგილი გიორგი კაპანაძე 38კგ. I ადგილი საბა სვიანიძე II ადგილი ლუკა ფერაძე 54კგ. I ადგილი ზურა კულუმბელაშვილი II ადგილი ნიკა კაკოიშვილი III ადგილი დავით სამხარაძე III ადგილი აკაკი ფუტკარაძე 63კგ I ადგილი ნიკა ბლუაშვილი II ადგილი თორნიკე ნანიტაშვილი III ადგილი საბა ლურსმანაშვილი III ადგილი ლუკა ცხოვრებაძე 69კგ. I ადგილი გიორგი კამკამიძე II ადგილი შალვა ხიჯაკაძე 76კგ. I ადგილი ლუკა ვეფხვაძე II ადგილი დავით კაკოიშვილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1044.JPG
21/11/2019 13:17

ვარძიის გუნდი კვლავ მინი ფეხბურთის ჩემპიონია

ხარაგაულში შოთა ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფხბურთში "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით მეორე წელია იმართება. ჩემპიონატი, წელს, 20 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11-მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის №3 და ვარძიის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მატჩი ვარძიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი კი, ხიდრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.  გამარჯვებულ გუნდს, რომელიც ზედიზედ მეორე წლია აღნიშნული ტურნირის ჩემპიონია თასი შოთა ჭიპაშვილის მამამ გადასცა. სკოლბურთის მონაწილეები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0845.JPG
19/11/2019 15:36

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

18 ნოემბერს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა. კონკურსი 11 ნოემბერს ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით "სპორტისა და შიდა ტურიზმი"-ს ცენტრის დარბაზში ჩატარდა. შემოდგომის პალიტრაში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოდგენილი ნატურმონტები დახატეს.  გამარჯვებულები კომპენტეტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ახალგაზრდა მხატვრებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. კონკურსში გამარჯვებულები საფეხურების მიხედვით. I საფეხური. პირველი ადგილი რუსუდან ფანჩვიძე - (კიცხი V კლასი); მეორე ადგილი მარიამ ნიქაბაძე - (გიმნაზია V კლასი); მესამე ადგილი ლიზი კვინიკაძე - ( მოლითი VI კლასი). II საფეხური. პირველი ადგილი ნანა მდინარაძე - (კიცხი XII კლასი); მეორე ადგილი ლუკა ყრუაშვილი - (გიმნაზია XI კლასი); მესამე ადგილი თამარ შათირიშვილი - (ლეღვანი XI კლასი). III საფეხური. პირველი ადგილი თეონა ჭიპაშვილი - (გიმნაზია VIII კლასი); მეორე ადგილი მარიამ მდივნიშვილი - (გიმნაზია VIII კლასი); მესამე ადგილი ნინო არევაძე - (მარელისი IX კლასი). ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ ტაბატაძე და ეკატერინე ბუაჩიძე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/74918432_2518399528407205_5703202375603322880_o.jpg
28/10/2019 10:58

ხარაგაულში სამხატვრო პლენერის დახურვის ღონისძიება გაიმართა

სამხატვრო პლენერი, რომელიც ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ჩვიდმეტმა ცნობილმა მხატვარმა, რომლებიც ხარაგაულს საართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტუმრობდნენ, სოფელ ღორეშის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური ხედები მოხატეს და მხატვრული ნამუშევრები ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრს საჩუქრად გადასცეს. სამხატვრო პლენერ „გამა-2019“-ის დახურვის ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც სტუმრებს პლენერში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სამხატვრო პლენერი ხარაგაულში მეოთხედ ჩატარდა. წელს პირველად, სპეციალურად პლენერისთვის შეიქმნა ჰიმნი, რომელიც ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცეს კომპოზიტორმა, მაიკო მაჩაბელმა და შემსრულებელმა ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა, ციური მჭედლიძემ. ტექსტის ავტორი - ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი, იზა ვეფხვაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/73097880_2517316081848883_6915902768339222528_o.jpg
28/10/2019 10:18

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა

26 ოქტომბერს ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და წელს უკვე აფხაზეთიდან მოწვეულ მხატვრებს, მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და პლენერის ორგანიზატორმა, ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ უმასპინძლეს. პროექტის გახსნის ცერემონია ღორეშის მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. სწორედ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე სოფლებში განთავსდებიან მხატვრები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს მოხატავენ და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. სამხატვრო პლენერი „გამა“ საქველმოქმედო პროექტია და ის წელს მეოთხედ ტარდება. პლენერი 27 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.
სრულად