კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0882.JPG

“ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - ფინალისტები მერიამ ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“ - პროექტის გამარჯვებული გიმნაზიის სკოლის გუნდი გახდა!

პროექტი, უკვე ტრადიციულად, რამდენიმე წელია ტარდება ხარაგაულში და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლაა ჩართული.

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში ვიცნობდეთ ხარაგაულის ფინალური შეხვედრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა.

ფინალში ერთამანეთს დაუპირისპირდნენ, მოლითის, ვერტყვიჭალის და დაბის #3 საჯარო სკოლების, ასევე ბორის სკოლა-პანსიონისა და გიმნაზიის გუნდები, რომელთა შორის უპირობო გამარჯვება მოიპოვა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის გუნდმა, მას 10 ქულით ჩამორჩა #3 საჯარო სკოლის გუნდი.

საფინალო შეხვედრას ხარაგაულისმუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც ფინალში მონაწილე გუნდები მერიის სახელით ბათუმის ექსკურსიით დააჯილდოვა.

ფინალში გასული გუნდის შემადგენლობას მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა სპორტისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა.

პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ რამდენიმე წელია სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ნანახია: 6376 - ჯერ