კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1330.JPG

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები მიმიდინარეობს

ხარაგაულში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყო, ამ დღეს განათდა ხარაგაულის ნაძვის ხე და საახალწლოდ მოირთო ქუჩები. პირველი კონცერტი ხარაგაულის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მუსიკალურ ბენდ „გრავე“-სთან ერთად წარმოადგინეს. ღონისძიებამ მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. ხარაგაულის თოჯინების თეატრმა საახალწლოდ ორი სოფლის პატარები გაახარა და „ფისუნია კიკის საახალწლო თავგადასავალი“ წარუდგინა. 26 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში საჯარო სკოლების მონაწილეობით საახალწლო კარნავალი ჩატარდა. კარნავალში დაბის #2 საჯარო სკოლამ და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ მიიღო მონაწილეობა. წლის შემაჯამებელი საახალწლო ღონისძიება გამართა, 27 დეკემბერს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, რომელშიც ყველა თაობის აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები იუმორისტული ნომრებით იყო წარმოდგენილი. ხარაგაულელებს ახალი წელი მიულოცა ქართველმა თოვლის ბაბუამ და კონცერტში მონაწილე აღსაზრდელები საჩუქრებით დააჯილდოვა.

27 დეკემბრის ჩათვლით, საახალწლო ზეიმები ჩატარდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, რომლის ფარგლებშიც ხარაგაულის სოფლებში მცხოვრებმა 200-ზე მეტმა ბავშვმა საახალწლო საჩუქრები მიიღო. 

30 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრშიმ 16 საათზე ჩატარდება ხარაგაულის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული საშობაო-საახალწლო კონცერტი, რომელშიც ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, ღონისძიებაზე აირჩევენ საპატიო ხარაგაულელებს.  

31 დეკემბერს, 17 საათზე საბავშვო თეატრი „მოდუსი“ საახალწლო ნაძვის ხესთან პატარებისთვის ზღაპრის გმირების შოუს წარმოგვიდგენს. ამავე დღეს ღია ცის ქვეშ გაიმართება კონცერტი და ელექტრონული მუსიკის ერთ საათიანი პროგრამა. 31 დეკემბერს ღონისძიებების პარალელურად ნაძვის ხესთან მურაბების ფესტივალი ჩატარდება. 

#ხარაგაულისმუნიციპალიტეტისმერია #გილოცავთდამდეგშობა_ახალ წელს

ნანახია: 6434 - ჯერ