კულტურა
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/gjklhgjklhjk.jpg
08/10/2018 11:24

ხარაგაულში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მერიის სახელით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წლის წარმატებული მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.  მასწავლებლის დღე, 5 ოქტომბერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 24 წელია აღინიშნება.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/dfjhfhjkhjkj.jpg
01/10/2018 13:04

"ჩემი საქართველო აქ არის" - ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს აგრძელებს

ხარაგაულის „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   პროექტს  " ჩემი საქართველო აქ არის" აგრძელებს. ლიტერატურულმა თეატრმა, ამჯერად, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი  სპექტაკლი -  “ზღვამ დაგვანახვა მისი სიმაღლე"  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ბახტრიონის ციხესთან გამართა. მწერალმა ბავშვობის გარკვეული წლები სწორედ აქ გაატარა. სპექტაკლს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები და  სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებოდნენ. სპექტაკლზე იმყოფებოდნენ, ასევე, იმ ოჯახის წევრები ალვანიდან, სადაც გურამი ბავშვობაში ცხოვრობდა.  იზა ვეფხვაძემ ადგილობრივების წინაშე გააჟღერა ინიციატივა, რომ ალვანის ერთ-ერთ სკოლას გურამ რჩეულიშვილის სახელი მიენიჭოს. სპექტაკლი ხარაგაულელი ბაქარ დევდარიანის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მისივე მამულში გაიმართა. რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრი 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს, ბორითში სპექტაკლის - " საქართველოს შიშველი სატევარი" გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/xhbfghnvbnv.JPG
28/09/2018 12:47

ხარაგაულში ევროპის კვირეული დასრულდა

ევროპის კვირეული ხარაგაულში დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, სპორტდარბაზში ერთი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობდა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი:  ჭადრაკში, ნარდში, დომინოსა და მაგიდის ჩოგბურთში. კვირეულის ფარგლებში პირველი შეჯიბრი მუნიციპალიტეტის  პირველობაზე ჭადრაკში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ბუაჩიძე გახდა, ხოლო მეორე ადგილი წილად ხვდა გია თავზარაშვილს. ნარდის ტურნირში, სულ 24-მა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან პირველი ადგილი  ივანე გოლუბიანმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილი - ალექსანდრე ტაბატაძემ. დომინოს ჩემპიონატის გამარჯვებული  და პირველი ადგილის მფლობელი პაატა ვეფხვაძისა და ლაშა გურგენიძის წყვილი გახდა, მეორე ადგილი წილად ხვდა ივანე გოგოლაძისა და გრიგოლ ჭიპაშვილის წყვილს. მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი ნიკოლოზ ბუაჩიძეს, მეორე ადგილის - დავით კიკნაძეს, ხოლო მესამე ადგილი ზაზა ბერაძეს ხვდა. ტურნირში გამარჯვებული მოთამაშეები  ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ევროპის კვირეული საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდა. ხარაგაულში ევროპის კვირეულის მხარდამჭერი და ორგანიზატორია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0006.JPG
24/09/2018 10:21

ევროპის კვირეულის დღეები ხარაგაულში

ხარაგაული უერთდება საქართველოში მიმდინარე ევროპის კვირეულს სპორტში. მთელი კვირის განმავლობაში სპორტულ დარბაზში ჩემპიონატები სამაგიდო თამაშებში ჩატარდება . კვირეულის ფარგლებში, 24 სექტემბერს, ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი ნიკოლოზ ბუაჩიძე გახდა. მეორე ადგილი სოსო მელქაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა გია თავზარაშვილს.  ევროპის სპორტული დღეები ხარაგაულში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; 26 სექტემბერს, 11:00 საათზე ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ტურნირი გაიმართება ნარდში, 27 სექტემბერს 11:00 საათზე - დომინოში, ხოლო 28 სექტემბერს ასევე, 11 საათიდან მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი დაიწყება.  სამაგიდო თამაშებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.   ხარაგაულში ევროპის კვირეულის მხარდამჭერია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური(უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/kasrgfagrfalkgfalksg.JPG
21/09/2018 11:23

სოფელ სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გაიხსნა

ხარაგაულის სოფელ სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ცენტრი გაიხსნა. ჯგუფში სკოლამდელი მზაობის მომსახურებას 15 ბავშვი მიიღებს. სარგვეშის საჯარო სკოლის ბაზაზე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, რუსუდან გიორგაძის ძალისხმევით განხორციელდა. მზაობის ჯგუფში აღსაზრდელები კვების და მოსვენების მომსახურებასაც მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა მიულოცა: „მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ, რუსუდანს ასეთი კარგი საქმის გაკეთებისთვის. სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნა ხელს შეუწყობს აქ ახალგაზრდა ოჯახების დამაგრებას და  სოფლის გაძლიერებას. ვულოცავ სოფლის მოსახლეობას ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ.“ მზაობის ჯგუფში მისულ აღსაზრდელებს რუსუდან გიორგაძის ფინანსური დახმარებით მათთვის განკუთვნილი საჩუქრები დახვდათ. ეზოში განთავსდა სათამოშო ინვენტარი. სარგვეშში სკოლამდელი მზაობის ჯგუფის გახსნას მერიის კულტურის სამსახურის, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfgjdhkjklhkl.jpg
17/09/2018 14:57

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად, N3 და N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო წელი ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში განახლდა. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კი, სწავლა 24 სექტებერს დაიწყება. ხარაგაულის სკოლებში წელს 176 პირველკლასელი ჩაირიცხა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfvbcvbcvbcv.JPG
12/09/2018 15:28

ხარაგაულის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის - „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და  ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს. „ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები ეკატერინე შველიძე და ეთერ ვეფხვაძე გახლავთ. პრეზენტაციაზე, მთავარმა რედაქტორმა, ზეინაბ ბუაჩიძემ მოკლედ  მიმოიხილა წიგნში შესული ისტორიული მასალები. მან მადლობა გადაუხადა წიგნის პირველი გამოცემის დაფინანსებისთვის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებს. გამომდინარე იქედან, რომ  „ხარაგაულის ქრონიკების“ პირველი გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკებს გადაეცათ, წიგნის შეძენის მსურველი კი ძალიან ბევრია, ფინანსების მოძიების შემდეგ, იგეგმება მისი მეორედ გამოცემა. დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და ხარაგაულელებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის შექმნისთვის. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcgbncvbncvbn.JPG
05/09/2018 11:04

ხარაგაულში პირველკურსელებს შეხვედრა მოუწყვეს

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ხარაგაულელ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მათთვის მოწყობილ კაფე-საღამოს დაესწრნენ. 2018 წელს ხარაგაულს 190 მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მათგან 94 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას. გილოცავთ ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0226_1.JPG
29/08/2018 08:46

დოღი და ქართული ჭიდაობა - ვახანში ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაიმართა

ხარაგაულში საერთო სახალხო დღესასწაული ვახანლობა გაიმართა. ვახანლობა ხარაგაულში უკვე 28 წელია ტარდება. ამ დღეს სოფელში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ტარდება.  დოღი, მკლავჭიდი და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში - ეს სპორტის ის სახეობებია, რომელშიც აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივები, ისე მეზობელი სოფლის ახალგაზრდები. ტრადიციულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან ერთად, ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს.  ხარაგაულის მერიისგან დოღში გამარჯვებულ გოგა ფერაძეს 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ მერაბ თიკანაშვილს -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გიორგი არევაძეს - 50კგ.  საერთო სახალხო დღესასწაული, ბოლო წლებია, რაც გარდაცვლილი რეინჯერის, სოფელ ვახანის მკვიდრის, მერაბ არევაძის სახელს ატარებს. ყოველწლიური ტრადიციული დღესასწაული ხარაგაულში მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით და მხარადაჭერით ხორციელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xbgvncvbncvbnvcb.jpg
27/08/2018 14:28

პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს,, დასრულდა

ა(ა)იპ „ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტი - ,,სიმღერა ყველა სოფელს" დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის 16 სოფელში გაიმართა კონცერტი, რომლის მიზანი სოფლების გამოცოცხლება, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისება, ხელოვნების დარგების განვითარება და პოპულარიზაცია გახლდათ. „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით, გამართულ კონცერტებში მონაწილეობას ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ღონისძიებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ესწრებოდნენ სოფლებში ჩამოსული დამსვენებლები. აღნიშნული პროექტის პარალელურად, სოფლებში სპექტაკლები გამართა კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების თეატრმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). თოჯინების თეატრი სეზონის ბოლო სპექტაკლს ღორეშაში 29 აგვისტოს, 12:00 საათზე, გამართავს. მოსახლეობა მოხარულია და კმაყოფილებას გამოთქვამს გამართული კულტურული ღონისძიებებით.  
სრულად