სამხატვრო პლენერი, რომელიც ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა.
ჩვიდმეტმა ცნობილმა მხატვარმა, რომლებიც ხარაგაულს საართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტუმრობდნენ, სოფელ ღორეშის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური ხედები მოხატეს და მხატვრული ნამუშევრები ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრს საჩუქრად გადასცეს.
სამხატვრო პლენერ „გამა-2019“-ის დახურვის ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც სტუმრებს პლენერში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
სამხატვრო პლენერი ხარაგაულში მეოთხედ ჩატარდა.
წელს პირველად, სპეციალურად პლენერისთვის შეიქმნა ჰიმნი, რომელიც ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცეს კომპოზიტორმა, მაიკო მაჩაბელმა და შემსრულებელმა ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა, ციური მჭედლიძემ.
ტექსტის ავტორი - ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი, იზა ვეფხვაძე.