სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dfjhndfghb_1.jpg
11/02/2019 16:55

ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებები გრძელდება

ლაშეს, ღვერკის და უჩამეთის მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის, საერთო კრებებზე პრიორიტეტები შეარჩია. ლაშეში, სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგება, მილების შეძენა და გზების მოხრეშვა გადაწყდა. უჩამეთის მოსახლეობა 10 000 ლარით შიდა საუბნო გზებს მოხრეშავს და სანიაღვრე არხებს გააკეთებს, ხოლო ღვერკის მაცხოვრებლები, ასევე 10 000 ლარით სოფლის წისქვილის რეაბილიტაციას, საუბნო გზების მოხრეშვას და გარე განათების მოწყობას გეგმავენ. საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ესწრებოდა.  იხილეთ ოქმი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/lkm.%2Cbnjm%2C.jpg
11/02/2019 16:55

კიცხისა და ბორის მოსახლეობის პრიორიტეტები

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. სოფლის კრებები კიცხში და ბორში ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის პრიორიტეტები შეარჩია.  კიცხის მაცხოვრებლებმა 16 000 ლარით, ხმათა უმრავლესობით, საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, ასევე, ავალიშვილების, ჩხიკვაძეების და გიორგაძეების უბნებისთვის წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა გადაწყვიტა.  ბორის მოსახლეობისთვის 12 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფელმა მაჭავარიანების უბანში წყლის სისტემის მოწყობას, გზების მოხრეშვას და გარე განათების სისტემის ნაწილობრივ გაკეთებას დაუჭირა მხარი. სოფლის კრებები ხარაგაულში 28 თებერვლამდე გაგრძელდება. იხილეთ ოქმი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghkhj%2Chb.jpg
11/02/2019 16:54

ხიდრის მოსახლეობა გამოყოფილი თანხით სარიტუალო სახლს მოაწყობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ვიცე-მერი არჩილ მაღრაძე უძღვებოდნენ. სოფელმა, სადაც 600-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, ერთხმად გადაწყვიტა, რომ მათთვის გამოყოფილი 16 000 ლარით, სოფელში არსებული სარიტუალო სახლი მოაწყონ. კერძოდ, შეიძინონ ინვენტარი და მოაწესრიგონ ეზო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 860 000 ლარს მიიღებს. საერთო კრებები 28 თებერვალს დასრულდება.  მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dhjkghkjjhlkj.jpg
11/02/2019 12:17

ბაბში, ქვებში, დეისსა და ჭარტალში საერთო კრებები გაიმართა

ბაბის, ქვების, დეისის და ჭარტალის მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წიადადებები საერთო კრების ფორმატში განიხლა. ბაბში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყდა, რისთვისაც 10 000 ლარი დაიხარჯება. სასაფლაოს შემოღობავენ და სასოფლო გზებს შეაკეთებენ ჭარტალშიც, მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.  ქვების მოსახლეობამ პრიორიტეტად ცენტრალური გზის გასწვრივ მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის გაკეთება, ასევე სარიტუალო დარბაზისთვის ინვენტარისა და თავშეყრის ადგილის მოსაწყობად მასალის შეძენა დაასახელა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ქვების მაცხოვრებლებმა ერთ იდეაში გააერთიანეს, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ. დეისის მოსახლეობამ, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარით შიდა გზების მოხრეშვა, წყლის სისტემის შეკეთებისთვის, სარიტუალო დარბაზისთვის, წყაროს შეკეთებისთვის, წისქვილის სახურავისა და თავშეყრის ადგილის რეაბილიტაციისთვის მასალების შეძენა გადაწყვიტა. საერთო კრებებს მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის წარმომადგენელი სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე დაესწრნენ. სხდომის ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjg.jpg
11/02/2019 12:08

ზაურ ბერაძის მორიგი გამარჯვება ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე

10 თებერვალს, ბულგარულ ბლაგოევგრადში "პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის" სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა, ოთარ თუშიშვილისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, 100%-იანი შედეგით 9 ოქროს მედლით დაასრულა ასპარეზობა. საერთაშორისო ტურნირის მონაწილე იყო ხარაგაულელი ზაურ ბერაძე, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში, 86 კგ. წონით კატეგორიაში,  აშკარა უპირატესობით, რუმინელი მიჰაი 11:0 დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავთ ზაურს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ! ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmghnc.jpg
11/02/2019 11:43

სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ“

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე)  ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერას - „მე თქვენ მიყვარხართ" გამართავს.   სპექტაკლი 14 თებერვალს, 15:00 საათზე, დაიწყება. დასწრება თავისუფალია.              
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dgyhjukl%2Cj.jpg
11/02/2019 11:16

რა პრიორიტეტები შეარჩია თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრაწყაროს, საქარიქედისა და კიცხის იგორეთის მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე მთავარ პრიორიტეტად წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა დაასახელა.  თეთრაწყაროში ვეფხვაძეების, გველესიანების, გიორგიძეების, ბერაძეების უბნებისთვის წყლის მიწოდებისთვის 12 000 ლარი დაიხარჯება. კიცხის იგორეთში ასევე წყლის პრობლემას 10 000 ლარი მოხმარდება. ამდენივე თანხა დაიხარჯება საქარიქედის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად.  სოფლის საერთო კრებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 28 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ტენდერების გამოცხადება.  სოფლის საერთო კრებებს ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, მერის წარმომადგენელი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხიკვაძე და მაჟორიტარი დეპტატი აკაკი ლურსმანაშვილი დაესწრნენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
11/02/2019 10:17

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/DSCN1731.JPG
08/02/2019 16:35

ხარაგაულის სკოლების სარეაბილიტაციოდ 200 000 ლარი გამოიყო

აღნიშნულის შესახებ 7 თებერვალს გამართულ ბიუროს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა და ბიუროს წევრებს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ შემდეგი საკითხები გააცნო. ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი-200 000 ლარი გამოეყო, ხოლო მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად  დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად - 108 743 ლარი. საბიუჯეტო ცვლილების მიზეზი გახდა ასევე, მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულება, რის საფუძველზეც, პირველ ეტაპზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს - 430 000 ლარი გამოეყო. სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ (2015-2018 წლებში) აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭიროა მუნიციპალიტეტის 2019 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთიდან, ბიუჯეტის ხარჯებში ამ ეტაპისთვის მიიმართოს 462 505 ლარი. აქედან: სახელმწიფო ფონდებით გამოყოფილი სახსრების ნაშთიდან-43 005 ლარი, რომელიც ძირითადად გზების, ხიდებისა და ბოგირების რეაბილიტაციაზეა გათვალისწინებული და საკუთარი სახსრების ნაშთი 419 500 ლარი, რომელიც  შემდეგ მიმართულებებზე გაიხარჯება: 289 700 ლარი მონიტორინგის ჯგუფის ანაზღაურებაზე მიიმართება; 7300 ლარი – ხიდ-ბოგირების შეკეთებაზე; 64 ათას ლარი – ანეულაში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე; 43 ათას ლარი – მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად; 10 ათას ლარი – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურებისთვის; 5 500 ლარი - „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ სუბსიდიაში მიიმართება – სახალხო თეატრში ერთი მსახიობის შტატის დამატების გამო. აღნიშნულ საბიუჯეტო ცვლილებას შესაბამისი კომისიები განიხილავენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები 11 თებერვლის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/IMG_5876.jpg
08/02/2019 12:42

საბავშვო ბაღებში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ ჩატარდა

დღეს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში(დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) შემავალ ყველა საბავშვო ბაღში ღონისძიება  „მამა მიკითხავს ზღაპარს“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ზღაპრები პატარებს მამებმა წაუკითხეს.  N1 საბავშვო ბაღის 3-4 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელებს, ზღაპარი გაბრიელ შარიქაძის მამამ,  ლევან შარიქაძემ , წაუკითხა. მან პატარებს ანა კატერინა ვესტლის ზღაპარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო  მანქანა“ გააცნო. პატარებს ასევე  ქართული ზღაპარი „წუნა და წრუწუნა“ წაუკითხა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ანტონმა. 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელმა კი- მოისმინეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“, რომელიც აღსაზრდელებს ერეკლე კურტანიძის მშობელმა, გივი კურტანიძემ წაუკითხა. კითხვის დასრულების შემდეგ ზღაპრის გმირები დახატა სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა და აღნიშნა, რომ მამების ჩართულობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ჩართულებით მომავალშიც არა ერთი ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.  
სრულად