სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4062.JPG
03/06/2025 14:09

საკრებულომ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ანგარიში მოისმინა

სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული   სამი საკითხი განიხილეს. საკრებულოზე,  გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრისთვის 2024 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და მრავალმხრივი აქტივობების წელი იყო. ცენტრს დაემატა შიდა ტურიზმის მიმართულება, გაიზარდა ბიუჯეტი. წლის განმავლობაში ცენტრმა მრავალფეროვანი ინიციატივებით მოიცვა კულტურის სფერო. მიუხედავად მიღწევებისა, გამოწვევები კვლავ აქტუალურია — ინფრასტრუქტურული პრობლემები, ტექნიკური რესურსის დეფიციტი და ზოგიერთი ბიბლიოთეკის არასათანადო პირობები. თუმცა ცენტრი განაგრძობს მიზანმიმართულ საქმიანობას და მზად არის, 2025 წელსაც თანმიმდევრულად განახორციელოს დაგეგმილი პროექტები, ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ანგარიშს ვრცლად გაეცანით ლინკზე   https://bit.ly/4mrCA5e  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4075.JPG
03/06/2025 13:56

სპორტის ცენტრის ანგარიში – ძირითადი შედეგები და საქმიანობის მიმოხილვა

2 ივნისს საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა,დღის წესრიგით გათვალისწინებული,   სამი საკითხი განიხილეს.   სხდომაზე,საკრებულოს წევრებმა,დადებითად შეაფასეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში საკრებულოს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ს ხელმძღვანელმა რევაზ შერგელაშვილმა წარუდგინა. ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ 2024–2025 წლების ანგარიშის ძირითადი შეჯამება   ხარაგაულის სპორტის ცენტრის 2024-2025 წლების ანგარიში მკაფიოდ ასახავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებებს, მიღწევებსა და საქმიანობის ფინანსურ და პრაქტიკულ შედეგებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ცენტრის განსაკუთრებული როლი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში და სპორტული განათლების ხელშეწყობაში.   ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი: 2024 წელს ცენტრში ფუნქციონირებდა 13 სპორტული სახეობის 24 ჯგუფი, რომელთა საქმიანობა მოიცავდა როგორც ქალაქის, ისე სოფლის ერთეულებს. ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 70 თანამშრომელი, რომელთაგან 28 მწვრთნელი იყო. 2025 წელს განხორციელებული  რეორგანიზაციის შედეგად ცენტრში ამჯერად  55 თანამშრომელი მუშაობს. მათ შორის 24 მწვრთნელია. სასწავლო პროცესში 410 მოსწავლე მონაწილეობს.   ფინანსური მიმოხილვა: 2024 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 678 500 ლარს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 546 619 ლარი – შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ოპერაციული ხარჯები – სამივლინებო, კომუნალური, საკანცელარიო და სხვა საჭიროებებისთვის – ეფექტიანად და გეგმიური თანხვედრით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ცენტრს შემოსავალი გაუჩნდა ასევე საკუთარი რესურსებიდან – სულ 9 840 ლარი (ტრენაჟორებისა და მოედნის გაქირავება და გრანტი „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან“).   საპროექტო და ღონისძიებათა მიმართულება: ანგარიში მოიცავს სპორტული ცენტრის მიერ ორგანიზებულ და მხარდაჭერილ ასზე მეტ რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებას სხვადასხვა სახეობაში – კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ძიუდო, ტაეკვონდო, ქართული ჭიდაობა, ფეხბურთი და სხვა. აღსანიშნავია სპორტსმენების წარმატებები როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. მრავალი მონაწილე დაჯილდოვდა ფულადი ჯილდოებით და საჩუქრებით, რაც სტიმულია მოზარდების მოტივაციისთვის.   სტრატეგიული თანამშრომლობები: ცენტრს გაფორმებული აქვს პარტნიორული შეთანხმება თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლასთან, რაც ადგილობრივ სპორტსმენებს დამატებით პერსპექტივებს აძლევს. ორგანიზაცია ასევე ჩართულია საერთაშორისო ტურნირებში და მხარს უჭერს პერსპექტიულ სპორტსმენთა მონაწილეობას საზღვარგარეთ.   ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ ა(ა)იპ „სპორტის ცენტრი“ წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტული განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს. ცენტრის მიზანმიმართული მუშაობა, პროფესიონალური რესურსი და ფინანსური დისციპლინა ქმნის მყარ საფუძველს, რომ ახალგაზრდობამ სპორტში საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.    სრულ ანგარიშს გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/43muyBU
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4009.JPG
03/06/2025 13:25

2 ივნისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. დეპუტატებმა განიხილეს  სამი საკითხი. საკრებულოზე, გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე :  https://bit.ly/4mrCA5e სხდომაზე,საკრებულოს წევრებმა,ასევე დადებითად შეაფასეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს: რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ს ხელმძღვანელი. ანგარიშს გაეცანით ბმულზე :  https://bit.ly/43muyBU  სხდომაზე ასევე იმსჯელეს და საკითხი დადებითად გადაწყდა.  ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501) და 22.40 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500), საერთო ფართით 31.66 კვ.მ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის პირველ იანვრამდე ვადით გადასაცემის საკითხი. საკითხის მომხსენებელი: ეკონომიკისა და ქონების მართვის უფროსი,ინგა ლურსმანაშვილი გახლდათ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2.jpg
03/06/2025 11:31

სკრინინგის განცხადება

შპს ,,როხი კომპანი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა - ხრეში) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობას და ექსპლუატაციას. წარმოგიდგენთ დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის ანგარიშს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციას პროექტთან დაკავშირებით, თანდართული დოკუმენტაციის სახით შეგიძლიათ გაეცნოთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შპს ,,როხი კომპანი“-ს სასარგებლო წიაღისეულის ( ქვიშა - ხრეში ) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის სკრინინგის  ანგარიში   თანდართული დოკუმენტაცია  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4160.JPG
03/06/2025 10:44

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხარაგაულში საზეიმო კონცერტით დასრულდა

ხარაგაულის კინოთეატრში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონცერტში წარმოდგენილი იყო ვოკალური, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული ნომრები, ასევე საგალობლები. სცენაზე შესრულდა როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ნომრები, რომლებიც ბავშვების შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლეღვნის, ბორისა და კიცხის საჯარო სკოლებთან არსებული ფოლკლორული წრის მოსწავლეებიც. კონცერტს ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი და კულტურის, ხელოვნების და ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი. მაყურებელთა შორის იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, პედაგოგები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2639.JPG
26/05/2025 20:22

26 მაისი , ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყო

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად , საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. ხარაგაულის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წევრებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. 1989 წელს სწორედ ხარაგაულთან მდებარე სოფელ ბორითთან, ტრაგიკულად დასრულდა მერაბ კოდტავას, როგორც ეროვნული გმირის სიცოცხლე, მაგრამ არა მისი ბრძოლა. „ის იყო განსაკუთრებული მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა – უშიშრად, უკომპრომისოდ და მთელი არსებით. მერაბ კოსტავა თავისი დაუღალავი ბრძოლით გვასწავლის, რომ თავისუფლება მუდმივი ბრძოლაა. ჩვენი ვალდებულებაა, ეს მუხტი თაობებს გადავცეთ და არასდროს დავკარგოთ ის სულისკვეთება, რომელიც მან დაგვიტოვა” - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3288.jpg
26/05/2025 20:22

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეროვნული გმირის,  მერაბ კოსტავას მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან,  მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა  წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას. ხარაგაულის კინოთეატრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ხარაგაულის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა  დამსწრე საზოგადოებას ცეკვისა და სიმღერის, ქართული, ტრადიციული  და თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული ნომრები წარუდგინეს. დღესვე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა და ტრადიციები წარმოაჩინეს. ღონისძიებები ჩხერის ციხეზე მსვლელობით დასრულდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bbbb.jpg
19/05/2025 12:51

დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა 2025 წლის 19 მაისს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. დასამტკიცებლად და განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: ანგარიში ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ საქმიანობაზე. მომხსენებელი: ნათია მესხი — ცენტრის მთავარი ბუღალტერი. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები და აქტივობები, მათ შორის კულტურული ღონისძიებები და შიდა ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მცდელობები.   ანგარიში ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ საქმიანობაზე. მომხსენებელი: რევაზი შერგელაშვილი — სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი. წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ჩატარებული სპორტული ღონისძიებების, ჩართულობის მაჩვენებლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.   ცვლილება სოციალური დახმარების გაცემის წესში. მომხსენებელი: ნანა კიკნაძე — მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. საკითხი შეეხებოდა 2023 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიზანია სოციალური დახმარების გაცემის წესის დახვეწა და საჭიროების მქონე პირებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.   საკითხი განსახილველად — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემა: მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი — მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. საკითხი ეხებოდა დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში, ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მდებარე ორი ოთახის (9.26 კვ.მ და 22.40 კვ.მ, საერთო ფართით 31.66 კვ.მ) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე, ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოსათვის“ სარგებლობაში გადაცემას.   ბიუროს წევრებმა თითოეულ საკითხზე გამოთქვეს რეკომენდაციები და დასვეს შესაბამისი კითხვები.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_2.png
19/05/2025 12:28

2 ივნისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 02 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: მამუკა ჭიპაშვილი ა(ა)იპ კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“- ს ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: რევაზი შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტია ცენტრი“ს ხელმძღვანელი 3. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 06 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი 4. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501) და 22.40 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500), საერთო ფართით 31.66 კვ.მ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის პირველ იანვრამდე ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ii.jpg
16/05/2025 16:38

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში სასკოლო ლიგის ფინალური იუმორისტული ფესტივალი გაიმართა ხარაგაულის კინოთეატრმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (მ.ს.კ) სასკოლო ლიგის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა. იუმორისტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 9 სკოლამ მიიღო, რომლებიც მაყურებლის წინაშე ორიგინალური მისალმების ნომრებით წარდგნენ. ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ინიციატივებს და კულტურულ ცხოვრებას აქტიურად უწევს ხელშეწყობას. ფესტივალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, ბატონი მამუკა ჭიპაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მონაწილეთა მაღალი ჩართულობით და გულშემატკივართა მხარდაჭერით ჩატარდა. იუმორისტული გუნდები სხვადასხვა ნომინაციაში პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ: საუკეთესო დებიუტი – ნინო და მარიამ ჭიპაშვილები სეზონის საუკეთესო იუმორისტი ბიჭი – რატი დევდარიანი წარმატებული დებიუტი – ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდი ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის – ბორის სკოლა-პანსიონის, მოლითის და ვარძიის საჯარო სკოლების გუნდები საუკეთესო სამსახიობო მონაცემებისთვის – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სკოლის გუნდი მაყურებლის სიმპათია – საღანძილის საჯარო სკოლის გუნდი ჟიურის სიმპათია – მეორე საჯარო სკოლისა და კიცხის საჯარო სკოლის იუმორისტული გუნდები ჟიურის და მაყურებლის სიმპათია – მესამე საჯარო სკოლის გუნდი ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მამუკა ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე, ვარლამ ჭიპაშვილი, მარინა ვეფხვაძე,ნიკოლოზ მაჭავარიანი, გივი კურტანიძე და გიორგი ჭიპაშვილი. იუმორისტული საღამო თეა ბერიძეს და ბექა ხიჯაკაძეს მიჰყავდა. ღონისძიება ახალგაზრდული ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული“ – ფარგლებში ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი გახლდათ, ახალგაზრდებში, შემოქმედებითი თვითგამოხატვის და აქტიური ცხოვრების წესის დანერგვა.
სრულად