სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0095.JPG
22/11/2024 12:56

გუგული მაღრაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება  პოლიტიკოსს, ქალბატონ გუგული მაღრაძეს მიენიჭა. ქალბატონი გუგული, საქართველოს პარლამენტის  სამი მოწვევის წევრი გახლავთ. იგი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი , კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტის დირექტორი. დაამთავრა თსუ ფსიქოლოგიის , თსუ დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის და  თსუ იურიდიული ფაკულტეტები. არის 100 მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და სამართლის ინსტიტუტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის  უნივერსიტეტის პრორექტორად, თბილისის  ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის კათედრის გამგედ, თსუ სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის  გამგედ. ამჟამად ხელმძღვანელობს თსუ კონფლიქტოლოგიის მიმართულებას.  არის მსოფლიო მეცნიერთა  პრესტიჟული ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი. წლების მანძილზე მუშაობდა აშშ-ს  პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.  საქართველოს პარლამენტში მისი ინიციატივით მიღებული იქნა  ქვეყნისთვის  საჭირო და მნიშვნელოვანი  არაერთი კანონი. მათ შორის აღსანიშნავია  კანონი „ თამბაქოს კონტროლის შესახებ,“ რომელმაც უმაღლესი  საერთაშორისო შეფასება მოიპოვა საქართველოს  პარლამენტის  მიერ  2016-2020 წლებში მიღებულ კანონებს შორის. ქალბატონი გუგულის ფესვები ხარაგაულშია. სოფელ ლეღვანში ცხოვრობდნენ გუგული მაღრაძის ბებია ევანთი შარიქაძე დ ბაბუა პინეს მაღრაძე. ყოველ ზაფხულს ატარებდა ლეღვანში და ეს ბავშვობის შთაბეჭდილებები ყველაზე ცხოვლადაა შენახული მის მეხსიერებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მისი კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტთან, რომელსაც იგი დღემდე აგრძელებს. გამორჩეულია მისი მუდმივი მხარდაჭერა ხარაგაულის კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფების და ანსამბლების მიმართ.  იგი თავისი რესურსით ყოველთვის ცდილობს გააძლიეროს ის ჯგუფები, რომლებიც ხარაგაულის ფოლკლორს და ძველ ტრადიციებს ინარჩუნებენ. კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა. საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0065.JPG
22/11/2024 12:32

პაატა კვიჟინაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, პაატა  კვიჟინაძეს პაატა კვიჟინაძე 2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ პარტიული სიით. 2016 -2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი , საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო 2020-2024 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი. დღემდე იკავებს  საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. როგორც ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ინდივიდუალურად განიხილავს ხარაგაულში მცხოვრები თითოეული მოქალაქის პრობლემას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეხმარება მათ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. აქტიურად თანამშრომლობს სამინისტროებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის. იგი მუდმივად ზრუნავს ხარაგაულის განვითარებაზე. მის სახელს უკავშირდება ხარაგაულში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ მას განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება აქვს ხარაგაულის მიმართ, მისი ბებია ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვნიდან გახლდათ. ბატონი პაატა გახლავთ ღირსეული ადამიანი,რომლის საქმიანობა და განვლილი გზა სამაგალითოა ყველა მოქალაქისთვის. მას  ჩვენი ქვეყნის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება აქვს.   კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა. საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_25.png
18/11/2024 14:08

2 დეკემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი; 2. ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე 3. ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ოთარი ბანცაძე 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი 5 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის განსათავსებლად ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_24.png
18/11/2024 14:07

19 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი: 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი; ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი; ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_22.png
15/11/2024 12:38

გიწვევთ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, დღის  12 საათზე, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე  ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერის მიერ აგზავნილი ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დარეგისტრირდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაიწყო    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლების და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოება. იხილეთ:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები , 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი .  2025 წლის ბიუჯეტის პროექტი   ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ კომისიებსა დაფრაქციებს. დოკუმენტები ასევე  საჯარო განხილვისათვის ასევე გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge და ა.ა.ი.პ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის მეშვეობით გაზეთში ,,ახალი ხარაგაული”. დაინტერესებულ პირებს დოკუმენტის ნახვა ასევე შეუძლიათ ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე განთავსებულ საინფორმაცია დაფაზე და საკრებულოს  აპარატში, მისამართზე დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15. აქვე გაცნობებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში გაიმართება შემდეგი განრიგით: 1.საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისია - 18 ნოემბერი დღის 13.00 საათი; 2.საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - 18 ნოემბერი დღის 12 საათი; 3.საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასრტუქტურის საკითხთა კომისია - 19 ნოემბერი დღის 12 საათი; 4.საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 19 ნოემბერი დღის 12 საათი; 5.საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - 18 ნოემბერი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ -დასკვნის, ხოლო საკრებულოს სხვა კომისიებმა, ფრაქციებმა, საკრებულოს წევრებმა და საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა - წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები  საკრებულოს აპარატში  არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს უნდა წარმოადგინონ.                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_21.png
15/11/2024 08:36

18 ნოემბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე , ბიუროს წევრები 19 ნოემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის და 2 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხებს განიხილავენ.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 ნოემბრის ბიუროს მორიგი სხდომის  საკითხთა ნუსხა 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის საკითხები 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 02 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხები 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე 3. ა(ა)იპ ,,ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების"- ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ოთარი ბანცაძე 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/khalkhii.jpg
12/11/2024 17:47

14 ნოემბერს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. აღწერა ორეტაპიანია. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე მონაცემების შევსება მოქალაქეებს თავად შეეძლებათ სპეციალურ ვებსაიტზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე კი საქსტატის თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავენ მოსახლეობას. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები - 2026 წლის ივნისში. აღწერის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობისა და სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ, სხვადასხვა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით. აღწერის ფარგლებში ასევე შეგროვდება ინფორმაცია, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ - მიწის სტრუქტურის, მრავალწლიანი ნარგავების და ვაზის ჯიშთა რაოდენობის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აღწერის შედეგად ხელმისაწვდომი იქნება უახლესი მონაცემები თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე. აღწერები ტარდება ქვეყნის განვითარებისთვის, გეგმებისა და პროგრამების განხორციელების ხელშესაწყობად. აღწერა ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად. საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2014 წელს ჩატარდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9130.JPG
11/11/2024 18:53

მზადება ხარაგაულობისთვის - ორშაბათის ტრადიციული თათბირის თემა

მერის ყოველკვირეულ თათბირზე სახალხო დღესასწაულის „ხარაგაულობის“ მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიებისთვის მზადება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი მიზანია,  „ხარაგაულობა“ ყველასთვის დაუვიწყარ დღედ იქცეს. გეგმაშია, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენები, მრავალფეროვანი კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხარაგაულის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს წარმოჩენს. მერის განცხადებით, ხარაგაული მრავალ სტუმარს ელოდება, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საინტერესო და შთამბეჭდავი გარემოს შექმნას. დღესასწაულზე მერიის შესაბამისი სამსახურები და აიპები თავიანთ რესურსებს თემატურად და საინტერესოდ დაგეგმილი ღონისძიებების სახით წარმოადგენენ, რაც ღონისძიებას დამატებით მრავალფეროვნებას შესძენს. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ადგილობრივი თემებისა და სოფლების  აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რაც დღესასწაულს უფრო მასშტაბურსა და შინაარსიანს გახდის.განიხილეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფის საკითხი. აღინიშნა, რომ დღესასწაული ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე მეწარმეების საქმიანობის წარმოჩენას. ხარაგაულობა წელს მესამედ იმართება. წინა წლების გამოცდილება გვაძლევს საფუძველს, რომ დღესასწაული წელსაც წარმატებული და შთამბეჭდავი იქნება. ,,ხარაგაულობის“ სახალხო დღესასწაულის ჩატარების ზუსტი რიცხვი , უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ინფორმაციას ღონისძიების შესახებ, ჩვენი ოფიციალური გვერდიდან შეიტყობთ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/jhsbjl_2.jpg
04/11/2024 20:18

საკრებულოს სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ესწრებოდა.   ეკონომიკისა და ქონების მართვა  – მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა, დეპუტატებს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე   https://bit.ly/4hfgGj2    ახალგაზრდების განათლება და კულტურა – „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელმა, ლალი ალექსიძემ, დეპუტატებს სკოლის მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე   https://bit.ly/4hbiyZY    საფინანსო საკითხები  – სხდომაზე განიხილეს მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში. სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, დეპუტატებს მიმდინარე საბიუჯეტო მიღწევები და სამომავლო გეგმები წარუდგინა. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე    https://bit.ly/3Nxjlqw  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/zdfzv_1.JPG
31/10/2024 17:42

2024 წელს, სოფელ ღორეშაში გზების რეაბილიტაციისთვის 823 ათას 222 ლარი დაიხარჯა

ს ოფელ ღორეშაში,  მიმდინარე წელს 823 ათას 222 ლარის სამუშაოები შესრულდა: ბეტონის საფარი სოფლის 4 უბანში, საერთო ჯამში 2 ათას 920 მეტრზე დაიგო. ხარაგაული, 2024 წლის ბოლომდე რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით , 43 პროექტს განახორციელებს 35 პროექტი უკვე დასრულებულია 8 – აქტიურად მიმდინარეობს გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება , როგორც უკვე განხორციელებულ, ასევე დაგეგმილ პროექტებზე. ჩვენთვის, თქვენი უკუკავშირი მნიშვნელოვანია! ერთად შევქმნათ უკეთესი ინფრასტრუქტურა! გაუზიარეთ ჩვენი პოსტი მეგობრებს!  
სრულად