სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_5.png
14/07/2023 12:13

17 ივლისის ბიუროს მორიგი  სხდომა გაიმართება

  სხდომაზე ბიუროს წევრები იმ საკითხებზე მოისმენენ ინფორმაციას, რომელიც განსახილველად, საკრებულოს წევრებს, 7 აგვისტოს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე  წარედგინებათ.             საკითხთა ნუსხ ა   .ა(ა)იპ  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის         შესახებ  მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა              კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: შმაგი ხიჯაკაძე                                                                                                                     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება                       ,,ხარაგაული- 2011- ის“ დაშლის   მიზანშეწონილობის თაობაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის                        მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ            მომხს: მარინე კვინიკაძე             ინგა თურქაძე                                                                                                                           ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N36.10.39.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 7362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 20 წლით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმა) გადაცემის მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                                                   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე N36.01.31.1987 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 50 წლით სსიპ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლისთვის სარგებლობის უფლებით (აღნაგობის ფორმა) გადაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ--გვერდის მიერ დებულებით განსაზღვრული დანიშნულების შესასრულებლად გაწეული საქმიანობის შესახებ  მომხს: ინგა ბერაძე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“     განცხადების განხილვის შესახებ                                                               მომხს: დავით კიკნაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC9291.jpg
13/07/2023 13:07

კობა ლურსმანაშვილი: 100 ათას ლარიანი გრანტი, ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის

11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა  სასტუმრო „სტამბაში“. ღონისძიებაზე ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულში  CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას. 100 ათასი ლარის ღირებულების საგრანტო  პროექტი ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ფუნქციურ გაძლიერებას და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს. ,,მინდა გამოვხატო ჩემი დიდი მადლიერება ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიმართ, ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ტექნიკური აღჭურვილობით განვაახლოთ ინოვაციების ცენტრი, რომელიც 2016 წელს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ხარაგაულში აშენდა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ახალი ტექნიკით აღჭურვილი ინოვაციების ცენტრი, რაც  ხარაგაულელი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში  დიდ როლს შეასრულებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას.ეს იქნება გარემო, სადაც დაინტერესებული პირები წვდომას  მიიღებენ   ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ყველაზე მოთხოვნად მომავლის პროფესიებზე“- განაცხადა, სიტყვით გამოსვლისას, კობა ლურსმანაშვილმა. ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.  პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ. ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა; გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისტმანმა; GIZ - საქართველოს რეგიონალურმა დირექტორმა სანდრა, შენკემ და GIZ - ის პროექტის CESL მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.   ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.              
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5566asfd5sfgweffzxcvc.jpg
13/07/2023 10:26

ხარაგაული ახალი სამწლიანი პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტია

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) პრეზენტაციას დაესწრო. ხარაგაული 8 წარმატებულ მუნიციპალიტეტთან ერთად ახალი სამწლიანი პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტია. აღნიშნული პროექტის კონცეფციას და მიზანს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესება და ადგილობრივი და ეროვნული ჩარჩოს დახვეწა წარმოადგენს. ახალი სამწლიანი პროექტის ფარგლებში შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტს შორის ხარაგაული, ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაცემული დადებითი შეფასებების და მათთან წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე მოხვდა. პროექტის პრეზენტაციისას , ხარაგაულის მერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და მუნიციპალიტეტის მაგალითზე ადგილობრივი ფინანსების მართვის სფეროში აქამდე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო საჭიროებებზე ისაუბრა. ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს შედეგზე ორიენტირებულ, გენდერულად სენსიტიურ და მონაწილეობით საბიუჯეტო პროცესებს ადგილობრივ დონეზე. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, გერმანიის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ლიდია ქრისთმანი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/359027513_234413252749542_2201744436446266879_n.jpg
11/07/2023 17:22

სამოქალაქო ბიუჯეტის იდეებზე ხმის მიცემა 16 ივლისს დასრულდება

„სამოქალაქო ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში ხმის მიცემის ეტაპზე ამ დროისთვის შემოსულია 5866 ხმა. ხმის მიცემის პროცესი, მოქალაქეების მხრიდან დიდი დაინტერესების და ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს. ხარაგაულის მერია მადლობას გიხდით პროექტის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის და თქვენთან ერთად ინტერესით ელოდება ვისი იდეა გაიმარჯვებს საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში.   ხმის მიცემის ეტაპზე გამარჯვებისთვის 19 იდეა იბრძვის. ეს პროექტებია: სოფელ მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის მოწყობა - გურამ შველიძე სოფელ ბორში გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობა - თამთა პავლაძე სოფელ საბეში გამოქვაბულში ასასვლელი კიბისა და მის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა - ლელა ბაბლიძე სოფელ ბორითში დასასვენებელი სივრცის მოწყობა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის - ნიკა გორგაძე სოფელ ლეღვნის ცენტრში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა - თამაზ მაღრაძე სოფელ ბორითში ინოვაციური სივრცის მოწყობა - გურამ კურტანიძე სოფელ ღორეშაში ,,პაპულიას წყაროს“ რეაბილიტაცია - თორნიკე კურტანიძე სოფელ ვარძიაში ახალგაზრდული სკვერის და მემორიალური სივრცის მოწყობა - გაგა ბედიაშვილი მინი-სტადიონის მოწყობა სოფელ წყალაფორეთში -ანა ნიქაბაძე დაბა ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა - დიმა ჩიკვაიძე დაბა ხარაგაულში ჭავჭავაძის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა - ხათუნა თურქიშვილი სოფელ ხიდარში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მემორიალური დაფის მოწყობა - ლევან დოლიკაშვილი სოფელ ხუნევის ტერიტორიაზე საბავშო სკვერის მოწყობა - მარიკა ლომიძე გედსამანიის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობა - რუსუდან ჩადუნელი სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში წყაროს რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა - ალექსი კიკნაძე სოფელ თეთრაწყაროში სკვერში არსებულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მინი სტადიონის მოწყობა - ელგუჯა ბანცაძე ღია სპორტული ტრენაჟორების მოწყობა სოფელ ნადაბურში - ნინო ლომიძე მოლითში შეხვედრებისთვის დარბაზის რებილიტაცია - იოსებ კიკნაძე სოფელ ნებოძირში სკვერის მოწყობა - ნინო ტალახაძე თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, იმოქმედოთ, რომ თქვენმა იდეამ გაიმარჯვოს. თქვენთის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ https://bit.ly/3VQ834d ხმის მიცემა 16 ივლისს, 24:00 საათზე, დასრულდება!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45d6g56s65r5wg.jpg
10/07/2023 18:04

კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა რეგიონალური განვითარების და სოფლის მხარდაჭერის ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო ასევე სტიქიის დროს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას. როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვინც სტიქიამ დააზარალა მერიის სოციალური პროგრამებიდან გაეწევათ დახმარება. თათბირს მერის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში, ვალოდა კელენჯერიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მარიამ იჩქიტიძე ესწრებოდა, რომელთაც მერის წარმომადგენლებს ვენახების კადასტრის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც ვალოდა კელენჯერიძემ აღნიშნა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ვენახების ეროვნული საკადასტრო სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო, რომლის მიზანი ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნა და მისი საშუალებით ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტების მონიტორინგია. პროგრამის განხორციელება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს - ადგილმდებარეობის რუკების მომზადება, მათზე ვენახების იდენტიფიკაცია, ვენახებსა და მევენახეების შესახებ ინფორმაციის შეკრება. მევენახეობის კადასტრში მევენახის რეგისტრირება სავალდრლებულოა ყველა მევენახისთვის. ხოლო მარნებს ეზღუდებათ უფლება, შეისყიდოს არარეგისტრირებული მევენახიდან ყურძენი და აწარმოონ ღვინო შიდა თუ საექსპორტო ბაზრებზე გასაღებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მივა და მევენახეებიდან პირადად მიიღებს ინფორმაციას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4744.JPG
06/07/2023 12:58

კობა ლურსმანაშვილმა პაატა კვიჟინაძესთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე იმსჯელა

ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის დროს დაზიანებული, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. როგორც საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები შეაფასებენ. ,, დიდი ალბათობით დასანგრევი იქნება სარეპეტიციო დარბაზი, გაკეთდება მდინარის ახალი ჯებირის პროექტი, რომლის დაფინანსება რეგიონალური განვითარების ფონდის სტიქიის მიმართულებიდან მოხდება" - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/55dfasf45.JPG
05/07/2023 16:52

იზა ვეფხვაძემ იმერეთის რეგიონში მოქმედ გიდებს ხარაგაულის ტურისტული პოტენციალი გააცნო

DMO იმერეთის ინიციატივით, ხარაგაულის  ტურისტული პოტენციალის გაცნობის და პოპულარიზაციის მიზნით, იმერეთის რეგიონში მოქმედი გიდებისთვის  ტრენინგი გაიმართა.   შეხვედრის სპიკერი რეზო თაბუკაშვილის სახელობის „ლიტერატურული თეატრის“ ხელმძღვანელი, მწერალი იზა ვეფხვაძე გახლდათ.   ტრენინგზე იზა ვეფხვაძემ   ხარაგაულის კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ვრცლად ისაუბრა და თითოეული სოფლის ღირსშესანიშნაობები დეტალურად მიმოიხილა.   იზა ვეფხვაძე: „შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა. მაქსიმალურად ვეცადე მსმენელისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ხარაგაულის ღირსშესანიშნაობებზე, მისი ბუნების მშვენიერებაზე, მრავალფეროვნებაზე, ტრადიციებსა და კულტურაზე. სათითაოდ განვიხილეთ და ვისაუბრე ტერიტორიული ერთეულების და იქ მდებარე ისტორიული ძეგლების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბუნებრივი წიაღისეულის და ბუნების შესახებ. მსმენელები დიდი ინტერესით გაეცვნენ და დაინტერესება გამოხატეს ხარაგაულზე შექმნილი წიგნების მიმართ. დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ უმრავლესობა კარგად იცნობდა ხარაგაულს და ძალიან დადებითი ემოციებით საუბრობდნენ ხარაგაულის შესახებ. ბუნებრივია, ჩემი სამსაათიანი ლექცია-საუბარი ხარაგაულზე ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ხარაგაულზე და ხარაგაულელების მიერ შექმნილი ლექსები არ გამეცნო მათთვის. მსმენელებმა გამოხატეს სურვილი ტურისტულ ჯგუფებთან ერთად ეწვიონ ხარაგაულს, უფრო ახლოს გაიცნონ და ისიამოვნონ იმ მრავალფეროვნებით და ისტორიით, რომელსაც ხარაგაულის ინახავს. ცალკე მინდა აღვნიშნო იმ არაჩვეულებრივი , საქმიანი გარემოს და ადამიანების შესახებ, რომელსაც მშვენიერი, ნიჭიერი და DMO იმერეთის  ხელმძღვანელი მარი დევიძე უდგას სათავეში.  გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ხარაგაულს  პოტენციალი ტურიზმის განვითარების ნამდვილად გააჩნია. ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული, სიღრმისეული, კოორდინირებული და გააზრებული მუშაობაა საჭირო პროფესიონალებთან და ასევე სოფლის მოსახლეობასთან, სადაც ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივები არსებობს.“   DMO იმერეთის  ხელმძღვანელი მარი დევიძე: „2022 წელს ჩვენ მოვიარეთ იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი, შევხვდით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, პედაგოგებს, ხელოვანებს, მუზეუმების მეცნიერ-მუშაკებს, იმ ადამიანებს რომლებიც ფლობენ დიდ ინფორმაციას და ქმნინ ამინდს მუნიციპალიტეტში. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა მუნიციპალიტეტების თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ იმერელი გიდებისათვის ტრენინგების ჩატარების შესახებ. თავის დროზე ჩვენც მოვიხიბლეთ ქალბატონი იზა ვეფხვაძის გულწრფელი სიყვარულით მშობლიური ადგილების მიმართ და ამ სიყვარულის არაჩვეულებრივად გადმოცემის უნარით. დაიგეგმა და წარმატებით ჩატარდა ტრენინგი-ლექცია ხარაგაულის შესახებ და სულაც არ გაგვკვირვებია, რომ ჩვენს მიერ მოწვეული გიდებიც აღფრთოვანებული დარჩნენ მისი პრეზენტაციით.“   DMO იმერეთის ორგანიზებით, გიდების დაინტერესების მიზნით, შემდეგი გასვლითი შეხვედრა ხარაგაულში გაიმართება. 2023-07-05
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/358129672_226327626987335_7908383015892904558_n_1.jpg
05/07/2023 16:52

ხარაგაულის სახალხო თეატრი ორი მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2023“ -ი საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის სახალხო თეატრი ორი მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ირინე ჩხეიძეს ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის და ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა ფესტივალზე, დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით, სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში" წარადგინა. ფესტივალის გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრი გახდა. რეჟისორ მარიამ სიხარულიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ,,უსამშობლო კაცი” ფესტივალზე აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო ფესტივალზე მოქმედი გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრია. რეჟისორ მარიამ სიხარულიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ,,უსამშობლო კაცი” ფესტივალზე აღიარება მოიპოვა. პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 15 სპექტაკლი, მათ შორის, ქართველ მაყურებელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს იტალიის, ქალაქ ნაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრებმა. პროექტს უკვე 14-ე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მინიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/556asdag5df.jpg
05/07/2023 15:32

კობა ლურსმანაშვილთან ერთად სახვლარის ეკო სოფლის კონცეფციაზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ნაკრესის სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორს, ნათია მულაძეს შეხვდა. ნათია მულაძემ მერს სახვლარის, როგორც ეკოსოფლის კონცეფციის შემუშავების იდეა გააცნო.  პროექტს სახეწოდებით ,,გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება ეკო სოფლის კონცეფციის შემუშავებით და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიით სოფელ სახვლარში” ნაკრესი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის ძირითადი ამოცანებია - სოფელ სახვლარის თემის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების მართვაში „ეკოსოფლის“ კონცეფციის შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით და სოფელ სახვლარის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.  კობა ლურსმანაშვილმა პროექტის იდეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ხარაგაულის მერია შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთვება.  ნათია მულაძემ მადლობა გადაუხადა მერს პროექტის მიმართ გამოხატული დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ეკო სოფლის კონცეფცია განსახორციელებლად ხარაგაულის მერიას გადმოეცემა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე, ტარიელ ხიჯაკაძე და ნეკრესის საველე ოფიცრები, შოთა გოლუბიანი და ჯონი კევლიშვილი .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa45gsafw.jpg
03/07/2023 20:28

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა. თათბირზე   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.   კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს მოქალაქეებთან უფრო მეტ კოორდინაციისა და პრობლემურ საკითხებზე ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდა . შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მწუხარება გამოთქვა, სტიქიის დროს, იური ქურდაძის   გარდაცვალების გამო და ოჯახს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვა. თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდა.                  
სრულად