სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd_1_1.png
18/08/2023 18:08

21  აგვისტოს  ბიუროს    მორიგი   სხდომა გაიმართება  

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 აგვისტოს ბიუროს   მორიგი  სხდომის საკითხთა ნუსხა              ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადების განხილვის შესახებ   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.jpg
16/08/2023 13:52

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს  სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით,  დადებითი რეკომენდაცია გაეწია  და მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა ერთ პირს. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.   ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი. გახლავთ.  მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ სულაქველიძე;    სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი ნინო ფერაძე;   საბჭოს წევრები:   ინგა თურქაძე - შიდა აუდიტისა და მონიტორიგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი გივი თხელიძე - მერის მრჩეველი     შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.   ოქმი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6251.JPG
14/08/2023 13:53

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 ხარაგაულის მერმა ,  კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის ძირითადი თემა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაციის მოსმენა, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და პროგრამის ზოგადი ანალიზი გახლდათ. თათბირის მიმდინარეობისას, ხარაგაულის მერმა, საკადრო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.  საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კობა ყრუაშვილი გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც ამ დრომდე მერიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. ,,კობა ყრუაშვილს  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. ის კარგად იცნობს თემის საჭიროებებს და მუშაობის სპეციფიკა მისთვის ნაცნობია" - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.  გოგა კიკნაძე, რომელიც ამ დრომდე  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა,  მერიის სოციალურ სამსახურში, ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში გააგრძელებს საქმიანობას. ხარაგაულის მერმა თათბირზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც ხარაგაულის მერიამ 2023 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების 100 პროცენტიანი შესრულებისთვის გასწია.  თათბირს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის მრჩევლები ესწრებოდნენ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/charkviani_featured.jpg
02/08/2023 15:12

ხარაგაულის მერია მოხელის კარიერის მართვას ახორციელებს

ხარაგაულის მერია, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი-ს ვაკანსიაზე  საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 47-ე მუხლისა და 48-ე მუხლის  შესაბამისად ჰორიზონტალურ გადაყვანას ახორციელებს.   განაცხადის წარდგენის ვადა 2 სამუშაო დღე (წინამდებარე ინფორმაციის განთავსებიდან). განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ელექტრონულ ფოსტაზე:  Kharagauli.meria.kancelaria@ gmail.com
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/colaje.jpg
02/08/2023 13:37

გიმნაზიის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა,  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს: თაკო სებისკვერაძე - 54 ქეთევან მანჯავიძე - 53 დათო ლომსაძე - 51 გიორგი კალანდაძე - 51 თედო სებისკვერაძე - 50 ქრისტინე ლაცაბიძე - 50 ლუკა იჩქიტიძე - 50 ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება დაიმასახურეს: ქეთევან მანჯავიძე - 67 თედო სებისკვერაძე - 66 თაკო სებისკვერაძე - 61 ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ულოცავს თავის მოსწავლეებს მიღებულ მაღალ შეფასებებს. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/download_2.jpg
01/08/2023 15:00

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ისევ გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ24+620 - კმ50+244 მონაკვეთის (სექცია - 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 12 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 15 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 89’ 754’ 412.00 ათასი ლარია. ,,ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება24 (ოცდაოთხი) თვეში უზრუნველყოს. კომპანია ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით”- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5912.JPG
31/07/2023 16:09

 ოთარ ბანცაძე დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორად დაინიშნა

ხარაგაულის მერმა, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლებს  ახალი ხელმძღვანელი   წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას ოთარ ბანცაძე უხელმძღვანელებს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს არის აიპი, რომლიც ბიუჯეტი 2 მილიონ ლარამდეა, შესაბამისად აქ დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა შრომითი რესურსის გამოყენებას სწორი მენეჯმენტი სჭირდება. დარწმუნებული ვარ ოთარ ბანცაძეს აქვს  შესაძლებლობა რომ ეს ორგანიზაცია ერთ-ერთ წარმატებულ და გამორჩეულ სამსახურად აქციოს . ვფიქრობთ, ადმინისტრირების კუთხით დაინერგოს ახალი პროგრამები, შემუშავდეს მუშაობის ახალი სტრატეგია , რომელსაც ახალი ხელმძღვანელი თავისი გამოცდილებით, თანამშრომლებთან ერთად კარგად გაართმევს თავს. “  ოთარ ბანცაძე დღემდე ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის,  ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.  შეხვედრაზე, ხარაგაულის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ზაზა კაციტაძეს, რომელიც ამ დრომდე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. ზაზა კაციტაძე ახალი საკადრო ცვლილებების შემდეგ დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს. ახალი დირექტორის წარდგენას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. ოთარ ბანცაძე საქმიანობას დღეიდან შეუდგება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd_1.png
25/07/2023 11:05

7  აგვისტოს  საკრებულოს მორიგი    სხდომა გაიმართება

  სხდომა 10 საათზე დაიწყება. საკრებულოს წევრებს განსახილველად 9 საკითხი წარედგინებათ                                                                                         დღის წესრიგი .ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის       შესახებ                                                                                                     მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა              კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: შმაგი ხიჯაკაძე                                                                                                                ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება                       ,,ხარაგაული- 2011- ის“ დაშლის   მიზანშეწონილობის თაობაზე  ხარაგაულის                    მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ                                                     მომხს: მარინე კვინიკაძე             ინგა თურქაძე                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში მდებარე ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის  (საკადასტრო კოდით N36.10.39.315)  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის 20 წლის ვადით,უსასყიდლოდ,  სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით გადასაცემად  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ.    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე)             მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1636 კვ.მ არასასოფლო-            სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით N36.01.31.1987)  50 წლის          ვადით  სსიპ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლისთვის უსასყიდლოდ,  სარგებლობის უფლებით,            აღნაგობის ფ ორმით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის         მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                                                                                        გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საგრანტო კონკურსში წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი იდეის მოწონების შესახებ მომხს:   პეტრე შარიქაძე                                                                                                                     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N69. 69230812 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს:   პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023 – 2024 წლის სამოქმედო  გეგმის   დამტკიცების შესახებ                                        მომხს:   დავით კიკნაძე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  განცხადების განხილვის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე                                                                                    ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ--გვერდის მიერ დებულებით განსაზღვრული დანიშნულების შესასრულებლად გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                                                                                 მომხს: ინგა ბერაძე     საკრებულოს თავმჯდომარე: მანანა ბარბაქაძე                                                                                                                       
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/22c231395866d8949cbb2140b5002843.jpg
20/07/2023 18:47

24 ივლისს ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

24 ივლისს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართება. აქციას ორგანიზებას  ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი და ადგილობრივ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური გაუწევს. ,,ბატონო კობა, მოგმართავთ თხოვნით, გაგვიწიოთ დახმარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უსაფრთხო სისხლის უანგარო დონაციის აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით“- ვკითხულობთ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მიერ გამოგზავნილ წერილში. ,,მოგეხსენებათ, ქვეყანაში სიმწვავეს არ კარგავს უსაფრთხო სისხლის მარაგების პრობლემა. სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის: ონკოპაციენტებს, მელოგინე დედებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ავტოავარიაში დაშავებულ პირებს, პაციენტებს ტრავმებით, დამწვრობებითა და მოტეხილობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთერთი პრიორიტეტი და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შეუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხისმომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს.სისხლის უანგარო დონაცია უნდა იქცეს გარკვეულ რუტინულ პროცესად და ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მუდმივად ამ პროცესში ჩართული” - ნათქვამია წერილში. ხარაგაულის მერია მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ კეთილი ნება და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაერთოთ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. აქცია 24 ივლისს 11 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5696.JPG
20/07/2023 18:46

დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე. ბიუროს წევრებმა შემდეგი საკითხები განიხილეს:   გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საგრანტო კონკურსში წარსადგენად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი იდეის მოწონების შესახებ მომხს: ოთარ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მარტის N69. 69230812 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარ ბანცაძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023 – 2024 წლის სამოქმედო გეგმისა დამტკიცების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე   აღნიშნული საკითხები დაემატება დღის წესრიგს, რომელიც 7 აგვისტოს, საკრებულოს მორიგ სხდომაზე განსახილველად, საკრებულოს წევრებს, წარედგინებათ.                 საკითხთა ნუსხა     .ა(ა)იპ  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის        შესახებ   მომხს: ალექსანდრე ტაბატაძე       ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა             კომისიის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: შმაგი ხიჯაკაძე                                                                                                                         ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება                      ,,ხარაგაული- 2011- ის“ დაშლის   მიზანშეწონილობის თაობაზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის                         მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ             მომხს: მარინე კვინიკაძე              ინგა თურქაძე                                                                                                                            ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული N36.10.39.315 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 7362 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 20 წლით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმა) გადაცემის მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                                                      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე N36.01.31.1987 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 50 წლით სსიპ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლისთვის სარგებლობის უფლებით (აღნაგობის ფორმა) გადაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი       ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ--გვერდის მიერ დებულებით განსაზღვრული დანიშნულების შესასრულებლად გაწეული საქმიანობის შესახებ    მომხს: ინგა ბერაძე   დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“    განცხადების განხილვის შესახებ                                                                მომხს: დავით კიკნაძე    
სრულად