სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/359027513_234413252749542_2201744436446266879_n.jpg

სამოქალაქო ბიუჯეტის იდეებზე ხმის მიცემა 16 ივლისს დასრულდება

„სამოქალაქო ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში ხმის მიცემის ეტაპზე ამ დროისთვის შემოსულია 5866 ხმა.

ხმის მიცემის პროცესი, მოქალაქეების მხრიდან დიდი დაინტერესების და ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს.

ხარაგაულის მერია მადლობას გიხდით პროექტის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის და თქვენთან ერთად ინტერესით ელოდება ვისი იდეა გაიმარჯვებს საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში.

 

ხმის მიცემის ეტაპზე გამარჯვებისთვის 19 იდეა იბრძვის.

ეს პროექტებია:

სოფელ მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის მოწყობა - გურამ შველიძე

სოფელ ბორში გასართობ-დასასვენებელი სივრცის მოწყობა - თამთა პავლაძე

სოფელ საბეში გამოქვაბულში ასასვლელი კიბისა და მის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა - ლელა ბაბლიძე

სოფელ ბორითში დასასვენებელი სივრცის მოწყობა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის - ნიკა გორგაძე

სოფელ ლეღვნის ცენტრში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა - თამაზ მაღრაძე

სოფელ ბორითში ინოვაციური სივრცის მოწყობა - გურამ კურტანიძე

სოფელ ღორეშაში ,,პაპულიას წყაროს“ რეაბილიტაცია - თორნიკე კურტანიძე

სოფელ ვარძიაში ახალგაზრდული სკვერის და მემორიალური სივრცის მოწყობა - გაგა ბედიაშვილი

მინი-სტადიონის მოწყობა სოფელ წყალაფორეთში -ანა ნიქაბაძე

დაბა ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა - დიმა ჩიკვაიძე

დაბა ხარაგაულში ჭავჭავაძის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა - ხათუნა თურქიშვილი

სოფელ ხიდარში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მემორიალური დაფის მოწყობა - ლევან დოლიკაშვილი

სოფელ ხუნევის ტერიტორიაზე საბავშო სკვერის მოწყობა - მარიკა ლომიძე

გედსამანიის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობა - რუსუდან ჩადუნელი

სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში წყაროს რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა - ალექსი კიკნაძე

სოფელ თეთრაწყაროში სკვერში არსებულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მინი სტადიონის მოწყობა - ელგუჯა ბანცაძე

ღია სპორტული ტრენაჟორების მოწყობა სოფელ ნადაბურში - ნინო ლომიძე

მოლითში შეხვედრებისთვის დარბაზის რებილიტაცია - იოსებ კიკნაძე

სოფელ ნებოძირში სკვერის მოწყობა - ნინო ტალახაძე

თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ დრო, იმოქმედოთ, რომ თქვენმა იდეამ გაიმარჯვოს.

თქვენთის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ

https://bit.ly/3VQ834d

ხმის მიცემა 16 ივლისს, 24:00 საათზე, დასრულდება!

 

ნანახია: 500 - ჯერ