სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4744.JPG

კობა ლურსმანაშვილმა პაატა კვიჟინაძესთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე იმსჯელა

ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის დროს დაზიანებული, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

როგორც საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები შეაფასებენ. ,, დიდი ალბათობით დასანგრევი იქნება სარეპეტიციო დარბაზი, გაკეთდება მდინარის ახალი ჯებირის პროექტი, რომლის დაფინანსება რეგიონალური განვითარების ფონდის სტიქიის მიმართულებიდან მოხდება" - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

 

ნანახია: 467 - ჯერ