სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45d6g56s65r5wg.jpg

კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერმა რეგიონალური განვითარების და სოფლის მხარდაჭერის ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.

საუბარი შეეხო ასევე სტიქიის დროს დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას. როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვინც სტიქიამ დააზარალა მერიის სოციალური პროგრამებიდან გაეწევათ დახმარება.

თათბირს მერის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში, ვალოდა კელენჯერიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მარიამ იჩქიტიძე ესწრებოდა, რომელთაც მერის წარმომადგენლებს ვენახების კადასტრის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც ვალოდა კელენჯერიძემ აღნიშნა, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ვენახების ეროვნული საკადასტრო სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო, რომლის მიზანი ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნა და მისი საშუალებით ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტების მონიტორინგია.

პროგრამის განხორციელება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს - ადგილმდებარეობის რუკების მომზადება, მათზე ვენახების იდენტიფიკაცია, ვენახებსა და მევენახეების შესახებ ინფორმაციის შეკრება.

მევენახეობის კადასტრში მევენახის რეგისტრირება სავალდრლებულოა ყველა მევენახისთვის. ხოლო მარნებს ეზღუდებათ უფლება, შეისყიდოს არარეგისტრირებული მევენახიდან ყურძენი და აწარმოონ ღვინო შიდა თუ საექსპორტო ბაზრებზე გასაღებისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მივა და მევენახეებიდან პირადად მიიღებს ინფორმაციას.

 

ნანახია: 487 - ჯერ