დღეს 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
გამარჯვებული მესამე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
მესამე საჯარო სკოლა , 2023 წლის გაზაფხულზე, რეგიონულ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა.
საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო.
თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.