სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16_1_1.png
09/09/2024 17:08

11 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის                                                                     დღის წესრიგი 1. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N61ა-ში მდებარე 36.01.33.048.01.500 საკადასტრო კოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის მე-2 სართულზე არსებული 33.30 კვ.მ , 24,98 კვ.მ და 5.55 კვ.მ ფართის 3 საოფისე ოთახი, საერთო ფართით 74.38 კვ.მ. სსიპ სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202504753) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილებისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში მდებარე, 36.01.33.046 საკადასტრო კოდით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში არსებული 11,31 კვ.მ ფართის 1 ოთახის სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 1 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.     მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის N69. 69241345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმის, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                                          თანამომხს: მარინე კვინიკაძე 5.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133721 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე                                                                                                       მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 6. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133718 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე                                                                                                  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 7. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                   მომხს: ზურაბი ბანცაძე საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე                                                
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_17.png
06/09/2024 13:02

9 სექტემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. N61ა-ში მდებარე 36.01.33.048.01.500 საკადასტრო კოდით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობის მე-2 სართულზე არსებული 33.30 კვ.მ , 24,98 კვ.მ და 5.55 კვ.მ ფართის 3 საოფისე ოთახი, საერთო ფართით 74.38 კვ.მ. სსიპ სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202504753) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილებისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2. ხარაგულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15-ში მდებარე, 36.01.33.046 საკადასტრო კოდით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე, მარჯვენა ფლიგელში არსებული 11,31 კვ.მ ფართის 1 ოთახის სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, 1 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ36.03.37.501) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) შპს ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალსათვის საქართველოში“ პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის N69. 69241345 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5. ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმის, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი თანამომხს: მარინე კვინიკაძე 6.„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133721 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 7. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 69.692133718 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ბიუროზე განხილულ საკითხებს , საკრებულოს წევრები , 11 სექტემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%94%E1%83%A1.jpg
05/09/2024 17:05

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030-ის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურის შესახებ

ყურადღება გთხოვთ გაეცნოთ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილს, რომელიც ეხება „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030“პროექტის სკრინინგის პროცედურაზე წარმოდგენას. წერილი - საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030-ის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურის შესახებ      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6512.JPG
02/09/2024 16:35

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა

დღეს ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა  2024 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა საკრებულოს წევრებს. მომხსენებლის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შემოსულობების გეგმა 13 677,7 ათასი ლარით განისაზღვრა. ფაქტიურად მუნიციპალიტეტმა ექვს თვეში  17 237,8 ათასი ლარის შემოსულობები მიიღო, შემოსულობების ექვსი თვის გეგმა შესრულებულია 126,0 % -ით, ხოლო წლიური გეგმა 76,1 % -თ. ამასთან, გასული წლის შესაბამისი პერიოდის შემოსულობებს მიმდინარე წლის ფაქტიური შემოსულობები 7 293,4 ათასი ლარით აღემატება. ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს ბიუჯეტის შემოსულობები და გასავლის ნაწილში გაწეული ხარჯები დეტალურად გააცნო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ 2024 წლის ექვს თვეში დაგეგმილი 15 887,6 ათასი ლარის ხარჯებიდან დაფინანსებულია 13 138,8 ათასი ლარის ხარჯები, დაგეგმილის 82,7 %. ხოლო წლიური 25 536,5 ათასი ლარიდან - 51,5 % ვრცლად ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შედეგების განხილვის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე  https://bit.ly/3Xbj9Bx დღეს გამართულ სხდომაზე,  საკრებულოს წევრებს ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  https://bit.ly/4fVI3hd ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, კოლეგებს ანგარიში გააცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა.  ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  https://bit.ly/3T02S14    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16_1.png
30/08/2024 12:52

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე წარმართავდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე   საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შერჩეულ ადგილებს და პარლამენტის საარჩევნო  სააგიტაციო მასალების განთავსების ლოკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ  ბმულებზე.    საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების ჩამონათვალი ადმინისტრაციულ ერთეულებში არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გამოსაფენად ადგილების ჩამონათვალი     შეხვედრების განკარგულება   სააგიტაციო მასალების განკარგულება            
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture_3.JPG
29/08/2024 17:42

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით ზომავს და არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომელთა აზომვა ვერ მოხერხდა მეპატრონეების ადგილზე არ ყოფნის ან/და სხვა მიზეზების გამო, სააგენტო აუცილებლად დაუბრუნდება ყველა დაურეგისტრირებელ/აუზომელ მიწის ნაკვეთს, სისტემური რეგისტრაციის გაწერილი გეგმა-გრაფიკის დასრულების შემდგომ. ხარაგაულში , სააგენტოს საველე ჯგუფების მუშაობა მიმდინარეობს ლაშის,  ბაზალეთის და სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დღეს საველე ჯგუფები შევიდნენ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისასა და მაქათუბანში. ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება.  პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება.  საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის. დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_16.png
29/08/2024 12:42

29 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, 29 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2  საკითხი განიხილეს.  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე   აღნიშნულ საკითხებს , საკრებულოს წევრები, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხვალ, 30 აგვისტოს განიხილავენ. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_15.png
29/08/2024 12:16

30 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 30 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრის უზრუნველყოფისათვის შეხვედრის ადგილების გამოყოფის შესახებ მომხს: დავით კიკნაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მომხს: დავით კიკნაძე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე   აღნიშნულ საკითხებზე , დღეს 29 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5856.JPG
26/08/2024 14:44

ხარაგაულის მერი, სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკის გახსნას დაესწრო

 ,,ერუდიტ ბანაკში" ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებს. ბანაკის იდეა ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. კარვების ბანაკი ხარაგაულელი მოსწავლებისათვის 5 დღის მანძილზე გაგრძელდება და   26 აგვისტოს დასრულდება. ბანაკი ახალგაზრდებს ინტელექტუალურ და შემეცნებითი ხასიათის  აქტივობებთან ერთად გასართობ და სათავგადასავლო ხასიათის თამაშებს სთავაზობს.მოსწავლეებს  ჩაუტარდებათ საუბრები ხელოვნებაზე,   განხორციელდება კულტურული და სპორტული ხასიათის  ღონისიძიებები. ბანაკის პირველ დღეს, ახალგაზრდებს მერი ,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა, კობა ლურსმანაშვილმა  ახალგაზრდებს უშუალოდ მოუსმინა და აღნიშნა , ის სრულიად სხვა ფორმატში  გეგმავს შეხვედრას მათთან. ,,ეს იქნება  შეხვედრა უშუალოდ თქვენთან, სადაც მე მოვისმენ თქვენ საჭიროებებს და ხედვებს, რომელიც  2025 წლის ბიუჯეტის ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის დროს ასახული და გათვალისწინებული იქნება" - აღნიშნა მერმა საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნაა. პროექტის ორგანიზატორები არიან,  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახური.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6151.JPG
26/08/2024 14:37

სოფელ ბორში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა

ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით ,,ერუდიტ ბანაკში“ ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან 60 მოსწავლე ისვენებდა. მოსწავლეებმა ბანაკში საინტერესო, შემეცნებითი და მხიარული თავგადასავლებით სავსე 5 დღე გაატარეს. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდებს მერის პირველი მოადგილე ესტუმრა. ვარლამ ჭიპაშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა , მათ კიდევ უფრო საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ესაუბრა და განვითარებისთვის მუდამ მზაობა და წარმატებები უსურვა. ბანაკის ბოლო დღემ მხიარულ გარემოცვაში ჩაიარა. პროექტის იდეის ავტორმა , მამუკა ჭიპაშვილმა , სიმბოლურ ჟიურთან ერთად გუნდების მიერ მომზადებული ნომრები შეაფასა და აქტიური ახალგაზრდები წამახალისებელი საჩუქრებით და დიპლომებით დააჯილდოვა. საზაფხულო ბანაკის მიზანი , წარმატებული ხარაგაულელი ახალგაზრდების წარმოჩენა და წახალისება, ახალგაზრდებში  ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრება, ექსტრემალურ სიტუაციებში გამოცდილების მიღება, თავისუფალი დროის ეფექტურად  გამოყენების შესწავლა, მოზარდებში  განათლების დონისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა  და პოზიტიური ემოციებისა  და განწყობის შექმნა გახლდათ. პროექტი  ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის, სპორტისა და შიდა  ტურიზმის განვითარების ცენტრის, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და  მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.  
სრულად