დღეს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში XII კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან , საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მარინა ვეფხვაძესთან , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან ერთად, ხარაგაულის კინოთეატრში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და საზეიმო განწყობას შეუერთდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკოლას 139 ახალგაზრდა ამთავრებს. მათგან 34-მა ოქროს, ხოლო 1-მა ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ხარაგაულის მერი , ულოცავს ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან დღეს და მათ ბედნიერ, წარმატებულ და ღირსეულ მომავალს უსურვებს.