ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მაისის ბიუროს მორიგი
სხდომის საკითხთა ნუსხა
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელი: შმაგი ხიჯაკაძე — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელი: რეზო შერგელაშვილი — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტის ცენტრის“ ხელმძღვანელი.
3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ვარლამ ჭიპაშვილი — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
4. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებლები: ვარლამ ჭიპაშვილი, ნინო მაღლაკელიძე.