სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1678521499520.jpg

სოფელ კიცხში ევროპული სტაბდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფელ კიცხში ახალი, 50 ბავშვზე გათვლილი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობას იწყებს.

ახალი პროექტის მოზიდვა, ხარაგაულის მერმა, მუნიციპალური განვითარების ფონდთან აქტიური მუშაობის  შედეგად შეძლო.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ჩვენ  მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ამის ნათელი მაგალითია კიცხის ახალი საჯარო სკოლა და ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბაღები სოფელ ვერტყვიჭალასა და საღანძილეში.

ვფიქრობ, კიცხის ახალი საბავშვო ბაღი კიდევ ერთი გამორჩეული და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.

ხარაგაულში გვაქვს სოფლები, სადაც ჩვენ ასევე ვფიქრობთ ახალი ბაღის აშენებას, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნებს თავისი მზარდი ბავშვთა კონტიგენტით , სწორედ სოფელი კიცხი პასუხობდა.

ჩვენ შევძელით და ხარაგაული იმერეთის მასშტაბით იმ 4 მუნიციპალიტეტს  შორის იქნება, სადაც ახალი,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ბაღი აშენდება."

ბაღის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 10 მარტს გამოაცხადა.

პროექტზე მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

 საბავშვო ბაღი  სოფელ კიცხში ახალ ლოკაციაზე,ძველი ვეტუბნის ადგილზე  აშენდება.

სატენდერო წინადადებების მიღება 23 მარტს დასრულდება.

ნანახია: 202 - ჯერ