სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/download%20(1).jpg
13/10/2022 11:25

18 ოქტომბერს  გოჩა ბუაჩიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

18 ოქტომბერს , სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით,  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ტურნირი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/BPG_DSC0078.jpg
12/10/2022 23:13

ხარაგაულში, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება დაიწყო  

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“,  ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტს, თანადაფინანსებას უწევს ხარაგაულის მერია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში,  მხარდაჭერას უცხადებს პროექტს და მზადაა ერთი წლის შემდეგ,  შინ მოვლის და პეროსნალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის  მართვა მერიამ გადაიბაროს.  როგორც ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“-ს დამფუძნებელი, რუსუდან გურგენიძე განმარტავს შინმოვლის პროგრამა იმ მოქალაქეებს მოიცავს,  რომელთაც ფიზიკური და  ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და ზრუნვას საჭიროებენ . ამ ეტაპზე, შინ მოვლის პროგრამის განხორციელება  სოფელ წიფაში, ზვარეში, მოლითში, ვახანში, ლეღვანში, წყალაფორეთში, საღანძილესა და ფარცხნალში მიმდინარეობს  და მასში 30 ბენეფიციარია ჩართული. დღეს ხარაგაულში პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს  ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელი, პროექტის იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი ანუკი ჯანელიძე გაეცნო.  ანუკი ჯანელიძე მონიტორინგის მიზნით, უშუალოდ დაესწრო შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარის შეფასების პროცესს. როგორც პროგრამის კოორდინატორი, თამარ შავიძე აცხადებს ბაზაში 100 ბენეფიციარია, სამუშაო ჯგუფი თითოეულ ბენეფიციართან მიდის და ბართელის ინდექსის მიხედვით ახდებს ზუსტ იდენტიფიცირებას რამდენად საჭიროებს ბენეფიციარი მომსახურების მიღებას. მისი განცხადებით  სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მონიტორინგი პროგრამის მიმდინარეობას გააუმჯობესებს. ,,დღევადელი ვიზიტი პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა, ექთნები და პერსონალური ასისტეტები ამას ყოველდღიურად აკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ პრაქტიკაში თუ როგორ ხორციელდება შინ მოვლის პროგრამა  და გავიაროთ ის გზა,  რასაც ყოველდღიურად გადიან ექთნები და პერსონალური ასისტენტები, რათა შემდეგ გუნდს დავუბრუნო უკუკავშირი და რეკომენდაციები.“ კითხვაზე ხომ არ დადგა პროგრამა განხორციელების ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი, ანუკი ჯანელიძე პასუხობს , რომ გამოწვევებისთვის მზად იყვნენ, რადგან ხარაგაული რთული რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტია, სადაც ბევრი მაღალმთიანი სოფელია, პროგრამაში კი ტრანსპორტირების ხარჯები არ არის გათვალისწინებული. ,,არ გვიკვირს ეს გამოწვევები, მაგრამ გვინდა პროგრამის მიმდინარეობის პროცესში არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს,რისი გამოსწორებაც და გათვალისწინებაც შეიძლება,  რომ შემდეგ წელს როდესაც მუნციპალიტეტი გადაიბარებს პროექტს მაქსიმალურად აწყობილ პროგრამა გადავცეთ“- ამბობს ანუკი ჯანელიძე.                  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311618439_5517570744946822_4491213025793306461_n.jpg
12/10/2022 22:05

ინგა თურქაძე შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კარიერული განვითარების საფუძველზე, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად ინგა თურქაძე დაინიშნა.  ინგა თურქაძე, ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ინგა თურქაძე პროფესიით იურისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ხარაგაულის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. აქვს ადვოკატად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1665570440572_1.jpg
12/10/2022 15:16

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ახალი წიგნები მიიღო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ  ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდა.  პროექტის მიზანია, ასოციაციის წევრმა ბიბლიოთეკებმა, ყოველწლიურად შეძლონ წიგნადი ფონდების შევსება გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას  900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომლითაც  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მასში შემავალი განყოფილებების წიგნადი ფონდი განახლდება.  ,, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე გამომცემლობა, 900 ლარის ფარგლებში შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ჩვენს მიერ არჩეული წიგნები ფოსტით გამოგვიგზავნეს. წიგნები უკვე დამუშავებულია და გადაეცემა როგორც ცენტრალურ, ასევე მასში შემავალ განყოფილებებს. დღეს ახალი წიგნები გადავეცით პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკას. იმედი მაქვს,რომ ეს ქველმოქმედება კვლავ გაგრძელდება.“-ამბობს საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/309005634_1452218448634241_7851629075520837079_n.jpg
12/10/2022 13:16

ნანა თხელიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ნანა თხელიძე დაინიშნა.     ნანა თხელიძე ახალ თანამდებობაზე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე დაწინაურდა. მას ამ დრომდე ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.     ნანა თხელიძე წლების განმავლობაში მუშაობდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/309026750_6512072_n.jpg
12/10/2022 13:14

ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად ბესარიონ ჭიპაშვილი დაინიშნა.  ბესარიონ ჭიპაშვილს, საჯარო მოხელისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  2014 წლიდან - 2016 წლამდე იგი გახლდათ ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.  2016 წლიდან - 2017 წლამდე ზედამხედეველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.  2017 წლიდან დღემდე ბესარიონ ჭიპაშვილი ამავე სამსახურის,  ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasdadaDSC0263asdasd.JPG
11/10/2022 12:32

თამარ ფცქიალაძე ინტელექტუალურ შეჯიბრებაში რა? სად? როდის? დღის მოაზროვნედ დასახელდა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა.  მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. დღის მოაზროვნედ დასახელდა მარინა ხვედელიძე. ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დავით ჩადუნელი.  წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში  4:6 დაასრულა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე. შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.  ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_4.png
11/10/2022 12:03

 გივი კურტანიძის ექვსეულმა თამაში 6:0 დაასრულა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა. მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე [inteleqtxaragauli@gmail.com] მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0176asdasdasd.JPG
11/10/2022 10:50

17 ოქტომბერს გივი კურტანიძის ექვსეული მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებს

17 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართება. მაყურებლის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული - ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამრიკო ფცქიალაძე და ბაჩო შველიძე წარსდგება. შეგახსენებთ რომ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში კუინოთეატრის ფოიეში ყოველ ორშაბათს იმართება. ექვსეული მაყურებლების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხებს. თამაშის შემდეგ, გამოვლინდება ხარაგაულის ინტელექტკლუბში პირველი ბროლის ბუს მფლობელი. შემოდგომის სერიის ფინაშლი, სპონსორების მიერ დაწესებულია სათანადო პრიზები და საჩუქრები. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში კინოთეატრის ფოიეში, ყოველ ორშაბათს, იმართება. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს.ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. გასულ ორშაბათს, წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა ითამაშა. ოაზროვნეებმა თამაში 4:6 დაასრულეს. ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ გსურთ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის? მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/297330844_5319561701414395_6162820157952670222_n.jpg
10/10/2022 11:46

ხარაგაულში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები, ხარაგაულში მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ხარაგაულში საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სექტემბრის თვის საბოლოო მონაცემებით, 889 ადამიანი დასაქმდა. ბენეფიციარებისთვის სამუშაოს მიმწოდებლები არიან ხარაგაულის სათნოების სახლი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, ბაღების გაერთიანება,  კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და გაზეთი ,,ახალი ხარაგაული“. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს შესაბამის სამუშაო გარემოს სთავაზობს. დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები საზოგადოებრივ სამუშაოებს ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სათნოების სახლში ბენეფიციარები საკვების მომზადება, დაფასოებასა და მომსახურებაში ინაწილებენ პასუხისმგებლობებს. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები შენობა-ნაგებობების, ეზოს მოვლა-დასუფთავების და აღმზრდელთათვის არაკვალიფიციური დამხმარის სტატუსით დასაქმდნენ. ხარაგაულში დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ასევე მუშაობენ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში. სწორედ მათ მიერ ხდება , სოფლებში ქაოტური ნაგავსაყრელების და სასაფლაოების ტერიტორიის დასუფთავება, არხების და გზების გაწმენდა. საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge  
სრულად