24 ივლისს, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.
აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართება.
აქციას ორგანიზებას ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი და ადგილობრივ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური გაუწევს.
,,ბატონო კობა, მოგმართავთ თხოვნით, გაგვიწიოთ დახმარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უსაფრთხო სისხლის უანგარო დონაციის აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით“- ვკითხულობთ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის მიერ გამოგზავნილ წერილში.
,,მოგეხსენებათ, ქვეყანაში სიმწვავეს არ კარგავს უსაფრთხო სისხლის მარაგების პრობლემა. სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის: ონკოპაციენტებს, მელოგინე დედებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ავტოავარიაში დაშავებულ პირებს, პაციენტებს ტრავმებით, დამწვრობებითა და მოტეხილობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთერთი პრიორიტეტი და ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უდიდესი საზრუნავია, ხელი შეუწყოთ ქვეყანაში უსაფრთხო, მაღალი ხარისხისმომსახურეობაზე დაფუძნებულ უანგარო დონაციის დანერგვის პროცესს.სისხლის უანგარო დონაცია უნდა იქცეს გარკვეულ რუტინულ პროცესად და ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს მუდმივად ამ პროცესში ჩართული” - ნათქვამია წერილში.
ხარაგაულის მერია მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინოთ კეთილი ნება და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩაერთოთ სისხლის უანგარო დონაციის აქციაში.
აქცია 24 ივლისს 11 საათზე დაიწყება.