სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6251.JPG

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 ხარაგაულის მერმა ,  კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.

თათბირის ძირითადი თემა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაციის მოსმენა, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და პროგრამის ზოგადი ანალიზი გახლდათ.

თათბირის მიმდინარეობისას, ხარაგაულის მერმა, საკადრო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

 საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კობა ყრუაშვილი გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც ამ დრომდე მერიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.

,,კობა ყრუაშვილს  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. ის კარგად იცნობს თემის საჭიროებებს და მუშაობის სპეციფიკა მისთვის ნაცნობია" - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

 გოგა კიკნაძე, რომელიც ამ დრომდე  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა,  მერიის სოციალურ სამსახურში, ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში გააგრძელებს საქმიანობას.

ხარაგაულის მერმა თათბირზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც ხარაგაულის მერიამ 2023 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების 100 პროცენტიანი შესრულებისთვის გასწია.

 თათბირს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის მრჩევლები ესწრებოდნენ.

 

 

ნანახია: 840 - ჯერ