სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/370162066_700669322126213_5462711066450769365_n.jpg

ხარაგაულელი ზურა სებისკვერაძე გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2024

უბისელი, 28 წლის ზურა სებისკვერაძე გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2024" -ის ფინალურ ეტაპზეა.

,, წერა ჩემთვის ჩემი სათქმელის გამოხატვის საუკეთესო და ყველაზე მოსახერხებელი გზაა. დიდად კომუკაბელური არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის მიჭირდა კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, წერა კი ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ის სათქმელი მეთქვა, რასაც საუბრის დროს ვერ ვახერხებდი“- ამბობს ზურა ჩვენთან საუბარში.

ზურას და მის მოთხრობას ,,ჩრდილები“ შემდეგ ტურში გადასასვლელად ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ხმის მისაცემად მიჰყევით ბმულს,       დააჭირეთ ხმის მიცემას, შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და შეტყობინების სახით მოსული ვერიფიკაციის კოდი.

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ.

2017 წელს დაამთავრა ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი, პროფესიით მხოლოდ მცირე ხნით იმუშავა. მწერლობას ხელი ბავშვობიდან მიჰყო, თუმცა საჯაროდ დღემდე არაფერი გამოუქვეყნებია, მისი შემოქმედება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, მათთვის, ვისაც ენდობა და ასეთნი სულ თითო-ოროლა თუ ეგულება ირგვლივ.

პალიტრა L-ის კონკურსი ყოველწლიურია და მიზნად ახალი ავტორების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას ისახავს.

ხმის მიცემა 4 დეკემბრამდე გრძელდება.

წარმატებები ვუსურვოთ და მხარი დავუჭიროთ ზურას!

ნანახია: 1558 - ჯერ