სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0474.JPG
13/10/2022 17:34

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

დღეს, ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად სოფელ ბორითში, იმ ადგილზე მივიდა,  სადაც მერაბ კოსტავა 33 წლის წინ, ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად დაიღუპა. მერის პირველმა მოადგილემ,  მერაბ კოსტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული.  ბოლოს1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა.  დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
13/10/2022 17:13

17 ოქტომბრის ბიუროს სხდომა გაიმართება

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ოქტომბრის ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მომხს: ზაზა კაციტაძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/download%20(1).jpg
13/10/2022 11:25

18 ოქტომბერს  გოჩა ბუაჩიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

18 ოქტომბერს , სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით,  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მინი ფეხბურთში გოჩა ბუაჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება. ტურნირი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/BPG_DSC0078.jpg
12/10/2022 23:13

ხარაგაულში, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება დაიწყო  

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“,  ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“. პროექტს, თანადაფინანსებას უწევს ხარაგაულის მერია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში,  მხარდაჭერას უცხადებს პროექტს და მზადაა ერთი წლის შემდეგ,  შინ მოვლის და პეროსნალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის  მართვა მერიამ გადაიბაროს.  როგორც ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“-ს დამფუძნებელი, რუსუდან გურგენიძე განმარტავს შინმოვლის პროგრამა იმ მოქალაქეებს მოიცავს,  რომელთაც ფიზიკური და  ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და ზრუნვას საჭიროებენ . ამ ეტაპზე, შინ მოვლის პროგრამის განხორციელება  სოფელ წიფაში, ზვარეში, მოლითში, ვახანში, ლეღვანში, წყალაფორეთში, საღანძილესა და ფარცხნალში მიმდინარეობს  და მასში 30 ბენეფიციარია ჩართული. დღეს ხარაგაულში პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს  ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელი, პროექტის იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი ანუკი ჯანელიძე გაეცნო.  ანუკი ჯანელიძე მონიტორინგის მიზნით, უშუალოდ დაესწრო შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარის შეფასების პროცესს. როგორც პროგრამის კოორდინატორი, თამარ შავიძე აცხადებს ბაზაში 100 ბენეფიციარია, სამუშაო ჯგუფი თითოეულ ბენეფიციართან მიდის და ბართელის ინდექსის მიხედვით ახდებს ზუსტ იდენტიფიცირებას რამდენად საჭიროებს ბენეფიციარი მომსახურების მიღებას. მისი განცხადებით  სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მონიტორინგი პროგრამის მიმდინარეობას გააუმჯობესებს. ,,დღევადელი ვიზიტი პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა, ექთნები და პერსონალური ასისტეტები ამას ყოველდღიურად აკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ პრაქტიკაში თუ როგორ ხორციელდება შინ მოვლის პროგრამა  და გავიაროთ ის გზა,  რასაც ყოველდღიურად გადიან ექთნები და პერსონალური ასისტენტები, რათა შემდეგ გუნდს დავუბრუნო უკუკავშირი და რეკომენდაციები.“ კითხვაზე ხომ არ დადგა პროგრამა განხორციელების ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი, ანუკი ჯანელიძე პასუხობს , რომ გამოწვევებისთვის მზად იყვნენ, რადგან ხარაგაული რთული რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტია, სადაც ბევრი მაღალმთიანი სოფელია, პროგრამაში კი ტრანსპორტირების ხარჯები არ არის გათვალისწინებული. ,,არ გვიკვირს ეს გამოწვევები, მაგრამ გვინდა პროგრამის მიმდინარეობის პროცესში არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს,რისი გამოსწორებაც და გათვალისწინებაც შეიძლება,  რომ შემდეგ წელს როდესაც მუნციპალიტეტი გადაიბარებს პროექტს მაქსიმალურად აწყობილ პროგრამა გადავცეთ“- ამბობს ანუკი ჯანელიძე.                  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/311618439_5517570744946822_4491213025793306461_n.jpg
12/10/2022 22:05

ინგა თურქაძე შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კარიერული განვითარების საფუძველზე, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად ინგა თურქაძე დაინიშნა.  ინგა თურქაძე, ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ინგა თურქაძე პროფესიით იურისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ხარაგაულის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე. აქვს ადვოკატად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/FB_IMG_1665570440572_1.jpg
12/10/2022 15:16

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ახალი წიგნები მიიღო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ  ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდა.  პროექტის მიზანია, ასოციაციის წევრმა ბიბლიოთეკებმა, ყოველწლიურად შეძლონ წიგნადი ფონდების შევსება გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას  900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომლითაც  ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მასში შემავალი განყოფილებების წიგნადი ფონდი განახლდება.  ,, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე გამომცემლობა, 900 ლარის ფარგლებში შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ლიტერატურა. ჩვენს მიერ არჩეული წიგნები ფოსტით გამოგვიგზავნეს. წიგნები უკვე დამუშავებულია და გადაეცემა როგორც ცენტრალურ, ასევე მასში შემავალ განყოფილებებს. დღეს ახალი წიგნები გადავეცით პატარა ხარაგაულის ბიბლიოთეკას. იმედი მაქვს,რომ ეს ქველმოქმედება კვლავ გაგრძელდება.“-ამბობს საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/309005634_1452218448634241_7851629075520837079_n.jpg
12/10/2022 13:16

ნანა თხელიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ნანა თხელიძე დაინიშნა.     ნანა თხელიძე ახალ თანამდებობაზე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე დაწინაურდა. მას ამ დრომდე ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.     ნანა თხელიძე წლების განმავლობაში მუშაობდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/309026750_6512072_n.jpg
12/10/2022 13:14

ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად ბესარიონ ჭიპაშვილი დაინიშნა.  ბესარიონ ჭიპაშვილს, საჯარო მოხელისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  2014 წლიდან - 2016 წლამდე იგი გახლდათ ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.  2016 წლიდან - 2017 წლამდე ზედამხედეველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.  2017 წლიდან დღემდე ბესარიონ ჭიპაშვილი ამავე სამსახურის,  ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasdadaDSC0263asdasd.JPG
11/10/2022 12:32

თამარ ფცქიალაძე ინტელექტუალურ შეჯიბრებაში რა? სად? როდის? დღის მოაზროვნედ დასახელდა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა.  მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. დღის მოაზროვნედ დასახელდა მარინა ხვედელიძე. ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დავით ჩადუნელი.  წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში  4:6 დაასრულა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე. შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.  ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_4.png
11/10/2022 12:03

 გივი კურტანიძის ექვსეულმა თამაში 6:0 დაასრულა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა. მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე [inteleqtxaragauli@gmail.com] მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად