სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sabcho.jpg

დღეს მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო

დღეს მერის მრჩეველთა საბჭო, ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია  2024 წლის მთავარ პრიორიტეტებზე მიიღეს.

მერის პირველმა მოადგილემ,  ვარლამ ჭიპაშვილმა, სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2024 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები დეტალურად გააცნო.

  მერის პირველმა მოადგილემ მოისმინა მრჩეველთა საბჭოს მოსაზრებები, რომელიც განიხილება და გათვალისწინებული იქნება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას.

,,მერის დავალებით ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო , ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა. შესაბამისად მრჩეველთა საბჭოს წევრების და თითოეული მოქალაქის აზრი, მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენისას , ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- აღნიშნავს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

 

ნანახია: 455 - ჯერ