სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/448224159_877302291100755_6882389349997062518_n.jpg

ჩაერთე კონკურსში - რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა

მიმდინარე წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მართავს მცირე გრანტების კონკურსს. „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტია - 600 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური

თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად არის - 15 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელიც ითვალისწინებს

მუნიციპალიტეტის ფინანსურ/მატერიალურ მხარდაჭერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში,

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი) და პროექტის ფარგლებში 6/14/2024 სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო  დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიას ან/ და “სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026წწ.“ მიზნებს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 (ცამეტი) რიცხვიდან 25 (ოცდახუთი) რიცხვის ჩათვლით, კონკურსის ბიუჯეტის ამოწურვამდე.

 

იდეები შეგიძლიათ გადააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: grants-1@youthagency@gov.ge

კონკურსის მხარდამჭერია

 

 

გისურვებთ წარმატებებს!

ნანახია: 109 - ჯერ