სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sa45gsafw.jpg
03/07/2023 20:28

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან თათბირი გამართა. თათბირზე   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა პროექტების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება.   კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს მოქალაქეებთან უფრო მეტ კოორდინაციისა და პრობლემურ საკითხებზე ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდა . შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მწუხარება გამოთქვა, სტიქიის დროს, იური ქურდაძის   გარდაცვალების გამო და ოჯახს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღუთქვა. თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდა.                  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4598.JPG
03/07/2023 13:38

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს

  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს. 1.ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“  ხელმღვანელის ანგარიში გაწეული    მუშაობის შესახებ;  მომხს:  რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური  დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს:  ნანა კიკნაძე                                                                                                                        სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ;  მომხს:  პავლე კიკალიშვილი ა(ა)ი.პ  „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის “ხარაგაულის      მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ექსკავატორი CUKUROVA, სახ N MS   295 S -ს სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) არსებობის ვადით გადაცემაზე    ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს:  ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ   ბორითში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი)  ქონების,   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ N36.03.41.752)  გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს:  ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N36.17.33. 799) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  568 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ; მომხს:  ინგა ლურსმანაშვილი ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს 2020 წლის 6   ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: ბესო ჭიპაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის       დოკუმენტების ფორმებისა   და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’  -    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის N18 დადგენილებაში   ცვლილების შეტანის  თაობაზე.  მომხს: ბესო ჭიპაშვილი                                       
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_4.png
30/06/2023 15:10

  3 ივლისს საკრებულოს  მორიგი    სხდომა გაიმართება 

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023   წლის   3 ივლისის   მორიგი    სხდომის                                                                                    დღის წესრიგი ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“  ხელმღვანელის ანგარიში გაწეული     მუშაობის შესახებ   მომხს: რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური  დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ      მომხს: ნანა კიკნაძე                                                                                                                                     3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ                                                                                                     მომხს: პავლე კიკალიშვილი ა(ა)ი.პ  „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის “ხარაგაულის             მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ექსკავატორი CUKUROVA, სახ N MS                   295 S -ს სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) არსებობის ვადით გადაცემაზე           ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.    მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ   ბორითში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი)  ქონების,   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ N36.03.41.752)  გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ      მომხს: ინგა ლურსმანაშვილი       6.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N36.17.33. 799) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  568 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ   მომხს: ინგა ლურსმანაშვილი                                                                                    7.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის       სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის     საკრებულოს 2020 წლის 6   ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე     მომხს: ზურაბ ბანცაძე     „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის      სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის        დოკუმენტების ფორმებისა   და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’  -     ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის N18 დადგენილებაში      ცვლილების შეტანის  თაობაზე                   მომხს: ზურაბ ბანცაძე                                       საკრებულოს თავმჯდომარე         მანანა ბარბაქაძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdllgksd321122.jpg
29/06/2023 10:34

ხარაგაულში ანზორ მაღრაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, დამსახურებული მწვრთნელის, ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის ფუძემდებლის, საპატიო ხარაგაულელის, ანზორ მაღრაძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა. ტურნირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბატონ კობა ლურსმანაშვილის ხელშეწყობით და ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენის, ბიზნესმენის - მამუკა არევაძის პირადი მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და საპატიო სტუმრები: ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ამჟამად ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი იანტბელიძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე მამუკა არევაძე, ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენები და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა. გამარჯვებულებისთვის ანზორ მაღრაძის ოჯახმა ფულადი ჯილდო დააწესა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სპოსტსმენები ხარაგაულიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან, ლანჩხუთიდან, ბაღდათიდან, ჩოხატაურიდან, ქუთაისიდან და ხაშურიდან. მონაწილეთა შორის წარმატებით იასპარეზეს ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა: ვახო ნიქაბაძე - პირველი ადგილი (69 კგ) , ზურაბ ტოროშელიძე -პირველი ადგილი (57 კგ) , ბარბარე ბარბაქაძე - პირველი ადგილი ( 55 კგ) , ხატია კიკნაძე - მეორე ადგილი (55 კგ) , გიორგი ორთოიძე - მეორე ადგილი (26 კგ), ირაკლი ჩერქეზიშვილი - მესამე ადგილი (23კგ), დავით ყანჩაველი - მესამე ადგილი (26 კგ), იოანე ორთოიძე - მესამე ადგილი (26 კგ), გაბრიელ ორთოიძე - მეორე ადგილი (29 კგ), საბა ორთოიძე - მესამე ადგილი (44 კგ), თამაზ მიქიაშვილი - მეორე ადგილი (110 კგ), ნიკა კაკოიშვილი - მეორე ადგილი ( 74 კგ), გიორგი თაბუკაშვილი - მეორე ადგილი (86 კგ). ,,ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.ჩვენი მიზანია, პატივი მივაგოთ ღირსეულ პედაგოგს, ხარაგაულში მრავალი თაობების აღმზრდელ პიროვნებას" -აღნიშნავს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი,რევაზ შერგელაშვილი.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/VVAA.jpg
28/06/2023 17:10

ხარაგაულში გარე განათების მოდერნიზაციის კუთხით პროექტი ხორციელდება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ვოლოდიმირ აბრამიუკმა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი პროექტის ,,დაბალშემოსავლიანი ადგილობრივი თვითმმართველობები ენერგოეფექტიანობისკენ მიმავალ გზაზე“ წარმატებით განხორციელებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გარე განათების მიმართულებით ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების იდენტიფიცირება, აგრეთვე საბავშვო ბაღების შერჩეულ შენობებში ენერგიის დაზოგვის პოტენციალისა და ინვესტიციის საჭიროების კვლევა მოხდება. პროექტის მიმდინარეობისას ორმხირი ინტერესების გადაჭრის მიზნით ერთობლივი აქტივობები განხორციელდება. კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის მერია მხარს უჭერს პროექტს და მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენ მივიღებთ პრაქტიკულ ცოდნას ქუჩის განათების ინვენტარიზაციის სფეროში. ხარაგაულის მერია მიიღებს ინვესტიციას, გარე განათების მოდერნიზაციის მიზნით. პროექტის ფარგლებში მოლაპარაკებები წარიმართება ევროპის საინვესტიციო ბანკთან , რათა მოხდეს ქუჩის განათების მოდერნიზება ხარაგაულში, ჩვენი მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობის  გათვალისწინებით.  ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტი გახდეს მეტად ენერგოეფექტური და დაზოგოს კომუნალური ხარჯები.“ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა და   მარიუშ ვოჟნიაკმა შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს. ორგანიზაცია ,, სოლიდარობის ფონდი პლ საქართველო”პოლონეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახაზინო ფონდს წარმოადგენს, რომელიც  პოლონეთის განვითარების გამოცდილების გამოყენებით ხელს უწყობს საქართველოს მდგრად განვითარებას. ფონდი ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერას მიიღონ ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები. პროექტი, ენერგოეფექტურობის მიღწევის მიზნით, საქართველოს ათ დაბალშემოსავლიან მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ხარაგაულში, გარე განათების მოდერნიზაციის კუთხით ხორციელდება. შეხვედრას ხარაგაულის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, თამარ ლაცაბიძე და ადმინისტრაციულერ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/6544585asd.jpg
28/06/2023 15:03

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა. ბიუროს სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა.   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული, ხარაგაულის   მუნიციპალიტეტში, სოფელ   ბორითში   მდებარე (მიწის (უძრავი   ქონების) ს/კ03.41.752)   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების   171   კვ.მ. მიწის   ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ ;   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული, ხარაგაულის   მუნიციპალიტეტში, სოფელ   მოლითში   მდებარე  ( მიწის ს/კ17.33. 799)   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 568 კვ.მ. მიწის   ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ .   მოლითში არსებული მიწის ნაკვეთი საქართველოს რკინიგზას რკინიგზაზე, ხოლო ბორითის მიწის ნაკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტს ავტომაგისტრალზე განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ესაჭიროება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdg655a6s5fasdf.jpg
28/06/2023 14:55

ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე პრემიერით  წარსდგა

ხარაგაულის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი 2023" მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,დოდოს მოლოდინში" წარსდგა. სპექტაკლის საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. პრემიერას ხარაგაულის და ქუთაისის საზოგადოების წარმომადგენლები და პიესის ავტორი, დათო ტურაშვილი ესწრებოდა. მაყურებელი სპექტაკლს ხანგრძლივი ოვაციებით და აპლოდისმენტებით შეხვდა. სპექტაკლი ემიგრაციის თემას და საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება , ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი, ირინე ჩხეიძე გახლავთ. მონაწილეობდნენ: ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ირინე ჩხეიძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ვასიკო კიკნაძე, გიორგი ჭიპაშვილი. თეატრალური ფესტივალი 13 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება. ,,თეატრალური იმერეთი 2023" - იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების ერთობლივი მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,იმერეთი - 2023" 1 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_3.png
27/06/2023 19:33

28 ივნისის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე  სხდომა გაიმართება

  ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კიკნაძე წარუძღვება.                                       ბიუროს წევრები სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , სოფელ ბო რ ითში მდებარე ( მიწის ( უძრავი ქონების ) ს / კ 03.41.752 ) არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 171 კვ . მ . მიწის ნაკვეთი ს სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის   შესახებ   მომხს: ინგა ლურსმანაშვილი             ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული , ხარაგაულის მუნიციპალიტეტში , სოფელ მო ლ ითში მდებარე ( მიწის ( უძრავი ქონების ) ს / კ 17.33. 799 ) არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 568 კვ . მ . მიწის ნაკვეთი ს სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის   შესახებ        მომხს: ინგა ლურსმანაშვილი     ბიუროს სხდომა 10 საათზე დაიწყება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd.jpg
27/06/2023 12:10

ყურადღება აუქციონი!!!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. ელექტრონული აუქციონი სოფელ ხიდარში მდებარე საარიტუალო დარბაზზე, მასში მდებარე ინვენტარით და ჭურჭლით სარგებლობით (იჯარით) უფლების გაცემის მიზნით ცხადდება. აუქციონი 2023 წლის 23 ივნისს 13:00 საათზე, დაიწყება და 7 ივლისს, 13:00 საათზე, დასრულდება. ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ დანართი ჭურჭელი და ინვენტარი ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: eauction.ge ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_3406_1.JPG
23/06/2023 15:05

ხარაგაულში მსოფლიო ოლიმპიზმის დღე აღინიშნა

23 ივნისს მსოფლიო ოლიმპიზმის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ხარაგაულში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დევებიდან სპორტსკოლამდე გარბენი მოეწყო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პატარებში: მერაბ ჩიჩილიძე ნუკრი დანელია გაბრიელ გურგენიძე   დიდებში: საბა ორთოიძე ვეფხვია გოგნაძე ზურა მეგრელიშვილი გარბენში მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მსოფლიოში ოლიმპიადის საერთაშორისო დღე 1948 წლიდან აღინიშნება.  
სრულად