მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, სისტემური წესით ზომავს და არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომელთა აზომვა ვერ მოხერხდა მეპატრონეების ადგილზე არ ყოფნის ან/და სხვა მიზეზების გამო, სააგენტო აუცილებლად დაუბრუნდება ყველა დაურეგისტრირებელ/აუზომელ მიწის ნაკვეთს, სისტემური რეგისტრაციის გაწერილი გეგმა-გრაფიკის დასრულების შემდგომ.
ხარაგაულში , სააგენტოს საველე ჯგუფების მუშაობა მიმდინარეობს ლაშის, ბაზალეთის და სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დღეს საველე ჯგუფები შევიდნენ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უბისასა და მაქათუბანში.
ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოები მესაკუთრეების თანდასწრებით ხორციელდება.
პროცესი სრულად ელექტრონულად წარიმართება. საამზომველო ჯგუფები შესაბამის ოქმებს ელექტრონულად შეავსებენ, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები საკუთრების უფლების საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობას სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს.
ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება, რითაც შეიქმნება სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემთა ბაზა.
ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. პროექტით სარგებლობა სრულიად უფასო არის.
დამატებით გეგმა- გრაფიკს, დაგეგმილი აზომვითი სამუშაოების შესახებ, მერიის ოფიციალური გვერდის დახმარებით ეტაპობრივად გაცნობებთ.