სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture%203.JPG

როგორ გადანაწილდა ხმები პროექტებზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსში

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა.

კონკურსში 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

სულ 4771 ხმა შემოვიდა.

 ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 17,0 % (810 ხმა) სოფელ საღანძილეში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეამ მიიღო.

კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე 9,4 % - ით (448 ხმა) გადავიდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფელ ბორითში ახალგზრდული სკვერის მოეწყობა.

ხმების 9,2 % -ით (437 ხმა) მესამე ადგილი ერგო იდეას , რომელიც სოფელ ვახანში საჭიდაო მოედნის გადახურვას ითვალისწინებს.

 მეოთხე ადგილზე 8,0 % -ით (384 ხმა) ვარძიაში გარე განათების ქსელის მოწყობის პროექტი გავიდა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა სოფელ ღორეშაში საბავშვო სკვერის მოწყობის იდეა. აღნიშნულმა პროექტმა ხმების 7,9 % - ი (379 ხმა) დააგროვა.ხმების 7,6 % -ით (361 ხმა) გაიმარჯვა სარგვეშის წყაროს რეაბილიტაციის იდეამ.

6,2 % -ით (297 ხმა) გამარჯვებულია სპორტული მოედნის მოწყობის იდეა სოფელ ზარეში.

ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს თავისი იდეის გამარჯვებას.

გამარჯვებული იდეების პროექტების შესყიდვას ხარაგაულის მერია უახლოეს პერიოდში განახორციელებს.

მნიშვნელოვანია , გვაქვს მზაობა პროექტების განხორციელება წელსვე დასრულდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემის ეტაპზე წელს აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც პროცენტული მაჩვენებლით 2-ჯერ აღემატება გასული წლის აქტივობას, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.

 

 

 

ნანახია: 225 - ჯერ