სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/370162066_700669322126213_5462711066450769365_n.jpg
14/11/2023 15:50

ხარაგაულელი ზურა სებისკვერაძე გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2024

უბისელი, 28 წლის ზურა სებისკვერაძე გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორი 2024" -ის ფინალურ ეტაპზეა. ,, წერა ჩემთვის ჩემი სათქმელის გამოხატვის საუკეთესო და ყველაზე მოსახერხებელი გზაა. დიდად კომუკაბელური არასდროს ვყოფილვარ და ყოველთვის მიჭირდა კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, წერა კი ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ის სათქმელი მეთქვა, რასაც საუბრის დროს ვერ ვახერხებდი“- ამბობს ზურა ჩვენთან საუბარში. ზურას და მის მოთხრობას ,,ჩრდილები“ შემდეგ ტურში გადასასვლელად ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ხმის მისაცემად მიჰყევით ბმულს ,       დააჭირეთ ხმის მიცემას, შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და შეტყობინების სახით მოსული ვერიფიკაციის კოდი. ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ. 2017 წელს დაამთავრა ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი, პროფესიით მხოლოდ მცირე ხნით იმუშავა. მწერლობას ხელი ბავშვობიდან მიჰყო, თუმცა საჯაროდ დღემდე არაფერი გამოუქვეყნებია, მისი შემოქმედება მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, მათთვის, ვისაც ენდობა და ასეთნი სულ თითო-ოროლა თუ ეგულება ირგვლივ. პალიტრა L-ის კონკურსი ყოველწლიურია და მიზნად ახალი ავტორების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას ისახავს. ხმის მიცემა 4 დეკემბრამდე გრძელდება. წარმატებები ვუსურვოთ და მხარი დავუჭიროთ ზურას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9118.JPG
14/11/2023 14:54

წითელ ჯვარსა და ხარაგაულის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

ხარაგაულის მერიასა და საქართველოს  წითელ ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ. სასაჩუქრე პაკეტები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით დარიგდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე: ,,წლის განმავლობაში სასაჩუქრე პაკეტი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 468 ბენეფიციარს გადაეცა, მათ შორის LC vaikiki-ს (აუთლეტი) სეზონური ტანსაცმელი მრავალშვილიანი ოჯახების 283 ბავშვს გადაეცა. 150 სასაჩუქრე ყუთი (პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, განმავითარებელი რესურსი და სხვა) ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ბენეფიციარებმა მიიღეს. 35 ცალი  LC vaikiki-ს სადღესასწაულო კაბა გადაეცა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ღონისძიებებისთვის.“  მემორანდუმის ფარგლებში ხარაგაულში  წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეთა რაიონული ორგანიზაცია მოქმედებს, რომელსაც ლალი სებისკვერაძე ხელმძღვანელობს. წითელი ჯვრის საზოგადოების ხარაგაულელი მოხალისეები სოფლებში მოწყვლადი ჯგუფებისათვის მოხალისეობრივ აქციებს მერიასთან შეთანხმებით გეგმავენ და ახორციელებენ. წითელი ჯვრის მოხალისეები ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები არიან.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sss.jpg
14/11/2023 11:46

ხარაგაულის მერიამ 50 უსინათლოსთვის სპეციალური ტიფლოტექნიკა შეიძინა

ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულელი უსინათლოებისთვის სპეციალური ტიფლოტექნიკის შეძენა, მერიის სოციალური პროგრამით დაფინანსდა. საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ლომიძე ხარაგაულის მერს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ,,ხარაგაულში გვყავს 71 უსინათლო, აქედან 50 არის მკვეთრად გამოხატული, ხოლო დანარჩენი მნიშვნელოვნად შეზღუდული მდგომარეობის უსინათლო გახლავთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბატონ კობა ლურსმანაშვილის მხრიდან. ტემპერატურის გასაზომ თერმომეტრში ჩატვირთული არის ხმოვანი პროგრამა , რომლის საშუალებითაც ტოტალურად უსინათლო სრულიად დამოუკიდებლად ყოველგვარი დამხარების გარეშე, ისინჯავს ტემპერატურას. ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, გასულ წელს, ხარაგაულის მერიამ 6 ერთეული წნევის ხმოვანი აპარატი შეიძინა. სამომავლოდ გვსურს ტოტალურად უსინათლოთათვის დაგვიფინანსონ  წნევის ხმოვანი აპარატების , ხოლო  დიაბეტიანებისთვის ხმოვანი გლუკომეტრების შეძენა. სამედიცინო ტიფლოტექნიკა უსინათლოებისთვის უმნიშვნელოვანესია“- ამბობს საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ ლომიძე. ბენეფიციარების იდენტიფიცირება და შერჩევა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ ლომიძემ უზრუნველყო. ტიფლოტექნიკის ნაწილი  ადგილზე მოსულ ბენეფიციარებს მერიის ჯანმრელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში გადაეცათ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/www.jpg
13/11/2023 18:22

ბავშვთა დაცვის სისტემასა და რეფერირების პროცედურებზე, ხარაგაულის საჯარო სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მიეწოდათ

,,world vision“ საქართველოს ორგანიზებით, დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. ,,world vision საქართველოს“ პროფესიულმა ზედამხედველმა სოციალური მუშაობის მიმართულებით  იმერეთის რეგიონში, თამარ ჭუმბურიძემ, შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოში არსებულ ბავშვთა დაცვის სისტემასა და  რეფერირების პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია. აქცენტი გაკეთდა და ბავშვთა დაცვისა და რეფერირების/მიმართვიანობის კომპონენტში სკოლის პასუხისმგებლობაზე. შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა  მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ ისაუბრეს. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, თეა ბერიძე: ,,დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან  გაიმართა აქტიური დისკუსია, წამოიჭრა მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივა. ჩვენ ვცდილობთ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს სკოლებთან, როგორც რეფერირების მექანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლთან“. შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვის უფლებათა კოდექსის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1493.JPG
13/11/2023 15:40

ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდების მიზნით ხარაგაულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომის მიზნით, ხარაგაულის მერიასა და ა(ა)იპ ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის და ხელშეწყობის მემორანდუმი გაფორმდა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მემორანდუმით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს,  მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან და ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან , თეა ბერიძესთან ერთად გაეცნო. მემორანდუმის ფარგლებში, ხარაგაულში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ,,გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომა“ განხორციელდება. კობა ლურსმანაშვილი: ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ჩვენ  მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პროექტს და მისი წარმატებულად განხორციელების მიზნით მოხდა მემორანდუმის გაფორმება.“ ანა ჩაფიძე: ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველა ქმედება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. პროექტი ითვალისწინებს ხარაგაულის მაცხოვრებელი გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ამ პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერიის მხარადაჭერა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით. შესაბამისად მემორანდუმი, რომელიც დღეს დაიდო მიზნად ისახავს ხარაგაულისთვის მომზადდეს სპეციალური მოდული, რომლითაც სპეციალისტები იმუშავებენ.“ პროექტი ერთი წელი გაგრძელდება. 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/iamze.jpg
07/11/2023 15:12

საკრებულოს წევრი, იამზე პაქსაშვილი ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს

საკრებულოს წევრი , ბორითის  მაჟორიტარი დეპუტატის  იამზე პაქსაშვილი ამომრჩევლებს ანგარიშს წარუდგენს. იამზე პაქსაშვილი ანგარიშის გასაცნობად  უბისა, მაქათუბანი, ვაშლევი, სიხისძირის მოსახლეობას 12 ნოემბერს 13:00 დან 18:00 საათამდე შეხვდება. ბორითი, ამაშუკეთი,დინარი, კვესრევი, საქასრიის მოსახლეობასთან შეხვედრა 15 ნოემბერს 10:00 დან 16:00 საათამდე გაიმართება. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ  აქ (საკრებულოს წევრის იამზე პაქსაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის ანგარიში - 2023 წელი)          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2551.JPG
06/11/2023 11:46

გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელი წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილი: ,,გიორგი წერეთელს ხარაგაულთან მჭიდრო კავშირი აქვს, სოფელი ზვარე მისთვის მშობლიური სოფელია, ხარაგაულელებისთვის ამ გამორჩეულ სოფელში მისი დედულეთია. ბატონი გიორგის მხრიდან განსაკუთრებულად ვგრძნობთ ხელშეწყობას, იგი ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ხარაგაული მას საპატიო ხარაგაულელის ჯილდოს გადაცემს.“ გიორგი წერეთელი საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომით და მოწმობით  საჩხერე - ჭიათურა -ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟნაძემ დააჯილდოვა. მიმდინარე წელს, მერის კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2458.JPG
06/11/2023 11:46

ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო შათირიშვილი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ზვარის საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო შათირიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ნატო შათირიშვილს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ გადასცა. ნატო შათირიშვილი 34 წელია ასწავლის ზვარის საჯარო სკოლაში, არჩეულია სკოლის დირექტორად მეორე ვადით. მას სულ ახლახან  საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ სოფლად მცხოვრებ მასწავლებლებს მეტი დაფასება და თანადგომა სჭირდებათ.  ხარაგაულელი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ საპატიო ხარაგაულელის ჯილდო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლისთვის გადაგვეცა“. მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2521.JPG
06/11/2023 11:46

გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე პოლიტიკოსის,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარუდგინა. ,,ბატონი გიორგისთვის ხარაგაული ძალიან ახლო და მშობლიურია. მას განსაკუთრებული სიყვარული აქვს სოფელ ლაშესთან და მაჭავარიანების გვართან, რადგან გიორგი ვოლსკის დედა  ლაშელი მეგი მაჭავარიანია. ხარაგაულის და სოფელი ლაშეს განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად,  ხარაგაულისთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ სხვადასხვა პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მქონდა პატივი, ხარაგაულისა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად ხარაგაულისთვის  ბატონი გიორგი ვოლსკის კანდიდატურა წარმომედგინა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. გიორგი ვოლსკის საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გადასცა. მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2624.JPG
06/11/2023 11:45

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება 6 ადამიანს მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2023" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 6 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა. კობა ლურსმანაშვილმა თითოეულ მათგანს, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა გადასცა. მიმდინარე წელს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ: ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი წერეთელს ცნობილ მეთუნეს , ზალიკო ბოჟაძეს პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლუხუმი ჭანტურიას ცნობილ მომღერალს, ანსამბლ ,,ფორტე"-ს წევრს ზურა მანჯავიძეს საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, საჩხერე-ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან, იმერეთის მხარის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან ერთად დააჯილდოვა. საპატიო ხარაგაულელების წარდგენის საზეიმო ცერემონია, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს, იზა ვეფხვაძეს მიჰყავდა. 2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდებით 46 ადამიანი დაჯილდოვდა.    
სრულად